Monthly Archives: თებერვალი 2010

დონი

დაბალი ღობე – დაბრიყვება
დავკრათ ფეხი – დაუყოვნებლივ
დათვი მჭლე, შენ მსუქანიო – დალოცვა, გასუქდი (ბავშვს ეუბნებიან)
დათვის ანგალა – დილეგი, საკანი
დაიდუღა გულმა – დაწყნარდა
დალბანდს უკრავენ და ლეკურს თამაშობენ – ძალიან მშია
დალახვროს ღმერთმა – ნუღარ იცოცხლებს, მოკვდეს
დამპალი კომშია – ვისი იმედიც არ აქვთ და კარგი ადამიანი გამოვა
დამრჩა ნივრის ნაქურჩალა – ყველაფერი დავკარგე
დამში საქმის მოყვანა – საქმის წარმატებით დასრულება
დამწვარზე მდუღარე გადამესხა – უბედურებას უბედურება მოჰყვა
დანა პირს არ უხსნის – ძალზე დამწუხრებულია; გაბრაზებულია
დანა რომ დაარტყა სისხლი არ გამოუვა – დანაღვლიანებული; შეშინებული
დანის ყელთან მიბჯენა – უკიდურესად მძიმე მდგომარეობა     დატრიალდა ჯარა – დიდი ფაციფუცი
დაუკრეფავში გადასვლა – აკრძალული რამის გაკეთება ან თქმა
დაძინებული სახლი – მოწესრიგებული, სავსე ოჯახი
დაჭერა საქმის – გაკეთება
დედ-მამა საფლავში არ დაუყენა – აგინა
დედამიწამ პირი უყო – დაიკარგა
დედა უცხონეთ – გააბედნიერეთ
დედიმისის შვილია და იზამს – ვერ გაბედავს, რასაც იმუქრება
დვრიტა მოიკიდა – წარმატება (ქონებრივი,გონებრივი)
დათვური სამსახურის გაწევა – სარგებლობის ნაცვლად ზიანის მოტანა
დედაბუდიანად მოთხრა – მოსპობა
დღის დაბნელება – სიკვდილი; გამწარება
დღის დალევა – სიკვდილი

3 Comments

Filed under მშობლიური ენა

იდიომები (ბ-გ)

          ეგებ, გული გამოვიცვალოთ და არ დავივიწყოთ იდიომები…
ბადეში გაბმა – გამოუვალ მდგომრეობაში ჩავარდნა
ბადის//მახის დაგება – განსაცდელის შექმნა
ბაი-ბურიად არ აგდებს – ყურადღებას არ აქცევს
ბალის დაკვრა -დათანხმება;დადასტურება
ბალბა არ მომიხარშო – ვერაფერს დამაკლებ
ბალის დაკვრა – დადასტურება; დათანხმება
ბალნის აშლა – გაბოროტება
ბანზე სიტყვის აგდება – პირდაპირი პასუხის თავიდან აცილება
ბანის მიცემა – დათანხმება; გამოხმაურება
ბარგი აიკრა – წავიდა
ბდღვირის ადენა – დაჩგვრა
ბედის გახსნა – გამარჯვება
ბედის სხვაზე მიგდება – სხვისი იმედით ყოფნა
ბერს ცოლს შეართვევინებს – ლაპარაკით ყველას შეაცდენს
ბეჭდის//დაღის დასმა – კვალის დამჩნევა
ბზის წონა – უფასური; მსუბუქი
ბიძაშვილები მოვიდნენ – ძილი მოერია

განკითხვის დღის დადგომა – დანაშაულზე პასუხისგების დროის დადგომა                                                                                                                           გველის წიწილა – მოღალატე                                                                                გველის ხვრელში გაძრომა – მიზნის მისაღწევად ყველა ღონის ხმარება გვერდებში გაჯდომა – შეგუება
გვერდის ავლა – უყურადღებოდ დატოვება
გზის აბალახება – უსაქმურობა, სულ სახლში ჯდომა (ყოფნა)                 გუდა- ნაბადის აკვრა – სხვაგან წასვლა
გუდას პირი მოხსნა – გაუთავებელი ლაპარაკი
გუდის მოშვება – გაუთავებელი ლაპარაკი
გულზე სისხლის მონთხევა – აღშფოთება
გულზე ხელის დაკრეფა – სიზარმაცე; უმოქმედობა
გულზე ხელის კვრა – უარის თქმა; დაწუნება
გული ერჩის – ძლიერია; გულადია
გული უკვდება – განიცდის
გული შეექმნა – მოეწონა
გულიდან ამოხდომა (რისამე) – გრძნობით წარმოთქმა
გულიდან გადავარდნა – დავიწყება
გულის ამოჯდომა – ქვითინი
გულის გაგრილება – გულის აყრა; შეძულება
გულის გადაყოლება – გართობა
გულის გადაშლა – საიდუმლოს თქმა; გულახდილობა
გულის გამოცვლა – დამოკიდებულებების შეცვლა
გულის გასწორება – შეგუება
გულის გაწვრილება – შეწუხება
გულის ვარდი – სატრფო
გულის მოლოკვა – პირფერობა
გულის მოფხანა -ჯავრის ამოყრით სიამოვნების მიღება
გულში მუშტის ცემა – სინანული
გველის წიწილა – მოღალატე
გზის აბალახება – უსაქმურობა, სულ სახლში ჯდომა (ყოფნა)

10 Comments

Filed under მშობლიური ენა

ბანის მიცემა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტებმა ერთ-ერთ დავალებაში კონტექსტის მიხედვით შესაფერისი გამოთქმა(ფრაზეოლოგიზმი// იდიომი) უნდა შეარჩიონ. უმეტეს შემთხვევაში ეს დავალება აქილევსის ქუსლად ექცათ. შევეცდები ოდნავ მაინც დავეხმარო, ამიტომ გთავაზობთ ზოგიერთი გამოთქმის განმარტებას. შევაცადე შემერჩია მხოლოდ ქართული სიტყვა-თქმანი.

