ტრენინგი

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ტრენინგი

გიწვევთ ქართული ენისა და ლიტერატურის ტრენინგზე

https://www.tsu.ge/ge/government/administration/departments/lll/courses/v2om_prhiw2ghtb8o/51tfqvsg3jtsmf9on//?fbclid=IwAR1qAyTxIS3ayPzUQaFQQDMihfqbwjlvE8FTsYXDvlhwuJQAoCd7ZkKtBeU

დატოვე კომენტარი

Filed under განათლება

ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

არც ისე დიდი დრო დარჩა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებამდე და   გთავაზობთ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში(I-VI და   VII-XII კლასები) . კურსი ინტერაქტიური ხასიათისაა და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ თემატურ საკითხებს; კურსის ფარგლებში: თქვენ გაეცნობით გამოცდის სტრუქტურასა და მიზნობრივ თავისებურებებს; საფუძვლიანად გაივლით პროგრამით გათვალისწინებულ ყველა საკითხს; მეცადინეობა წარიმართება პრაქტიკული სამუშაოებით, ტესტების განხილვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით; ჩაგიტარდებათ ტესტი გამოცდისათვის მზაობის) შესამოწმებლად;

უზრუნველყოფილნი იქნებით სასწავლო მასალით, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მასალას და გამოყენებული იქნება ტრენინგკურსის დროს; კურსის დასრულების შემდეგ შევაფასებთ თქვენს ცოდნას იმიტირებული გამოცდით.

მსურველები დაგვიკავშირდით :

https://www.facebook.com/treningiyvelastvis/

treningiyvelastvis@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 577 348065

გისურვებთ წარმატებებს

დატოვე კომენტარი

Filed under განათლება, ზოგადი

სკოლა და კორონა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო  და კერძო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შესთავაზა დისტანციურ სასწავლო პროცესზე გასავლა.

რა გამოწვევების წინაშე დადგნენ მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია აღვნიშნით, რომ, მიუხედავდ იმისა, რომ მასწავლებელთა  უმრავლესობისათვის უცხო არ არის  ტექნოლოგიებით სწავლება,  მაინც ძალიან რთულია სპონტანურად მთლიანად ონლაინსწავლებაზე გადასვლა. ამის ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი მიზეზი კი ისაა, რომ  ბავშვებისა და მასწავლებელების დიდ ნაწილს  არ აქვს  ინტერნეტთან წვდომა, ზოგიერთს  კომპიუტერიც კი არა აქვს სახლში. გაჩნდა უამრავი კითხვა, რომლებზეც კონკრეტული და ყველასთვის მისაღები პასუხები არ არსებობს.

იმედია არ მიწყენთ  და არ გაბრაზდებით, მაგრამ რასაც ვუყურებ და მესმის, ცოტა არაადეკვატური მგონია ჩვენი საქციელი. შეიძლება ვცდები , თუმცა  შთაბეჭდილება მრჩება, რომ კრედიტებისთვის „რბოლა“  ახლა ვიდეოგაკვეთილებმა და ე.წ. live რეჟიმმა ჩაანაცვლა.

უამრავი მოსაზრება იქნება ამ საკითხებთან დაკავშირებით,ზოგი ყველასთვის მისაღები, ზოგი – ნაწილისათვის, ზოგი კი საერთოდ მიუღებელი.  ძალიან ბევრი პოსტი, კომენტარი იწერება ამის შესახებ და ცოტა არ იყოს გამაკვირვა, ზოგიერთი სკოლის//კოლეგის  გადაწყვეტილებამ –  გაკვეთილები ტარდება ცხრილის მიხედვით, ეს გაკვეთილები არის  40- წუთიანი და  ბავშვებს გაკვეთილებს შორის აქვთ შესვენებებიც 5 ან 10 წთ….

ჩემთვის მიუღებელია ასეთი მიდგომა…   მნიშვნელოვანია,  თითოეულმა სკოლამ გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინდივიდუალური მდგომარეობა ელექტრონულ მოწყობილობებსა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის კუთხით. სამინისტრო მასწავლებლებს  მოუწოდებს, მოსწავლის ოჯახის ინდივიდუალური კონტექსტიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეურჩიოს კლასგარეშე საკითხავი მასალა, “ამას სამინისტრო გვირჩევს.

