ისევ კალკირების შესახებ

გუშინ დაახლოებით ათი წუთი ვუყურებდი დილის გადაცემა ”ალიონს” და მინდა შემოგთავაზოთ მარგალიტები:

  1. თუ რომელიმე დევნილს პრობლემა აქვს დაბადებების ან პირადობის მიმართულებით დავეხმარებით./გიორგი ვაშაძე – საჯარო რეესტრის ხალმძღვანელი/საინტერესოა,რაში? – დაბადებებში თუ… :) 😦
  2. დიდი უმრავლესობა კითხულობს /ეკა ტოგონიძე/
  3. როგორი წესებით იმოქმედოს კონკურსანტებმა/ეკა ტოგონიძე/
  4. 70 000 ჭიქა ყავა ილევა /ქეთი კეკელია/  აშკარად მრავლობითი უჭირთ  🙂

ახლა კალკირების რამდენიმე მაგალითი:

  1. ფეხბურთელმა ზუსტი გადაცემა გაუკეთა – ბურთი ზუსტად გადასცა
  2. ხელისუფლებამ მოვლენებს სწორი შეფასება მისცა – მოვლენები სწორად შეაფასა
  3. თავი შევიკავოთ რუსეთთან თანამშრომლობაზე – თანამშრომლობისაგან
  4. ამან განაპირობა ორი ერის ერთმანეთზე გადაკიდება – ერთმანეთისათვის გადაკიდება
  5. საქმე იმაშია,რომ ხვალ არ მცალია – საქმე ისაა,…….

p.s. დიდი ხანია არ მინახიხარ – მინახავხარ შენ /მინახავს ის/

დიდი ხანია არ გინახივარ გინახავვარ მე /გინახავს ის/

-ავ- თემის ნიშანია.

მაგალითი აბიტურიენტთა მარგალიტებიდან: უნდა წაეკითხათ ”სამანიშვილის დედინაცვალი,” ერთ-ერთი მოვიდა მოუმზადებელი. მიზეზი – მას., სახლში ბიბლიოთეკა გადმოვქექე, მაგრამ ვერ ვიპოვე მწერალ სამანიშვილის მოთხრობა ”დედინაცვალი.” 😦

7 Comments

Filed under მშობლიური ენა

7 responses to “ისევ კალკირების შესახებ

  1. Bas

    ისე ეს მინახავხარ და გინახავვარ – რაღავ ძაან მარაზმატიკულად ჟღერს😀 რა უბედური ენაა რა ეს ქართული😀

  2. მეც ეგ გავიფიქრე🙂 სანამ მინახავხარ – ს ვიტყვი ხომ მოვიტეხე ენა😉

  3. მომკალით და “გინახავვარ-მინახავხარ”-ს ვერასოდეს ვიტყვი, ვერც დავწერ😐 უხ😦 (წინა პოსტზე ჩემი კომენტარი დაიკარგა აშკარად😦 )

    • ენის გასატეხსა ჰგავს,მაგრამ შეჩვევა შეიძლება🙂

  4. Mindia

    kyle, romelits shekvarebylia saqartveloze da qartvelebze tsdilobs rom istavlos qartyli da martali gitxra 5 tselia ver vipove advili qartyli enis sastsavlebel. kvela idiotobaa, me ki davtsini rom ver gamotqvavs stored da namdvilad ar maqvs nervebi rom davdjde da vastsavlo, psigologiis studentebis stavleba mekopa. tymtsa maxsovs shen mitxari rom me gamovtqvav arastored da es imas imeorebs.. minda shemoqtavazo rom raaketo rame advili saintereso programa.

  5. Teko

    მე-8 თუ მე-9 კლასის შემდეგ, ანუ რაც გავიგე, რომ სწორი ფორმაა მინახავხარ არის, სულ ასე ვამბობ და ყურშიც კარგად მხვდება. ზოგჯერ ნაცნობს რომ ვეტყვი: “რამდენი ხანია არ მინახავხარ- მეთქი, ისეთი სახით მიყურებს რა ენაზე მელაპარაკებიო და ყველას ვუხსნი, რომ მინახავხარ სწორი ფორმაა.
    სხვათაშორის, ერთხელ დავით გოგიჩაიშვილმა “ღამის შოუში” headline-ში გაუშვა ვიღაცის ინტერვიუ,, სადაც მინახავხარ-ს ამბობდა და ამაზე ბევრი იხალისა, მაგრამ შემდეგ გადაცემაში ბოდიში მოიხადა, “მინახავხარ” სწორი ფორმა ყოფილაო.

  6. სწორი ფორმაა “მინახიხარ”, უბრალოდ საჭიროა, კონსერვატორმა ენათმეცნიერებმა აღიარონ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და რომ თვითონ ენა ქმნის ნორმას და არა პირიქით.
    რომელია სწორი: დამიხტიხარ თუ დამიხატავხარ?
    სულ მალე მესამე პირის -ავს-აც ჩაანაცვლებს -ია:
    მინახავს -> მინახია
    დამიხატავს -> დამიხატია და ა.შ. რას იზამ, ენის ტენდენცია აშკარად ასეთია.
    ენა, რომლისაც არავის ესმის, მკვდარი ენაა.

    Teko კომენტარში წერს: ზოგჯერ ნაცნობს რომ ვეტყვი: “რამდენი ხანია არ მინახავხარ- მეთქი, ისეთი სახით მიყურებს რა ენაზე მელაპარაკებიო და ყველას ვუხსნი, რომ მინახავხარ სწორი ფორმაა.

    რაზე მეტყველებს ეს: იმაზე, რომ “ყველა” გაუნათლებელია, თუ იმაზე, რომ “მინახავხარ” ფორმა მკვდარია?

    თქვენი მესმის, რადგან, როგორც მასწავლებელს, გიწევთ არსებული (დაწერილი) ნორმების სწავლება.
    გასაახლებელია სალიტერატურო ნორმები. ისე ბოლოს როდის გამოიცა, თუ იცით?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s