უცნაური,მაგრამ სწორი ფორმები

          მოსწავლეები გავუშვი და დავიწყე პოსტის წერა, თან გული მწყდება,ვფიქრობ: ”ნეტავ,გამეცდინა გაკვეთილი და წავსულიყავი  ”შარაგულში”-მეთქი,მაგრამ წლებმა და პროფესიამ გადასძლია ეტყობა სურვილს.”

           რაც შეეხება ჩემს ახალ ”აკვიატებას,” შეძლებისდაგვარად დავიცვა მშობლიური ენა ”დაბინძურებისაგან,” შეიძლება ვიღაცას აღიზიანებდეს,არ მოსწონდეს, მაგრამ ”აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს,”  (მომიტევეთ, სხვაგვარად რომ ვთქვა:  სულ ცალ…….. 🙂 ან ცივი წყალი დალიონ და ა.შ.  ვიცი, ”არ შემეფერება,” მაგრამ ვითომ რატომ?!)

    Basას თქმით მარაზმატიკული ფორმების მაგალითები:

  1.       უარყვია – უარუყვია
  2. ვარგივარ მე – ვარგვარ მე
  3. ვარგიხარ შენ – ვარგახარ შენ
  4. ვარგა ის
  5. ვარგიან ისინი – ვარგან ისინი

     აბტ.მარგალიტი:  (”შუშანიკის წამება”, სამკაულების ეპიზოდი)   შუშანიკს ერთი სული აქვს როდის მისცემს, მაგრამ ხუცესმა არ მიაცემინა, თვითონ ვარსქენმა მოითხოვა და მისცა ხუცესმა,ისიც კი თქვა სხვაც მოიხმარს ამასო.(აბტ.-ის სტილი დაცულია)

3 Comments

Filed under მშობლიური ენა

3 responses to “უცნაური,მაგრამ სწორი ფორმები

  1. salome

    ძალიან მომწონს თქვენი “აკვიატება” , დიდი ხანია ვეძებ “საიტს” , სადაც შევძლებდი ქართულის თავიდან სწავლას , მგონი ვიპოვე და ამით ბედნიერი ვარ 🙂

  2. Dato chkhaidze

    “რაც შეეხება ჩემს ახალ ”აკვიატებას,” შეძლებისდაგვარად დავიცვა მშობლიური ენა ”დაბინძურებისაგან”.
    გამარჯობა!
    “შეძლებისდაგვარად” თუ “შეძლებისგვარად”.
    /თქვენთან დამეგობრების მსურველი/

    • გამარჯობა, ახლა ვნახე თქვენი შეკითხვა(ქალაქში არ ვიყავი). სწორი ფორმაა
      შეძლებისდაგვარად 🙂

დატოვე კომენტარი