Monthly Archives: დეკემბერი 2009

დრეკს თუ დრეკავს

 

ქართულში არსებობს ფუძედრეკადი ზმნები,რომელთაც აწმყოს ფუძე თემის ნიშნის გარეშე ეწარმოება: დღვბს – დღვბა, ზნქს – ზნქა, კრჭს – კრჭა…, თუმცა ცოცოხალ მეტყველებაში თემისნიშნიანი ზმნების გავლენით გაჩნდა არასწორი ფორმები:დღვებავს – დღვიბავს – აუდღვებავს, ზნექავს – ზნიქავს – ამოუზნექავს, კრეჭავს – კრიჭავს-დაუკრეჭავს.

 როგორ შევამოწმოთ? შევადაროთ ზმნის ორი ფორმა: საწყისის(დღვება, ზნექა, კრეჭა, ) და წყვეტილის/რა ქნა?/ (დღვიბა,ზნიქა,კრიჭა).თუ ფუძის ხმოვანი განსხვავებულია , ე – ი, თემის ნიშანი არ არის საჭირო.                   სწორი  ფორმებია: დღვებს – დღვიბა – აუდღვებია;  ზნექს – ზნიქა – ამოუზნექია;  კრეჭს – კრიჭა – დაუკრეჭია. 

       დედა ფანჯარას წმენდს.  მიხო  ბალახს გლეჯს.  სოფო ფეხსაცმელს მალე ცვეთს.  მართა ატამს ხლეჩს. ანანო ხალხს ყვლეფს.

  

8 Comments

Filed under მშობლიური ენა