მე

ვასწავლი და ვსწავლობ, ანუ მე და ჩემი სტუდენტები, მოსწავლეები ერთმანეთს ვავსებთ. ვცდილობ ვასწავლო გონიერი ხედვა და სილამაზის დანახვა.
მიყვარს ადამიანები და სიტყვები(ყველა არა), მათ ფერებად აღვიქვამ.
მიყვარს ყველაზე უცნაური “გამომცდელი” – სიახლე!
მიყვარს ლიტერატურა და იმ აღმოჩენის გაკეთება, რომელიც ჩემს მოუსვენარ რაციოს ახასიათებს…
მჯერა – არ არსებობს უნიჭო ბავშვი! მთავარია, ჩვენ, უფროსებმა, ფართოდ გავახილოთ თვალები და შევამჩნიოთ მისი უნარი.
ცხოვრებაში ყველაზე დიდი ჯილდო სტუდენტებისა და მოსწავლეების სიყვარულია, რომელსაც მათ თვალებში ვკითხულობ.
მიყვარს სიცოცხლე და ბედნიერი ვარ!
ვარ ჩვეულებრივი ქალი, მაგრამ – არჩვეულებრივი დედა და მეუღლე.🙂 მყავს ძალიან კარგი მეუღლე (სიტყვა ”ქმარი” არ მიყვარს) და სამი ვაჟი(სხვათა შორის პერსპექტიულ სასიძოებად ითვლებიან).🙂 ვარ მათი მეგობარიც და მესაიდუმლეც, რაც ბევრს უკვირს ჩვენ გარდა.
მგონია, რომ კარგი ხასიათი მაქვს(თუმცა შვილებს ზოგჯერ ტვინს ვუბურღავ).
ამბობენ და მეც ვეთანხმები (რა თავმდაბლობაა) 🙂, რომ კარგი მასწავლებელი ვარ, მოსწავლეების აზრით – ვარ პირდაპირი და დიპლომატიც 🙂
რაც შეეხება პროფესიონალიზმს – ვიცი ბევრი რამ ცოტა რამის შესახებ !

არ ვაპირებდი ჩემ შესახებ ( არა ჩემს შესახებ ) რამის დაწერას, მაგრამ ბოლო დროს ბლოგზე შემოსულნი ხშირად ინტერესდებოდნენ ჩემი პერსონით და აი, მეც!🙂

37 responses to “მე

  1. komisia

    რატომღაც აბიტურიენტი მეგონე😀
    სასარგებლო საიტია🙂

  2. ძალიან მიხარია ერთი ვორდპრესელი ბლოგერი მაინც რომ გამოჩნდა პროფესიით მასწავლებელი :):) ალბად ქართულის…

  3. dulce

    ძალიან საინტერესო და საჭირო ბლოგი გაქვთ🙂
    თქვენი email-ის გაგება საიდან შეიძლება? ბლოგზე რატომ არ გაქვთ მითითებული?…😦

    • დიდი მადლობა 🙂 შეგიძლიათ ბლოგზე დამიტოვოთ თქვენი email-ი და დაგიკავშირდებით ან თუ სურვილი გაქვთ Facebook-ზე დავმეგობრდეთ 🙂

  4. dulce

    ძალიან კარგი🙂 Zina Gabichvadze თუ სწორად მივხვდი😀

  5. sof

    zalian gamosayenebeli saitia🙂 kargi iqneboda tu sityvebshi v-s yofna aryofnaze tu dawerdiT (mag, ajildoebs tu ajildovebs da a.sh

  6. ვითხოვ ახალ პოსტებს!🙂

  7. vaiii
    sinestezia gaqvs shenc, cota sxvanairi
    magram sinesteziaa
    me mchirs ase da mere mivageni medicinashi :)))

  8. DiX

    ქმარი რატომ არ გიყვარს ეს სიტყვა?

  9. mec dainteresebuli piri var ;)) da titqmis davkmayofildi informaciit ;))

  10. araswori da swori formebi sad giweriaT sityvebis? ver movageni
    isetebis rogoricaa magalitad: albad da albat

  11. ara, xom ar gavt posti daweri msgavsi pormebis shesaxeb meTqi.

