მძიმე

ხშირად მსმენია:”არ მიყვარს სასვენი ნიშნები!” ვერ გეტყვით,რომ დღედაღამ მათზე ვფიქრობ, მათი სიყვარულით ვცოცხლობ-მეთქი, მაგრამ ის ვიცი, რომ პუნქტუაცია სასვენი ნიშნების დასმის წესის გარკვეული სისტემაა, რომელიც გამოიყენება არა იმის მიხედვით,თუ როგორ გვსურს ჩვენ, არამედ იმის მიხედვით, თუ რა შემთხვევაში რა წესის მიხედვით რა სასვენი ნიშანი უნდა დაისვას.
წერის დროს მართლწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სასვენი ნიშნების სწორად დასმაა. სასვენი ნიშნები უნდა დაისვას ტექსტის წერის პროცესში და არა დაწერის შემდეგ (პრაქტიკაში ასეთი შემთხვევებიც შემხვედრია).
პუნქტუაცია,მეტადრე -მძიმის ხმარება, უმრავლესობისათვის აქილევსის ქუსლადაა ქცეული. სასვენ ნიშნებში ეს ნიშანი ყველაზე მეტად ამართლებს თავის სახელს,მართლაც, მძიმე შემთხვევებთნ გვაქვს ხოლმე საქმე და მძიმის არასწორად გამოყენება ხშირად მძიმედ უჯდებათ(განსაკუთრებით გამოცდაზე🙂 ). წინადადებაში მძიმის გამოყენება მრავალფეროვანია, ეს კი იწვევს მრავალი სახის შეცდომას. მათგან გამოვყოფთ რამდენიმეს:
მძიმის არდასმა:
ა) მთვარსა და დამოკიდებულ წინადადებებს შორის:
შენთან დავრჩები რადგან სახლში მარტო ყოფნა არ მინდა.
შენთან დავრჩები, რადგან სახლში მარტო ყოფნა არ მინდა.

)რთულ თანწყობილ წინადადებაში შემავალ წინადადებებს შორის, როცა მაჯგუფებელი და კავშირი არ არის გამოყენებული:ქარი ჩადგა ნისლი გაქრა.
ქარი ჩადგა, ნისლი გაქრა.
გ) შერწყმულ წინადადებაში ერთგვარი წევრების გამოსაყოფად,როცა არ არის მაჯგუფებელი კავშირი: და, ან, თუ…ბნელი, თბილი წყნარი ღმე იყო.ბნელი, თბილი, წყნარი ღმე იყო.
მძიმის დასმა:
ა)მხოლოდ ერთი მძიმის დასმა ორივე მხრით მძიმეებით გამოსაყოფ სიტყვასთან:
ის სწრაფად, მოხერხებულად გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს.
ის სწრაფად, მოხერხებულად, გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს.
ბ) მაქვემდებარებელი კავშირებისა და საკავშირებელი სიტყვების(ვინც,რაც,რომ,რომელიც..)წინ, როცა ეს კავშირი და საკავშირებელი სიტყვები დამოუკიდებელი წინადადების შუაშია.
დედა, როცა მოვიდა, გაკვეთილები ნასწავლი მქონდა.
დედა როცა მოვიდა, გაკვეთილები ნასწავლი მქონდა.
უმეტესად, შეცდომას ვუშვებთ რომ კავშირთან დაკავშირებით. აუცილებელია, გვახსოვდეს:
ა) რომ კავშირის წინ მძიმე მაშინ დაისმის, როცა ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას.
მე შევამჩნიე, რომ ის ცდილობდა ტკივილის დაფარვას.
ბებიამ ურჩია შვილიშვილს, რომ წაეკითხა ”სიბრძნე სიცრუისა”.

ბ) რომ კავშირის წინ მძიმე არ დაისმის,თუ ის არ იწყებს დამოკიდებულ წინადადებას.
ქეთი რომ შეყვარებული იყო, ადვილად მიხვდებოდით.

სოფი, გგონია, გამოადგებათ ან გამოიყენებენ?

24 Comments

Filed under მშობლიური ენა

24 responses to “მძიმე

  1. დიდი მადლობა!!!
    მგონია კი არა, მჯერა, რომ გამოადგებათ და გამოიყენებენ კიდეც🙂

  2. მე გამომადგა! სამსახურში მთელი ომი გვქონა ან კავშირთან დაკავშირებით, კერძოდ კი, ვერ შევთანხმდით უნდა დაგვესვა წინ მძიმე თუ არა. ხოდა, ვინც არ მიჯერებდა აქვე გადმოვამისამართებ სრულიად მშვიდად!