ქვემოთ გთავაზობთ ერთ-ერთი მშობლის, რომელიც ამავე დროს მასწავლებელიცაა, კითხვებს:

“ როგორც მშობელს მაინტერესებს 5 ან 6 საგანი დღეში როგორ უნდა ჩაუტარდეს ბავშვს კომპიუტერთან ჯდომით? ან თვალები ან თავის ტკივილი ან ხერხემლის გამრუდება? კი რაღაც საგანი კვირაში ორჯერაა,მაგრამ ქართული და მათემატიკა როგორ იქნება? ან ოჯახში როცა 2 და მეტი ბავშვია რა უნდა ქნან? ეს განრიგი როგორ უნდა გააკონტროლონ მასწავლებლებმა? დღის მანძილზე როგორ უნდა გადაინაწილონ თუ ყველას ერთ დროს დილას მოუნდა ლაივის ჩართვა?

რა შეიძლება ვუპასუხოთ?

მასწავლებლებს გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუმცა თქვენი გადასაწყვეტია, გაითვალისწინეთ თუ არა 😊

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დღეს ჩვენს ქვეყანაში მოქმედი დისტანციური სწავლება ვერ იქნება სტანდარტული სწავლების გამეორება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ეს სწავლების სხვა ფორმას მოითხოვს.კერძოდ,

  1. არ ჩაატაროთ გაკვეთილები ცხრილის მიხედვით;
  2. გაკვეთილი შეიძლება იყოს 15-წუთიანიც , 40- წუთიანის და 1-საათიანიც (შეილება უფრო ხანგრძლივიც), გააჩნია მოსწავლეთა ასაკს, მასალას და განწყობას.
  3. დასწრებას არ აღრიცხავთ;
  4. ნიშნებს არ წერთ; ჰო, არც შემაჯამებელ წერებს 😊
  5. აუცილებელი არ არის დაიცვათ გეგმის ქრონოლოგია, ანუ მიჰყვეთ იმ თემებს, რომლებიც ქრონოლოგიურად გქონდათ გეგმებში, რადგან ვიდეოკონფერენციის საშუალებით რთული იქნება ბევრი თემის სწავლება(გამოუცდელობის გამო);
  6. ონლაინსწავლება მხოლოდ პრეზენტაციებისა და ვიდეორგოლების გადაგზავნას არ გულისხმობს;
  7. მიზანი უნდა იყოს უნარების განვითარება და არა კონკრეტული მასალის ათვისება;
  8. შესთავაზეთ ისეთი დავალებები, რომლებზეც მოსწავლეები ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად მუშაობას უფრო მეტად შეძლებენ (ეს ითხოვს შინაარსის, თემებისა და მიზნების მოდიფიცირებას);
  9. მოერიდეთ ბევრ ე.წ. live რეჟიმს, რადგან შეუძლებელია იმავე ცხრილით მუშაობა.

ძალიან კარგად მუშაობს და გირჩევთ classroom-სა და zoom -ს, ამას ვიყენებ მეთორმეტე კლასელებთან. ყოველდღიურად ვუგზავნი დავალებებს, ვმუშაობთ ე.წ. შებრუნებული საკლასო ოთახის პრინციპით,  კვირაში ერთხელ ან ორჯერ კი განვიხილავთ ერთად.

რა არის შებრუნებული საკლასო ოთახი?

შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდით სწავლების პროცესი კლასიდან გადადის  მოსწავლის სახლში. მასწავლებელი კი ეხმარება მოსწავლეებს  სასწავლო მიზნების მიღწევაში, ანუ მასწავლებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს.

