Monthly Archives: სექტემბერი 2009

მასტერ კლასები ფარულავასთვის

         რასაც წაიკითხავთ N2-ის  ახალი ამბავი არ გეგონოთ!  😦

გუშინ, 8საათიან  ” ქრონიკაში”, ქეთევან (ქეთი) დოლიძემ განაცხადა,რომ რუსთაველის თეატრში სპექტაკლ  ”ჰენრი Y-ის” სანახავად გვიწვევდა კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური დასი: ” სცენაზე ჩვენ ვიხილავთ  არაპროფესიონალ, მოყვარულ მსახიობებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც თეატრის სიყვარულმა გააერთანათ და ჩემმა მეგობარმა (  ქეთი დოლიძისაა მთელი თეატრალური სამყარო, როგორც ზურიკელა ვაშალომიძისა და მერისი იყო მთელი გურია) ჩამოიყვანა ეს დასი ჩვენთან”.

 შემდეგ იყო ჩვენი ” ვარსკვლავის”, ია ფარულავას, განცხადება : ” ასეთი დონის თეატრალური დასის ჩამოსვლა თბილისში ყველასათვის ზეიმია, რადგან ეს არის ”მასტერ კლასები”  ქართველი მსახიობებისათვის ”. ვერაფერს იტყვი, ”პროფესიონალს” ოცნება აუხდა!

  სულ ეს იყო რაც მინდოდა  მეთქვა!   😦

Advertisements

6 Comments

Filed under შთაბეჭდილება

”მარგალიტები”

                                     

დამთავრდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, აბიტურიენტთა 80-85%  სტუდენტი გახდა. ვინ დარჩნენ ისევ აბიტურიენტებად? ალბათ, ამ მარგალიტების ავტორები:

  1. ყველას თუ არა უმრავლესობას, ალბათ, გახსოვთ ” გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” ჯავახეთის კრების ეპიზოდი. ერთ-ერთ ვარიანტში სწორედ ამ ეპიზოდიდან იყო შეკითხვები ( გრიგოლისა და ეფრემის საუბარი); ა) განმარტეთ, რა მიზნით მოიშველია ეფრემმა არგუმენტი: ”ვერ ეგების ძმათა ჩემთა ეპისკოპოსთა ცილობაი…” აბიტურიენტთა 10% წერდა: ”ეფრემმა არსენს ცოლობაზე უარი უთხრა”.

        ბ) განმარტეთ, რა იგულისხმება გადატანითი მნიშვნელობით ეფრემის სიტყვებში: ”არა ვარ… არსენის ცხოვარი და არცა იგი – ჩემი მწყემსი”.  პასუხი ასეთი იყო: ”მე და არსენი  და-ძმა არა ვართო”.

2.      დავით გურამიშვილის ”დავითიანი”:   ”……  მიველ და მაშიგ უკუვსძვერ, ვმადლობდი მხოლოდშობილსა”(სტროფი მთლიანად იყო მოცემული). კითხვა: დაასახელეთ, ვის უხდიდა მადლობას ავტორი? პასუხი – საყვარელ დედიკოს.

  1.  ერთ-ერთ ვარიანტში წერით დავალებად მოცემული იყო ნაწყვეტი პაოლო იაშვილის     მოთხრობიდან ” ფერადი ბუშტები (სანტიმენტალური ამბავი)”.  მარგალიტი – ”ავტორმა აღწერა იმდროინდელი მათხოვრების ეხლანდელი  მდგომარეობა”. 
  2. გალაკტიონის ”მერი” – ”ავტორი  მერიში გულისხმობს ბედკრულ საქართველოს”.
  3. გურამ დოჩანაშვილის ” სამოსელი პირველი” –  ” ავტორმა საოპერაციო მაგიდაზე მოათავსა მრავალჭირგადატანილი საქართველო და მძაფრი ფერებით ოპერაციის მთელი მსვლელობა აგვიწერა”.   ”ავტორმა ნაწარმოების პროლოგში პერსონაჟის ეპილოგი დაგვიხატა”. 
  4. გრიგოლ რობაქიძის ” ჩაკლული სული” –  ”სპილბერგის უჟასებიც კი ანგელოზებად მოგეჩვენებათ სტალინთან შედარებით”.

ეს მხოლოდ ნაწილია ”მარგალიტების” .

   ახლა მინდა შემოგთავაზოთ გონებაგახსნილი, მაგრამ უპასუხისმგებლო აბიტურიენტის შედევრი ე.წ. ფუნქციურ წერაში. მან ვერ დააკმაყოფილა ვერც  ერთი კრიტერიუმი, რომლითაც უნდა შეფასებულიყო და ამ ნაშრომში მიიღო 0 ქულა:   

                            ” ბავშვთა დაცვის ფონდ ”ჩინგიზ ყაენის პირად გვარდიას”                     ჩვენი მიმართვა

   ვაპირებთ გავაკეთოთ, დავასუფთაოთ, მივალაგოთ და  მოვალაგოთ ჩვენი სკოლა. არ გთხოვთ ფრიად ღრმააზროვან დიდაქტიკას მოსახმარებლად, მაგრამ თუ დაგვეხმარებით და, ცოცხებს გვათხოვებთ კარგს იზამთ.იმიტომ, რომ შიშველი ხელებით ცოტა გვიჭირს მოხვეტვა.გარდა ამისა, ეგზომ ფუმფულა მამრი, ბენდუქიძედ წოდებული, შვილად მომიხსენიებს და ძალმიძს ბავშვთა დაცვის ფონდიდან პარმლამენტში გიჩალიჩოთ რამე.

    გაჩალიჩება – არს ესევითარი მსგავსებაჲ საქმისა, დაღაცათუ უკუეთესი რადგან ხვალ გივიას. ბაბუის ორმოცია, მაშ ზეგ დავიწყოთ შრომა-საქმიანობა და თუ ბლომდე ვიქნებით, იქნება და ქე წამიკრათ ხელი რაცხა პაწიაზე, ყანა მაქ სათოხნი, იმიტომ,რომ მერე უნივერსიტეტში მეჩქარება, ლექციებს ვკითხულობ თემაზე: ” პოსტგნოსეოლოგიური ჭრილი  დიდაქტიკურ წნეხთან მიმართებით განიცდის თუ არა ზემძლავრ გამოსხივებას თუკი მას დავაკომპენსირებთ ეტიმოლოგიური დიაფრაგმის პროცენტული შემადგენლობით ქრომოსომათა სუბორდინაციულ სენსორზე?

     მოკლედ მიეცით და მოგეცემათ ანუ გვიბოძეთ ცოცხები და გიბოძებთ სუფთა გარემოს

                        დავშთები სიღრმისეული კდემამოსილებით მარად თქვენი…

P.S. ერთ ქულაზე თანახმა ვარ. თქვენ?

აბიტურიენტთა სტილი ყველგან დაცულია.

17 Comments

Filed under ზოგადი

პოლკოვნიკის გზავნილი

 ორ თვეზე მეტია პოსტი არ დამიწერია, ივლისში გამოცდები იყო, აგვისტოში ავად გავხდი. ჯერ კიდევ ცუდად ვარ ( თირკმელში კენჭის გავლა გამირთულდა) , გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი პოსტი ეროვნულ გამოცდებზე მინდოდა დამეწერა, შემდეგ –  სახალისო ისტორიები უროლოგიის ცენტრიდან. ბლოგს  შევუარე და პოლკოვნიკის თხოვნა დამხვდა, ძალიან მეზარება, თან ცუდადაც მახსოვს რას ვფიქრობდი ბავშვობაში, მაგრამ შევეცდები რამე გავიხსენო:

1. ძალიან დიდხანს მეგონა, რომ ღამით საწოლთან ახლოს თუ დავდგებოდი ქვემოდან შავი ხელი გამოვიდოდა და სადღაც შემათრევდა, ამიტომ საწოლთან სკამს ვიდგამდი და ისე ვხტებოდი . 

2. შავი ვოლგის ( ძველი 21) პატრონები ბავშვების გამტაცებლები მეგონა,ამიტომ სადაც ამ მანქანას დავინახავდი ,იქიდან გავრბოდი და ვიმალებოდი.

3.ჩემი მეგობრის, ელისოს, ბაბუა  ”ვიხლაპნოი კლაპანს” გვეძახდა მე და ელისოს და ძალიან დიდხანს ეს ტერმინი  კომპლიმენტი მეგონა.

4. 5-6 წლამდე ქართულ სიტყვებს ბოლო ხმოვანს ვაცილებდი და მეგონა, რუსულად ვსაუბრობდი, თან ძალიან მიკვირდა ,რატომ არ ესმოდათ რუსის ბავშვებს ჩემი საუბარი.

7 Comments

Filed under ზოგადი