    • ან(მაცალკევებელი) კავშირს რაც შეეხება, თუ წინადადებაში ერთხელ არის ნახმარი,ერთგვარ წევრებს შორის მძიმე არ დაისმის: იყიდე ვაშლი ან ბანანი. თუ მაკავშირებელი სიტყვა მეორდება, მის წინ მძიმე დაისმის: იყიდე ან ვაშლი, ან ბანანი.

  3. გამოგვადგება რომელია! არაჩვეულებრივი ბლოგი… სად ვიყავი აქამდე?

  4. ხო, მძიმეები მართლაც ჩემი სუსტი წერტილია. ეგ წესები ყველა ვიცი, მაგრამ მაინც მეშლება. ისე, ამბობენ, ვისაც კარგი სმენა აქვს, ის წესების გარეშეც მშვენივრად სვამს სასვენ ნიშნებსო. ვისაც სმენა არ აქვს, არც წესები შველისო. აბა, აქ რამდენი შეცდომა დავუშვი?

    • -2 🙂 იქნებ თავად იპოვო?

      • მგონი ესენია:
        ის, წესების გარეშეც მშვენივრად სვამს სასვენ ნიშნებსო.
        აბა, აქ, რამდენი შეცდომა დავუშვი?🙂

        • 🙂 ახალი -2 🙂 ხო, მძიმეები, მართლაც, ჩემი სუსტი წერტილია. მართლაც ამ შემთხვევაში დანართია. (დანართი წინადადების რომელიმე წევრის შესახებ დამატებითი ცნობის შემცველი სიტყვაა). დანართი კი წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით(როცა შუაშია),მძიმით(როცა თავში ან ბოლოშია).
          ხო, მძიმეები, მართლაც, ჩემი სუსტი წერტილია.
          მართლაც, ჩემი სუსტი წერტილია მძიმეები.
          ხო, მძიმეები ჩემი სუსტი წერტილია, მართლაც.

          • შესწორებისთვის დიდი მადლობა. გავითვალისწიბებ. :))
            P.S. რა მოკლე წინადადებიები დავწერე?! შემეშინდა – კიდევ რამე არ შემეშალოს-თქო. :):D

    • კარგად გიწერია ყოლიფერი🙂

  5. sul msayveduroben imaze rom ucnauri qratulit vcer da tanac sasveni nishnebbic maklia xolme : )))
    axla kargad davakvirdi da aqedan sul ert shemtxvevashi meshleba xolme😀 danarchens vasruleb da ragas merchian?😀

  6. ჩემთვის ქართული ენა არის საკრალური, რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს. როგორც კარგად მომზადებული საჭმელი სიამოვნებს ადამიანს (მშია!!!), ისე მსიამოვნებს, როცა ტექსტში სასვენი ნიშნები თავის ადგილზეა🙂

  7. დიდი მადლობა პოსტისთვის🙂

  8. ჩემს თავს სულ მიმართვის წინ მძიმის დაწერაზე ვეჩხუბები😀

  9. mari-abizana

    gaixare azrze movedi sul magaze makldeboda nishani

  10. მე თუ მკითხავთ, მძიმეების დასმის საკითხის დაზეპირება სისულელეა… ამის წამალი ბევრი კითხვაა : )
    ჰაჰ, იმედია ბევრი შეიგნებს, რომ ყოველი რომ-ის წინ მძიმე არ დაისმის -_- სულ ნერვები მეშლებოდა.

  11. Claudia

    თქვენი აზრით რომელია სწორი? პატივი მაქვს მოგიწვიოთ პრეზენტაციაზე თუ პატივი მაქვს, მოგიწვიოთ პრეზენტაციაზე ? უნდა მძიმე თუ არა ? თუ უნდა როგორ ახსნით?

    • ჩემი აზრით, სწორია- პატივი მაქვს, მოგიწვიოთ პრეზენტაციაზე… 🙂

  12. Ana

    საშინლად მინდა მძიმის ხმარება სისწავლო, მაგრამ მაინც ვერ გავიგე :ხ

  13. ვა, ძალიან კარგი პოსტია, წავაწყდი შემთხვევით

  14. Tini

    არ შეიძლება, შეიქმნას გრამატიკის სრული ონლაინ სახელმძღვანელო ქართული ენისთვის? ბევრი ისარგებლებს, ასე მგონია, და წაგვადგებოდა საქმეში.

    • მალე გამოვა “ქართული ენა ზარმაცებისათვის” 🙂 “სიესტა” ბეჭდავს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s