ახლა გთავაზობთ წინა პოსტის გაგრძელებას.
- რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსულ სიტყვებში Ю უნდა გადმოიცეს იუ– ჯგუფით: მანიკიური,რეზიუმე,კოსტიუმი,სიურპრიზი(და არა: მანიკური,რეზუმე, კოსტუმი.სურპრიზი). გამონაკლისია:კაფსული,პარაშუტი,ბროშურა…
- უმახვილო О-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსული სიტყვები,საკუთარი სახელები,გვარები და გეოგრაფიული სახელები ო-თი უნდა გადმოიცეს: კომპოტი, ოდიკოლონი, ვორონცოვი, ოდესა, ტოლსტოი(და არა: კამპოტი, ადეკალონი, ვარანცოვი, ადესა, ტალსტოი). გამონაკლისია: კატლეტი, კანტორა, კაპიკი, ლატარია, კამოდი.
- უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც რუსულში ЕЯ-ზე ბოლოვდება, ქართულში ეა დაბოლოებით უნდა გადმოიცეს: ასამბლეა, გალანტერეა, გალერეა, ეპოპეა, იდეა(და არა: ასამბლეია, გალანტერეია, გალერეია, ეპოპეია,იდეია).
- ევროპული ენებიდან მომდინარე ლა და ლუ ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულში ЛЮ და ЛЯ კომპლექსებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფით: აკუმულაცია, აკუმულატორი,პლაჟი,ალუმინი, ასიმილაცია, ტრანსლაცია,ილუზია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, პლიაჟი, ტრანსლიაცია,ალიუმინი,ილიუზია).
- უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში H აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით(რუსულის გავლენით) მის ნაცვლად გ-ს ხმარობენ: ბეჰემოტი, ჰოპნოზი, ჰერკულესი, , ჰიბრიდი(და არა: – ბეგემოტი,გოპნოზი, გერკულესი, გიბრიდი).