 მოსწავლეს  ელექტრონულად ეგზავნება ახალი მასალა, ტექსტები, ვიდეოგაკვეთილები და ვიდეორგოლები, სწორედ მათი მეშვეობით დამოუკიდებლად ეცნობა ახლა მასალას.საკლასო ოთახი ხდება სახლი, ბავშვს როცა უნდა და როგორც უნდა მაშინ მოუსმენს და ნახავს ვიდეოგაკვეთილსა თუ ვიდეორგოლს წამოწოლილი ან  ყავითა და ნამცხვრით  ხელში , მთავარია, კომფორტულად იგრძნოს თავი 😊  (რა თქმა უნდა , წინასწარ შეთანხმებულნი უნდა იყოთ  დროზე, როცა ერთად განიხილავთ მათთვის გადაგზავნილ მასალასა და დავალებას)

შემდეგ ე.წ. live გაკვეთილზე, მასწავლებელი  გააკონტროლებს  თუ ვინ წაიკითხა ტექსტი, ნახა ვიდეოგაკვეთილი, ვინ რა ნაწილი გაიგო, ვის სად და რა  გაუჭირდა. ასეთი გამოკითხვა ნამდვილად არ გამოიწვევს ქაოსსა და ხმაურს , რადგან Zoom-ი აძლევს მასწავლებელს იმის საშუალებას , რომ მხოლოდ იმ მოსწავლეს მოუსმინონ, რომელთანაც//რომელსაც კითხვები აქვს. live გაკვეთილზე მიღებული შედეგის შემდეგ მასწავლებელს შეუძლია ახალი მასალის გაგების მიხედვით სხვადასხვა ჯგუფებად გადაანაწილოს მოსწავლეები და ინდივიდუალურად იმუშაოს მასთან// მათთან .

ჩვენ უნდა „შევაბრუნოთ“ არა რამდენიმე გაკვეთილი,  არამედ ბავშვებთან  ერთად უნდა დავიწყოთ  საგნის ახლებურად სწავლება. მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის  გაერთიანების გარეშე არაფერი გამოგვივა, რადგან არა მხოლოდ ბავშვები, არამედ ჩვენც არ ვარ  მზად ბოლომდე სწავლების ონლინრეჟიმზე გადავიდეთ.

კორონამ „შეგვიბრუნა“ ცხოვრება, ჩვენ კი  საკლასო ოთახი შევაბრუნოთ  😊   

P.S. ჰო, არ დაგვავიწყდეს და გავითვალისწინოთ, რომ  ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენი ჩატიდან „გამოგდება“   😊

 

დატოვე კომენტარი

Filed under მოსაზრება

დაბრუნება (სავარაუდო)

ძალიან დიდი ხანია, პოსტი არ გამომიქვეყნებია. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს – უდროობა, ფბ-ით ჩანაცვლება, სიზარმაცე … ყველა ერთად და ცალ-ცალკეც   🙂  მოკლედ, გადავწყვიტე, ისევ აქტიურად ვწერო პოსტები, რამდენად მოვახერხებ, დრო მიჩვენებს  🙂

შეხვედრამდე!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ჩემები

1 წელი13327473_1134819666540051_2749045791519024987_n

1 კომენტარი

Filed under ზოგადი

ბედნიერება უკვე ვიპოვეთ :)

ბედნიერებაა, როცა ასეთი სკოლა არსებობს…

ბედნიერებაა, როცა სკოლა ასე უყვართ…

ბედნიერებაა, როცა ასეთი მომავალი თაობა გვყავს…

ბედნიერებაა, როცა ამათ უყურებ და მომავლის აღარ გეშინია…

ბედნიერებაა, როცა კურსდამთავრებული  სკოლაში ვერ ამოდის, რადგან მონატრების ცრემლები ახრჩობს …

ბედნიერებაა, როცა მადლიერებით სავსე თვალებს ხედავ…

ბედნიერებაა, როცა ასე გენდობიან და სჯერათ შენი…

ბედნიერებაა, როცა ასე ენდობი და გჯერა მათი…

ბედნიერებაა, როცა ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ იკამთოთ…

ბედმიერებაა, როცა ასეთი თავისუფალი თაობა მოდის…

კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

ჩვენ, ნიუტონელები, ყველასგან გამორჩეულები!