აბდაუბდა-გადასკუპდა – უაზროდ ლაპარკი
აბრამის ტაბლა-სტუმართმოყვარეობა
აბრუს არ იტეხს – თავს არ ირცხვენს; გულს არ იტეხს
აბუჩად აგდება– დამცირება
აგვიშენდება ოჯახი – გავნადგურდებით, დავიღუპებით(ირონიულად) ადამის ჟამი – ძველისძველი
ადამის შვილი – ადამიანი
ადიდაში გამოსული – დაუნდობელი, გაიძვერა
ავ თვალს არ ენახვება – ძალზე ლამაზია
ავი დღის წაღება – უბედურება, მძიმე ცხოვრება; სიკვდილი
ავი ქარი აქვს ნაცემი – ავადაა; გაგიჟება
ავისა და კარგის ცოდნა – გონიერება, შეგნება
ათადან-ბაბადან – უხსოვარი დროიდან
აირია მონასტერი -არეულობა აინუნშიც არ მოსდის – არაფრად აგდებს
აინუნში მოსვლა – მოწონება
ალაიაში გატარება – სახალხოდ შერცხვენა,სახელის გატეხა
ალალმა დაუქროლა – მოულოდნელი უბედურება; თავზარი დასცა
 ალილო და ხვალეო – ამასაც მალე ვნახავთ
ალიყურის ჭმევა – სილის გაწვნა
ალმაცერად ყურება – ეჭვი
ალმურის აკვრა -გაწითლება,ალეწვა
ალღოს აღება – მიხვედრა,თავისგართმევა,
ალჩუს დაჯდომა – გამარჯვება
ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა – არეულობით სარგებლობა ანგელოზების დაფრთხობა – შეშინება,დამარცხება
ანგელოზმა ჩამოიარა – სიჩუმე დამყარდა
ანდერძის აგება – მოკვლა ანკესის გადაგდება – მოტყუება
ანწუხზე აგება – წამება
ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო – მერყეობა
აფრის აშვება – ჩხუბი
აქლემი და გალია – შეუფერებელი
აღდგომა გაუთენდა – ბედნიერება
აღდგომის კვერცხი – სასიამოვნო
აშის კვრა – პირობის დარღვევა, უარის თქმა
ახალ მთვარესავით გამოჩენა – იშვიათად
ახალი ცოცხი კარგად გვის – ახალი საქმის ხალისიანად კეთება

გაგრძელება იქნება…

2 Comments

Filed under მშობლიური ენა

კოხორიზმი?!

                                                

 ჩატარდა რესპუბლიკური სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენას და ლიტერატურაში. შთაბეჭდილება – ”დედა, რა იყო ეს?!              

XI-XII კლასები: წერითი დავალება – ტარიელი ავთანდილს უამბობს, რომ მეფე ფარსადანმა ინდოეთში ხვარაზმელი უფლისწული მოიწვია. ამას ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის თათბირი, შემდეგ კი – სასიძოს მკვლელობა მოჰყვა.( ტექსტიდან მიცემული ჰქონდათ შესაბამისი ნაწყვეტი).

იმსჯელეთ, პერსონაჟთა ქცევაში რა შეიძლება იყოს მიუღებელი თქვენი თანამედროვეებისათვის  და რატომ. თქვენი მსჯელობა დაასაბუთეთ!   

გთავაზობთ ერთ-ერთ ”შედევრს” კომენტარის გარეშე (სტილი დაცულია).

  ”ტარიელი ავთანდილს უამბობს რომ მეფე ფარსადანმა ინდოეთში ხვარაზმელი უფლის  წული მოიწვია ამას ნესტან-დარეჯნის და ტარიელის თათბირი. შემდეგ კი – სასიძოს მკვლელობა მოყვა. როდესაც. თათბირი ტარდებოდა ფარსადანმა და ამას პლუს ნესტან-დარეჯანმა წარმოთქვეს უდიდესი სიტყვები. ამ საუბარს მოყვა მხოლოდ საომარ ანუ ჩხუბი. ამ ჩხუბს მოყვა სასიძოს მკვლელობა. ტარიელმა ავთანდილს უამბო მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს.  ბრძანე! ავთანდილს რა პრობლემები გაქვს მე ის პრობლემები მაქვს რომ ნესტან-დარეჯანის ის მდებარეობა მინდა მოვისყიდო. ამაზეა ჩემი საუბარი. ამიტომ ცდილობს ტარიელი. მემინდა ვიცოდე თუ რა ხდება. ამ საუკუნეების მანძილზე ეს ფაქტია რომ საერთოდ ცხოვრება ადამიანისთვის არის დიდი წარმატება და სიხარული და დიდი ბედნიერება. მხოლოდ სამწუხაროდ სასიძო მოკლეს მხოლოდ. გარდაიცვალა საერთაშორისოდ.ასე ხვდება მინიმუმ ტარიელი ავთანდილი ბატონი მეფე ფარსადანი და ნესტან-დარეჯანი. აი ესენი არიან მონაწილები ამ კითხვის ასეთია ამ კითხვაზე ჩემი აზრი, ასე ვფიქრობ. ”

   ”გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ!” (ილია)

5 Comments

Filed under მშობლიური ენა