Monthly Archives: მარტი 2009

”ფეოლას” აღსაზრდელები

                         გუშინწინ ფეხბურთს ვუყურებდი და ძალზე ”კმაყოფილი” დავრჩი. რა გვინდა,რას ვერჩით ჩვენს ფეხბურთლებს?  😦  თამაში არ იციანო,მწვრთნელი არ უვარგათო! არა,ბატონო ! ყველაფერი იციან, უბრალოდ,  ქართველები არიან და ითვალისწინებენ  ”ფეოლას” რჩევებს:        -”მინდორზე მოწინააღმდეგეს თუ დაეჯახე, გაჩერდი,  ბოდიში მოუხადე,  ჰკითხე რამე ხომ არ ატკინე, წამოაყენე და შემდეგ გააგრძელე თამაში. რომ არ თქვან,  ვინ არის,  საიდან მოსულაო !”   ჰოდა, აბა, რას იზამენ  ჩვენი ბიჭები?!  🙂  😀 😀 რომ მოიგონ,  ბურთი რომ მოწინააღნდეგის კარში  გაიტანონ,ხომ შეაგინებენ მათაც,  ქვეყანასაც  და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სხვების შესაგინებელი არ გახდეს ჩვენი სამშობლო, თან არ თქვან ეს რა უზრდელები ყოფილან ქართველებიო,  ასე ასწავლიდათ  მათ ”ფეოლა.”  😀  😦 😦 😦

Advertisements

2 Comments

Filed under სპორტი

ვიმეგობროთ

ჩემმა  შვილმა შეგაშინათ, დედაჩემი იფილოსოფოსებსო,მაგრამ ნურას უკაცრავად (ვინმე ხომ არ გაგახსენდათ :D)! ვიმეგობროთ, ვიხალისოთ და ვიოხუნჯოთ!!!! 🙂

ძალიან მომეწონა ბლოგერობა და ახლა მივხვდი, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი 🙂 🙂 🙂

ვაჰ, დრონი, დრონი!!!!!

12 Comments

Filed under Uncategorized

”რას ვერჩოდით” ლომაიას?

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გადაცემა ”დიდ ათეულში” წმინდანების ჩართვის საკითხმა:  ”არ შეიძლება მსჯელობის საგანი გახდნენ ისინი და მათი ღვაწლი, ეს მათი შეურაცხყოფა და ერის ზნეობრივი გადაგვარების ნიშანიაო.”  მაშინ რას ვერჩოდით კახა ლომაიას, ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ უფიქრია ამაზე კაცს :D,  როდესაც განაცხადა, სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს ჰაგიოგრაფიაო :D. ერის ზნეობაზე ზრუნავდა თურმე მინისტრი, ჩვენ კი რა არ დავაბრალეთ: იაღოველია, სოროსელია, მასონია…  მგონი უცხოპლანეტელადაც კი მოვნათლეთ. 😀

მოგიწოდებთ :D, არ შევუშვათ სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, ისინი ხომ  თავიანთი შეხედულებების მიხედვით აანალიზებენ ნაწარმოებებს, გმირთა სულიერი სამყარო რომ დაანახვონ მოსწავლეებს ხშირად წმინდანთა ადამიანურ თვისებებზეც უნდა ისაუბრონ და რა ვიცით რას იტყვიან?! 🙂

P.S. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრებს – ნუ ჩაიგდებთ სასაცილო მდგომარეობაში თავს! 😦

მართლმადიდებელი მრავალშვლიანი დედა, ყოველგვარი კავშირებისა და ””-ის გარეშე!

3 Comments

Filed under მოსაზრება

”კარცერი-ლუქსი”პოლიტიკოსებისათვის

პრეზიდენტის სტუმრობამ გურამ დოჩანაშვილთან ღიმილი მომგვარა და დოჩანაშვილისეული აზრი მომივიდა თავში. ვასიკო კეჟერაძე და კლიმი ოცნებობენ  ჰქონდეთ ”კარცერი-ლუქსი,” რომელშიც უწიგნურებს ძალდატანებით ჩასვამენ და კითხვას დააწყებინებენ, ადამიანებად რომ აქციონ!

ეგებ ჩვენც გვეფიქრა და შეგვექმნა ”კარცერი-ლუქსი” პოლიტიკოსებისათვის. მოვათავსებდით ”ევრო-ამერიკულად”გარემონტებულ კარცერში პოლიტიკოსებს, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ცოტა რუსული ელემენტების შეტანაც, ვინმეს გული რომ არ დავწყვიტოთ და მივუშვებდით ნებაზე. იქ უნდა იყვნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ”გამოჩენილი” მოღვაწეები, ალბათ, სულ 200 კაცი აღმოჩნდება ასეთი. შევუყვანოთ მათთვის სასურველი ჟურნალისტები, შევუტანოთ  ”საღებავიანი”იარაღიც, ჰო, ”მასაჟისტი” არ დაგვავიწყდეს და იცხოვრებენ ისინი თავისთვის და ჩვენ ჩვენთვის. მოუწყობენ ერთმანეთს მიტინგებს, რევოლუციებს, შეთქმულებებს. დაიჭერენ ერთმანეთს, ხან ერთნი იქნებიან ხელისუფლებაში და ხან მეორენი. იცხოვრებენ და გაიხარებენ, ჩვენ კი ავაშენებთ ქვეყანას!  მათი შენახვა გაცილებით იაფი იქნება, ვიდრე ეხლაა!

ნეტარ არიან მორწმუნენი!!!!!!!!

4 Comments

Filed under იდეა, პოლიტიკა

ბაკულას ღორები გალაქტიონის ბოსტანში და რუსის ჯარი საქართველოში

შემთხვევით რომ არაფერი ხდება ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ბოლო დღეებია გონებაში დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან „ბაკულას ღორები“ ფრაზები ამომიტივტივდა: „ ერთი ოხერი, ყოვლად გაფუჭებული მეზობელი გამიჩნდა, ის უნდა შემიშინო შაშა!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩვენთვის კი დიდი რამეა!… თქვენ დაგინახავსთ და სული კოჭებში ჩოუვა?!… შეშინდება!“

რა დროს „ბაკულას ღორებია“– მეთქი ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე ხელახლა გადამეკითხა ეს მოთხრობა. მართლაც რომ, კლასიკოსია ჩვენი დიდი მწერალი! თუ რატომ თვლის ქართველი დავით კლდიაშვილს კლასიკოსად, ამისთვის შეგახსენებთ ამ ტერმინის განმარტებას: კლასიკოსი – დიდი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საყოველთაოდ აღიარებულია და ყოველთვის, ყოველ დროს სანიმუშოდ არის მიჩნეული. რამდენად სანიმუშოდ მიგვაჩნდა „ბაკულას ღორები“ ამას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, დღეიდან სამაგიდო წიგნად რომ უნდა გაიხადოს ზოგიერთმა. შეიძლება კითხვა გაუჩნდეს მკითხველს, სად „ბაკულას ღორები“ და სად ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაო, ამიტომ სულ რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ მოთხრობიდან და დასკვნა თავად გამოიტანეთ: „– უიმე, უიმე!… ღმერთო მომკალი!… ასე კაცის ამოგდება გაგონილა ქვეყანაზე?!… თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი ძირფესვიანად, რავარც თქვენ ეს ჩემი ბოსტანი ამომიგდეთ!… თქვენი პატრონი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა… დასწყევლა და მოსპო მამა ზეციერმა!“ ასე კლდიაშვილის ზენათი ბოსტანში „მოვარდნილ“ ღორებსა და ცხვრებს წყევლის, რომლებიც „ერთ თვალის დახამხამებაში, სულ ერთიანად გადაჭამენ, გადასისნიან, აღარაფერს  დატოვებენ“ ხოლმე…


ძალიან ჰგავს საქართველოში შემოსული რუსის ჯარი ბოსტნის ამომგდებ ღორებსა და ცხვრებს!

Continue reading

4 Comments

Filed under პოლიტიკა, შთაბეჭდილება