  12. ვარ ჩვეულებრივი ქალი, მაგრამ – არჩვეულებრივი დედა და მეუღლე.🙂 მყავს ძალიან კარგი მეუღლე (სიტყვა ”ქმარი” ა
    ძალიან კარგია,როცა ასეთი მაღალია თვითშეფასება…მე კი ვფიქრობ,რომ ვარ ჩვეულებრივი დედა არაჩვეულებრივი განცდებით…

  13. მახსოვს, ეს ბლოგი რამდენიმე წლის წინ პოპულარულიც იყო და საჭირო საქმესაც აკეთებდა… მერე ბლოგოსფეროს გავეშვი და ახლა, ნეტგაზეთის წყალობით, ისევ ვიპოვნე🙂

    კარგია, რომ წერთ🙂

    • “მერე ბლოგოსფეროს გავეშვი” – მეც🙂 ზოგჯერ შემოვიქროლებ ხოლმე :დ

  14. ♥ Miss.Catalan.. ♥

    marTla ar megona maswavleblebsac Tu qondaT blogi… :X

  15. m&m

    ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი და კარგ დეტალებსაც აღმოვაჩენ ხოლმე. გაგვეხარდებოდა ყველას, რომ უფრო მეტ გრამატიკულ ნიუანსებზე გაამახვილოთ ხოლმე ყურადღება.
    თხოვნა მექნებოდა და იქნებ მითხრათ, მირჩიოთ – არსებობს კომპაქტურად შეკრული, ქართული ენის გრამატიკის წიგნი, რომლითაც ჩემ უცხოელ მეგობარს ქართულში მეცადინეობა გაუადვილდებოდა?
    გმადლობთ.

    • m&m-ს “გაგვეხარდებოდა” არა გაგვიხარდებოდა; “რომლითაც ჩემ უცხოელ მეგობარს ქართულში მეცადინეობა გაუადვილდებოდა?”- ჩემ არა ჩემს. 🙂 ძალიან მალე გამოვა ჩემ მიერ შედგენილი გრამატიკის სახელმძღვანელო, რომელიც იმედია დაგეხმარებათ.

  16. salome

    წიგნის სახელწოდება დაწერეთ თუ შეიძლება, ძალიან მაინტერესებს, აუცილებლად შევიძენ🙂

  17. დოოდოონნააა:)))

    ძალიიაანნ საინტერეესო და საჭიირო ბლოგი და ბლოგეერიი ხაართთ ჩვეენნთვისს (დაინტერეესებულ პირთათვიისს) და ძალიიაან გთხოოვვთთ იიქნეებბ გვიითთხრაათთ თუუ გაქვვთ ინფორმაციიაა, რა პრინციპითთ სწორდება თეემმაა ეროვნულეებბზეე (არა არგუმენტირებული ესე) ანუ კრიტერიუმეები რომ მითხრაათთ.. დიდი მაადლბა წინასწარრ =))))

  18. დოოდოონნააა:)))

    ძალიიაანნ საინტერეესო და საჭიირო ბლოგი და ბლოგეერიი ხაართთ ჩვეენნთვისს (დაინტერეესებულ პირთათვიისს) ძალიიაან გთხოოვვთთ იიქნეებბ გვიითთხრაათთ თუუ გაქვვთ ინფორმაციიაა, რა პრინციპითთ სწორდება თეემმაა ეროვნულეებბზეე (არა არგუმენტირებული ესე) ანუ კრიტერიუმეები რომ მითხრაათთ.. დიდი მაადლბა წინასწარრ =))))

    • დოოდოონნაა, არ ვიცი ასოები გაგირბით თუ ასე წერა მოგწონთ, ამიტომ მეც გრძელი ასოებით მოგმართავთ 🙂 წერითი დავალების შეფასების კრიტერიუმები არ შეცვლილა, ისევ 25 ქულიანია 🙂 შეგიძლიათ ნახოთ naec.ge-ზე. წარმატებებს გისურვებთ… :*

  19. მარიამი

    გაურბის =)))))))))

  20. გიორგი

    რაიმეს,თუ რამის?

  21. ნიკა

    ვაიმე ხარლო დამაწერიეტ ესეე ამ თემაზე “კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარესაა ” გთოოვთ რაა

  22. ქ-ნო ზინა, იქნებ ელფოსტის inbox-სი შეგემოწმებინათ, თუ არ შეწუხდებით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s