რთული სიტყვა

 

     როგორ დავწეროთ კომპოზიტები: ერთად, დეფისით თუ ცალ-ცალკე?

      სიტყვებს,რომელებიც შედგება ერთზე მეტი დამოუკიდებელი ფუძისაგან (დედა-შვილი, მთა-ბარი,ცოლშვილიანი, სხვადასხვა, წამწამი), კომპოზიტი ეწოდება.მათი დაწერილობის წესის დასადგენად აქცენტი კეთდება მათს შედგენილობაზე: ფუძეგაორკეცებულია თუ ნაირფუძანი (სხვადასხვა სიტყვათა შეერთებით წარმოქმნილი). თუ ფუძეგაორკეცებული სიტყვის თითოეული კომპონენტი დამოუკიდებელი სიტყვაა და ამ კომპოზიტს არსებითად იგივე მნიშვნელობა აქვს,რაც მის შემადგენელ ფუძეს ის დაიწერება დეფისით. მაგალითად: მაღალ-მაღალი, ერთ-ერთი, ქუჩა-ქუჩა, ნელ-ნელა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში სიტყვა დაიწერება შერწყმულად: ხარხარი,წამწამი, შორიახლოს, შორიშორს, ლუღლუღი, ბიჭბუჭები. 

        და კავშირით შეერთბული ფუძეები იწერება ერთად, როგორც ფუძის გაორკეცებისას,ისე ნაირფუძიან კომპოზიტებში: ცხენდაცხენ, თანდათან,  პირდაპირ, კარდაკარ, ხანდახან, დღედაღამე, წამდაუწუმ, ოცდაოთხი. 

          ნაირფუძიანებში განარჩევენ ერთცნებიან (ქინძისთავი, ხელმოკლე, დედინაცვალი, სახელგატეხილი) და ორცნებიან (მრავალცნებიან) კომპოზიტებს ( ფშავ-ხევსურეთი ,დედ-მამა, და-ძმა,მთა-ბარი). თუ კომპოზიტი ერთცნებიანია, ის შერწყმულად დაიწერება, ხოლო თუ ორცნებიანია – დეფისით.

       ორცნებიან კომპოზიტებზე თავსართ-ბოლოსართების დართვისას წარმოიქმნება ახალი სიტყვა,რომელიც შერწყმულად დაიწერება:

დედა-შვილი – დედაშვილობა

და-ძმა – დაძმური

სახლ-კარი – უსახლკარო

მთა-ბარი – მომთაბარე

               გუშინ საბამ მკითხა: ხომ, ნამდვილად გამიხარდაა სწორი ფორმა, იმდენად ხშირად წერენ გამეხარდა, რომ ზოგჯერ ეჭვი მეპარებაო. სწორი ფორმაა – გამიხარდა, გამიხარდება.

8 Comments

Filed under მშობლიური ენა

8 responses to “რთული სიტყვა

  1. ეს ბლოგი ფავორიტ საიტებში მაქვს დამატებული🙂 რამდენ რამეს ვიგებ და ვაზუსტებ. დიდი მადლობა

  2. აუ, იმ დღეს ლამის მეც შემეპარა ეჭვი😐 ისეთმა ადამიანმა მითხრა – “გამეხარდაო”, ცუდად გავხდი კინაღამ და მთელი ღამე ვფიქრობდი, ნეტა, მე ხო არ მეშლება-მეთქი. უჰ, დავმშვიდდი ახლა🙂

  3. მე კი მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ენის ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა დანაშაულია. სწორად გამონაკლისები აქცევს ენას ცოცხალ სუბიექტად და განასხვავებს ისეთი ეკლექტიკური მახინჯობისგან, როგორიც ესპერანტოა. მაგალითისთვის ახლა ექსპერიმენტი ჩავატარე და ვეძებდი სიტყვებს “ავღნიშნე” და “აღვნიშნე”. საოცრებაა, თუმცა ფაქტია 50 / 50 –ზეა გამოყენებითობის თვალსაზრისით ეს სიტყვები: 14,400 გვერდი მოძებნა “აღვნიშნე”–ზე და 15 000 – “ავშნიშნე”–ზე. ეს კი იმას ამბობს, რომ ძალიან მალე, ასე 50 წელიწადში “ავღნიშნე” გახდება სწორი ფორმა და იქნება გამონაკლისი…