 

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი, ფიქრები

დიდობა

დღეს ბოლო ზარი ჰქონდათ, ბევრი  რამის თქმა მინდოდა მათთვის, მინდოდა  მესურვა წარმატება,მინდოდა დამელოცა,  მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენზე  უკეთესი მასწავლებელი მათი ცხოვრებაა, რომ … მაგრამ დარბაზს რომ გადავხედე  და ამდენი ანთებული თვალი და  ბედნიერ სახე დავინახე,  უცებ სულ დამავიწყდ, რის თქმას ვაპირებდი, ცრემლები მახრჩობდა, სიტყვებს ვეღარ მოვუყარე თავი… მიხაროდა მათი დანახვა და მწყინდა, რომ გვტოვებდნენ, უამრავი რამ გამახსენდა და ყველაფერი დამავიწყდა.  დღეს მათთვის ბავშვობის  ბოლო  და დიდობის  პირველი ზარი ერთდროულად დაირეკა, ახლა  მათთვის  ყველა კარი ღიაა! დარწმუნებული ვარ, ზუსტად იციან რომელ კარში უნდა შეადგან ფეხი, რადგან ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ ვასწავლეთ!!!

მიყვარხართ, მე მჯერა თქვენი!

 

 

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ბოლო ზარი

11017669_934124643276555_7094102797000225535_n

გუშინ ჩვენმა სკოლამ პირველი კურსადამთავრებულნი გააცილა, იყო სიცილი, ბედნიერი სახეები, ცრემლი…

„ბოლო ზარი“ – უკვე წლებია, რაც სკოლის დამთავრების სინონიმად იქცა, თუმცა, მართალი გითხრათ, სულაც არ მომწონს ეს გამოთქმა…

წესით უნდა დაგმოძღვროთ – აბა, თქვენ იცით, თქვენ წინაშე იშლება ცხოვრების ფართო ჰორიზონტი და აბა, ჰე და აბა, ჰოო… მაგრამ, სწორედ ამ ბოლო ზარმა მოახდინა ჩემს ვირტუალში წარსულში კატაპულტირება და ზუსტად თქვენხელა გამხადა და ასე მგონია, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ!!!

ახდენილიყოს თქვენი ფიქრი, შეგექმნათ, გეპოვოთ, აგეშენებინოთ, დაგემშვენებინოთ- პირველ რიგში საკუთარი თავი, რადგან ყველაზე ძნელად საპოვნელიც და შესაქმნელიც სწორედ საკუთარი თავია!!!
ერთი რამ ნამდვილად ზუსტად ვიცი, რაც მე გასწავლეთ, იმაზე უკეთესი მასწავლებელი თქვენი ცხოვრებაა, თავისი აღმართით და დაღმართით. ჰოდა, მეც წარმატებულ ზეაღსვლა-ჩადაღმართებას გისურვებთ!
ახლა რომ გიყურებთ, იმ პატარა ნავებს ჰგავხართ, გაშლილ ზღვაში რომ უნდა შეცურონ, ზურგის ქარი მისურვებია თქვენთვის, ეცადეთ, არასდროს აღმოჩნდეთ “ბორტს” მიღმა,ხოლო თუ ასეთი შეგხვდათ, უბრალოდ, ხელი გაუწოდეთ!!!
ნათქვამია, როცა თქვენ წინ კარი იხურება, სადღაც სარკმელი იღებაო! ახლა თქვენთვის ბავშვობის კარი დაიხურა, მაგრამ დანარჩენი ყველა კარი ღიაა, უბრალოდ, დაფიქრდით, რომელ კარში შეადგათ ფეხი!!!
ჩემი ვირტუალური კატაპულტირება თქვენს ასაკში ჯერ არ დასრულებულა, იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? ერთი ქართული ფილმის გმირისა არ იყოს, „მე ამისგან გავაკეთებ!“ – ეს ჩემს წარმოსახვაში ხდება, თქვენ კი ვიცი, რომ “რეალში” გააკეთებთ და იმაზე უკეთ, ვიდრე მე მგონია!!!
ჩემს მეხსირებას კი იმაზე დიდხანს დარჩებით, ვიდრე ხსოვნას ჰგონია, თქვენი მოგონებები კი თუ მხოლოდ სამასწავლებლო კათედრასთან კი არა, თქვენი გულის კუნჭულში მიმიჩენენ ადგილს, ე.ი. ჩემი მისია პირნათლად შემისრულებია!!!
წინ მომავლისაკენ!
მიყვარხართ!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი