ბოლო ზარი

11017669_934124643276555_7094102797000225535_n

გუშინ ჩვენმა სკოლამ პირველი კურსადამთავრებულნი გააცილა, იყო სიცილი, ბედნიერი სახეები, ცრემლი…

„ბოლო ზარი“ – უკვე წლებია, რაც სკოლის დამთავრების სინონიმად იქცა, თუმცა, მართალი გითხრათ, სულაც არ მომწონს ეს გამოთქმა…

წესით უნდა დაგმოძღვროთ – აბა, თქვენ იცით, თქვენ წინაშე იშლება ცხოვრების ფართო ჰორიზონტი და აბა, ჰე და აბა, ჰოო… მაგრამ, სწორედ ამ ბოლო ზარმა მოახდინა ჩემს ვირტუალში წარსულში კატაპულტირება და ზუსტად თქვენხელა გამხადა და ასე მგონია, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ!!!

ახდენილიყოს თქვენი ფიქრი, შეგექმნათ, გეპოვოთ, აგეშენებინოთ, დაგემშვენებინოთ- პირველ რიგში საკუთარი თავი, რადგან ყველაზე ძნელად საპოვნელიც და შესაქმნელიც სწორედ საკუთარი თავია!!!
ერთი რამ ნამდვილად ზუსტად ვიცი, რაც მე გასწავლეთ, იმაზე უკეთესი მასწავლებელი თქვენი ცხოვრებაა, თავისი აღმართით და დაღმართით. ჰოდა, მეც წარმატებულ ზეაღსვლა-ჩადაღმართებას გისურვებთ!
ახლა რომ გიყურებთ, იმ პატარა ნავებს ჰგავხართ, გაშლილ ზღვაში რომ უნდა შეცურონ, ზურგის ქარი მისურვებია თქვენთვის, ეცადეთ, არასდროს აღმოჩნდეთ “ბორტს” მიღმა,ხოლო თუ ასეთი შეგხვდათ, უბრალოდ, ხელი გაუწოდეთ!!!
ნათქვამია, როცა თქვენ წინ კარი იხურება, სადღაც სარკმელი იღებაო! ახლა თქვენთვის ბავშვობის კარი დაიხურა, მაგრამ დანარჩენი ყველა კარი ღიაა, უბრალოდ, დაფიქრდით, რომელ კარში შეადგათ ფეხი!!!
ჩემი ვირტუალური კატაპულტირება თქვენს ასაკში ჯერ არ დასრულებულა, იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? ერთი ქართული ფილმის გმირისა არ იყოს, „მე ამისგან გავაკეთებ!“ – ეს ჩემს წარმოსახვაში ხდება, თქვენ კი ვიცი, რომ “რეალში” გააკეთებთ და იმაზე უკეთ, ვიდრე მე მგონია!!!
ჩემს მეხსირებას კი იმაზე დიდხანს დარჩებით, ვიდრე ხსოვნას ჰგონია, თქვენი მოგონებები კი თუ მხოლოდ სამასწავლებლო კათედრასთან კი არა, თქვენი გულის კუნჭულში მიმიჩენენ ადგილს, ე.ი. ჩემი მისია პირნათლად შემისრულებია!!!
წინ მომავლისაკენ!
მიყვარხართ!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s