Monthly Archives: მაისი 2010

“იდეურიუმცირესობანი”

      ჩემთვის მიუღებელია:

ვინც ქართულ გალობას მიკრძალავს ტაძარში.

ვინც პატრიარქზე შარჟებს ავრცელებს.

ვინც რწმენას და პატრიარქს დედის გინებით ”იცავს”.

ვინც მასწავლის როგორ აღვზარდო შვილი და ამ დროს მისი შვილი მასწავლებლის გინებისთვის სკოლიდან არის გაგდებული.

 ვინც ასაკობრივ დისკრედიტაციას ეწევა.

 ვინც ქართულ ვაჟკაცობას და ღირსებაზე მელაპარაკება და ამ დროს უცხოეთში სამუშაოდ გაშვებული დედის გამოგზავნილი ფულებით ცხოვრობს.

 ვინც არ იცის, როგორ ცხოვრობენ მშობლები, რადგან მათთან ურთიერთობა არა აქვს.

 ვინც მონათმფლობელურ შრომის კანონებს ქადაგებს და ცდილობს, დაამკვიდროს. დამსაქმებელს ყველაფრის უფლება აქვს, დასაქმებულს კი – არაფრის.

 გეი-ლესბოსური ”პარადი” და მმკ-სმმ-ის ჯვაროსნობა.

 ვინც ყველაფერზე კმარას გაჰკივის და თავად ვერ მიმხვდარა, რომ, მართლაც, კმარა.

ვინც ვიღაც დეისაძის ”სირობას” აღშფოთებული კითხულობს და სერობზე სახარებაში  არ წაუკითხავს, მხოლოდ ფილმებში აქვს ნანახი.  

ვინც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღდგენაზე ფიქრობს და ამ დროს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს კარგავს.

 ვისაც თავი გამოსაყენებელ ხორცად წარმოუდგენია და ისიც, ვისაც ქორწინებამდე სექსი ბოზობა ჰგონია.

ვისაც თავი საზარბაზნე ხორცი ჰგონია თუ სამშობლოს შეეწირება. ………………………………………………………………….. ვეღარ ვაგრძელებ, , რა გვჭირს, ხალხნო!

 ჩემთვის  ესენი არიან ”იდეურიუმცირესობანი”,  მაგრამ  ”ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.”

Advertisements

14 Comments

Filed under ზოგადი