    ენაში ამგვარი ტენდენციური შეცდომა იწვევს ენიც ცვალებადობას, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ენის სიცოცხლეს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან თქვენი ნებართვით. ლათინურ ენაში არსებობდა სიტყვა calidus (კალიდუს), რაც “ცხელს” ნიშნავს. ამ სიტყვამ სახე იცვალა და თანამედროვე ფრანგულში chaud(შო) გადაკეთდა. საინტერესო კი ის არის, რომ ხელნაწერ წყაროებში ნაპოვნია ყველა შუალედური ფორმა, ანუ ცნობილია ევოლუციის სრული მარშრუტი კალიდუს–იდან შო–მდე:

    calidus [კალიდუს] > caldus [კალდუს] > cald [კალდ] > cald [ჩალდ] > chald [შალდ] > chaud [შოდ] > chaud [შო]

    სულ რაღაც 1500 წელი გახდა საჭირო, იმისთვის რომ ლათინური “კალიდუს” ფრანგული “შო” გამხდარიყო. ვინ იცის რამდენმა ქართულმა სიტყვამ იცვალა ასე ფორმა იმ ყალიბში, რასაც ქართულად მოლაპარაკე ადამიანების პირები წარმოადგენენ. ამიტომაც ყოველი ასეთი მცდელობა, ენის პროკრუსტეს ლოგიკურ სარეცელზე მოთავსების შესახებ მაღიზიანებს და ასე მგონია რომ ჩემს ყალიბს ჩაქუჩს ურახუნებენ რათა ორიგინალურობა დაუკარგონ და დამღა მიაკრან ნომრით 3453121…

  4. მე კი მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ენის ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა დანაშაულია. სწორად გამონაკლისები აქცევს ენას ცოცხალ სუბიექტად და განასხვავებს ისეთი ეკლექტიკური მახინჯობისგან, როგორიც ესპერანტოა. მაგალითისთვის ახლა ექსპერიმენტი ჩავატარე და ვეძებდი სიტყვებს “ავღნიშნე” და “აღვნიშნე”. საოცრებაა, თუმცა ფაქტია 50 / 50 –ზეა გამოყენებითობის თვალსაზრისით ეს სიტყვები: 14,400 გვერდი მოძებნა “აღვნიშნე”–ზე და 15 000 – “ავშნიშნე”–ზე. ეს კი იმას ამბობს, რომ ძალიან მალე, ასე 50 წელიწადში “ავღნიშნე” გახდება სწორი ფორმა და იქნება გამონაკლისი…

    ენაში ამგვარი ტენდენციური შეცდომა იწვევს ენიც ცვალებადობას, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ენის სიცოცხლეს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან თქვენი ნებართვით. ლათინურ ენაში არსებობდა სიტყვა calidus (კალიდუს), რაც “ცხელს” ნიშნავს. ამ სიტყვამ სახე იცვალა და თანამედროვე ფრანგულში chaud (შო) გადაკეთდა. საინტერესო კი ის არის, რომ ხელნაწერ წყაროებში ნაპოვნია ყველა შუალედური ფორმა, ანუ ცნობილია ევოლუციის სრული მარშრუტი “კალიდუს”–იდან “შო”–მდე:

    calidus [კალიდუს] > caldus [კალდუს] > cald [კალდ] > cald [ჩალდ] > chald [შალდ] > chaud [შოდ] > chaud [შო]

    სულ რაღაც 1500 წელი გახდა საჭირო, იმისთვის რომ ლათინური “კალიდუს” ფრანგული “შო” გამხდარიყო. ვინ იცის რამდენმა ქართულმა სიტყვამ იცვალა ასე ფორმა იმ ყალიბში, რასაც ქართულად მოლაპარაკე ადამიანების პირები წარმოადგენენ. ამიტომაც ყოველი ასეთი მცდელობა, ენის პროკრუსტეს ლოგიკურ სარეცელზე მოთავსების შესახებ მაღიზიანებს და ასე მგონია რომ ჩემს ყალიბს ჩაქუჩს ურახუნებენ, რათა ორიგინალურობა დაუკარგონ და დამღა მიაკრან ნომრით 3453121…

    • იქნებ შემდეგი პოსტი წაიკითხო, ენის შესახებ…🙂 რა თქმა უნდა, მოკლე ვარიანტიაა …

  5. Linguistus, you may be right, მაგრამ სანამ 1500 წელი გავა, უკეთესია სწორად ვისაუბროთ. ასე, დროთა განმავლობაში ყველაფერი იცვლება და ეგ არ ნიშნავს, რომ არსებული ნორმები აღარ გავითვალისწინოთ, мол მაინც შეიცვლება რამდენიმე წელში და черт с ним.

  6. Bas

    ცვლილებები კარგია მამენტ, მაგრამ მე ძველი სიტყვებიც მევასება.

    აი მაგალითად ვაფრენ: მერმე-ზე😀 და დიაღ-ზე😀

  7. სლენგითა და ბაბარიზმებით საუბარს ”შეეშვი,” ბიჭოოო …(ჭიჭიკოსა და ბიჭიკოს ხმით)😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s