Monthly Archives: ივნისი 2012

გამოცდა

გამოცდა

არაფერზე ინერვიულო, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება! ჩააბარებ – ბედნიერ იქნები, რომ სტუდენტი გახდი; ვერ ჩააბარებ, მაინც ბედნიერი იქნები, რადგან ამით არაფერი მთავრდება და სიცოცხლე გრძელდება 🙂
გქონდეს მხოლოდ შენი თავის იმედი, რადგან სამებაში დალოცვაზე შენ გარდა კიდევ 30000 აბიტურიენტი იყო, ჩასარიცხი კი მხოლოდ 24000-ია;
იცი ის, რაც იცი, ამ ორ დღეში მაინც ვეღარაფერს ისწავლი 🙂
ახლა გვიანია თითზე კბენანი, ნეტავ მეტი გამეკეთებინა, წამეკითხა, თემები დამეწერა და ა. შ.
მშვიდად,წყნარად …
გახსოვს სულხან-საბას „ უგუნური მცურავი?“

4 Comments

Filed under სხვადასხვა

ისე, სხვათა შორის…

ოცნება – ( სულხან-საბა „სიტყვის კონა“) ხოლო ოცნებითი არს ძალი უსიტყველისა სულისა მოქმედება გრძნობათამიერ, რომელი სახელ-იდების გრძნობად, რამეთუ რომელი არა ჭეშმარიტ და არსებით იყოს, ცხად არს ვითრ საგონებლობით და ოცნებით იქმნების, ვითარმედ არა რა სადმე ჰპოო.

ოცნება – (ქეგლ 1990წ.) იმის წარმოდგენა, რის განხორციელებაც სასურველია; სასიამოვნო, სანატრელ რამეზე ფიქრი.

ოცნება – სულის მდგომარეობა; ეს არის მდგომარეობა, როცა სულს რამე ძალიან უნდა,ოცნებობს და თავის ოცნებებში იფანტება; ზოგი ოცნებობს მარტოობაზე,ზოგი სიყვარულზე,ზოგი მეგობარზე,ფულზე…

“ოცნებები ყველანაირია როგორც ცისარტყელის ფერები,ზოგჯერ ადამიანი ოცნებებს უღრმავდება და რეალობაში ურევს,გონია რომ რეალობა ოცნებასავით ტკბილი და საამურია”

href=”http:///sibrdzne.ge/%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90″>

მეოცნებობა შინაგანი სიცარიელის ნიშანია.

ის კი არ არის გონიერი, ვინც იმედოვნებს, რომ ბრძენია, არამედ ის, ვინც საკუთარი უმეცრება შეიცნო და ოცნებისაგან განიკურნა.

ნაციონალური -( ქეგლ 1990წ. ) ეროვნული; ჩვენს ქვეყანაში ვითომ ასეა?!

P.S. არც მიშისტი ვარ და არც ბიძინისტი, „ბედკრული საქართველოს შვილი ვარ.“

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

8+1

რა შემთხვევაში გაამართლებს ნაჩქარევად მიღებული 8+1?
თუ ამაღლდება სკოლაში განათლების დონე!
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სკოლაში ბავშვი დააბრუნა არა სწავლის დონემ, არამედ შიშმა, რომ დაბალ კლასებში გაცდენების გამო გამოცდების ჩაბარება მოუწევს, ხოლო მე-12 კლასელს სატესტატო გამოცდებზე არ დაუშვებენ – ეს რაც შეეხება ბავშვების სკოლაში დაბრუნებას.
ბევრ ქვეყანაში მხოლოდ საატესტატო გამოცდებია და მის საფუძველზე ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ქვეყნებში გამოცდების ასეთი სისტემა წლების განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა.
ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, ამდენი გამოცდის ნაცვლად თუ უფრო ცოტას ჩააბარებენ ჩვენი აბიტურიენტები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმების გადახედვის შემდეგ. ალბათ სასურველია, სასურველი კი არა აუცილებელია:
1. საატესტატო გამოცდებზე ბარიერის გაზრდა;
2. ე. წ. დახურულბოლოიან კითხვებს დაემატოს ღია კითხვები;
3. უნდა იყოს ტესტების სხვადასხვა ვარიანტი (იმდენი რამდენი სესიაც იმართება), რათა არ განმეორდეს კითხვები და ბოლო სესიაზე შესული ბავშვი არ აღმოჩნდეს შედარებით მომგებიან სიტუაციაში და ა. შ. და ა. შ.
თუ ჩვენ დინებას მივანდობთ ქართულ ენას და ვერ შევძლებთ ახალგაზრდის წერის კულტურის დონის შემოწმებას, მივიღებთ სპეციალისტს, რომელიც ასეთი მარგალიტებით “გაგვამდიდრებს”:
ა) „ოთახში დაგვხვდა მწოლიარე გვამი, ხოლო ფეხზე იდგა გვამის შვილები.“ ( გენერალური პროკურატურის თანამშრომელი)
ბ)“ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული;
ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს;
ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ;“( სკოლის დირექტორთა მსურველები)
გ) „გრიგოლ ხანძთელის ჰობი იყო აბანოების და ტაძრების მშენებლობა; აღთქმა ეს არის წყევლა, ხოლო აღქმა – ყვირილი; პოეტს რად უნდა ტაში, ის ხომ ისედაც ტაშდაკრულია;“(მასწავლებელი)
დ) “მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ გარუსულდა და მერე თავიდან ისწავლა მშობლიური ქართველოლოგია;“(მოსწავლე)
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ:“სხვადასხვა წყაროებით, პარლამენტის ახალი შენობის უკან მშენებარე დამხმარე ნაგებობაში ხარაჩო ჩამოიშალა, მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა.ქუთაისის პარლამენტში ნგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა.”
განათლების სისტემაში სიჩქარემ შეიძლება ქვეყანა დაანგრიოს და დაღუპოს.
დავიჯერო, ეს გვინდა?
!

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა