Monthly Archives: სექტემბერი 2013

სკოლა

16 სექტემბრიდან ახლ სკოლაში მივდივარ, ასე ჰქვია “ნიუტონის თავისუფალი სკოლა”.
ყველაფერი ახალი: ბავშვები, გარემო,სწავლება, ბავშვებისათვის თავისუფალად აზროვნების უფლება, კრეატიულობა.
თითქმის ყველა მოსწავლე( უფროსკლასელი აუცილებლად) გახდება ბლოგერი. ქართულის დავალებები პოსტების სახითაც ექნება დასაწერი 🙂
მოვლენების განვითარებას შეგატყობინებთ 🙂

2 Comments

Filed under ზოგადი

10 სექტემბერი

ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა, ჩემთვის უბედნიერესი. 29 წლის წინ დილის ათის ნახევარზე გაჩანდა საბა, დარწმუნებული ვიყავი, მთელი სამყარო გახარებული იყო 🙂
ხშირად ვხალისობ იმდღევანდელი შეგრძნებები რომ მახსენდება. სამშობიარო ბლოკში ლიფტით ავყავდი, ახლობლები დერეფნის ბოლოში იდგნენ და კარი რომ იკეტებეოდა, რატომღაც იური გაგარინი გამახსენდა, კოსმოსში გაფრენის წინ ხელს რომ იქნევს და ზუსტად ისე დავუქნიე ჩემებს ხელი 🙂 ბლოკში ასული გაოცებული ვუყურებდი “მყვირალა” ქალებს, ვფიქრობდი -შვილის გაჩენას ასე კივილით რატომ ხვდებიან, ნუთუ მოთმენა არ შეუძლიათ-მეთქი. ყველა შოკოლადს ითხოვდა, სულაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით მოტანა ვთხოვე ჩემებს…:)
მაშინ ტოლმებივით შეხვეული ახალშობილები ცალკე ოთახში ჰყავდათ, დედებისაგან მოშორებით 🙂 თითოეული ქალი ტირილით ცნობდა შვილს, დედობრივი ინსტიქტი გაასმაგებული გვქონდა 🙂 პატარა 6-7 საათის შემდეგ მომიყვანეს და ყველაფერი დავუთვალიერე – თავი, ცხვირი, თვალი, ფეხუკები, ხელუკები… შეგრძნება მქონდა, ჩემისთანა ლამაზი და ჭკვიანი შვილი ქვეყნად არავის ჰყავდა.ყველას მის შესახებ ველაპარაკებოდი,მწყინდა თუ სხვა თემაზე გადაიტანდნენ საუბარს 🙂
საბა, ძალიან მიყვარხარ!

3 Comments

Filed under ზოგადი