„ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედას“ გავლენით ორიოდე სიტყვა ბლოგერების მიერ პოსტების შექმნაზე

„ ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან?“

რამ გამახსენა ილიას ეს წერილი? ბოლო პერიოდში ბლოგერების  „ გადაპრანჭულმა“ წერის მანერამ. ადრე ( თუნდაც ერთი წლის წინ) მათი უმეტესობა მთელი სულითა და გულით წერდა, გსიამოვნებდა, რასაც კითხულობდი (თუნდაც არაფრის მომცემი ყოფილიყოს (სულიერების თვალსაზრისით), რადგან მეტ-ნაკლებად იგრძნობოდა  ვინ და როგორი პიროვნება იდგა პოსტის უკან, ახალა მგონი ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება ვცდები?

აშკარად იგრძნობა ბლოგერთაგან უმეტესობა მხოლოდ პიარისთვის წერს, თითქოს მხოლოდ ის აინტერესებს რამდენი მკითხველი ჰყავს და რამდენი კომენტარი დაიდება მის ბლოგზე. თითქოს შეკვეთილი პოსტებია, თავისუფლება აღარ იგრძნობა;  დაქირავებულ ჟურნალისტსა და  შეკვეთილ  სტატიაზე გაცილებით ძნელი „ გადასახარში“ შეკვეთილი პოსტებია.   😦

რამდენიმე ძველ ბლოგერსღა  შემორჩა ის ხალასი და სხარტი ენა, სტილი, წერის მანერა, სიგიჟე, მოწონებას და სიყვარულს რომ იმსახურებდა.

და ისევ ილია:

„დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა ვუყოთ? როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართული ანდაზა.  როგორიც ” პოსტები” იყო , იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩეენის  “ბლოგების”დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა? “

4 Comments

Filed under მოსაზრება

4 responses to “„ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედას“ გავლენით ორიოდე სიტყვა ბლოგერების მიერ პოსტების შექმნაზე

  1. სწორედ ამიტომაც მაქვს ახალი ბლოგი… არავინ იცის ვინ ვარ, არ ვაშეარებ ფეისბუქზე საკუთარ პოსტებს რომ ჩემმა “ფრენდებმა” “დამილაიკონ” და თუ ვთხოვდი იქნებ დააკომენტარებდნენ კიდეც… უარი ვთქვი ყოველგვარ შეთხზულ და მოგონილ სტატისტიკაზე… ჯერ ვერაფერი შედეგი, მაგრამ რამდენიმე თვეში თუ გაუჩნდა ჩემს ბლოგს თუნდაც 5 ერთგული მკითხველი, არა იმიტომ თუ ვინ წერს, არამედ იმიტომ თუ რას წერს, ან როგორ… ჩავთვლი რომ მიზანს მივაღწიე…

  2. გაიხარეთ. ასეა.

  3. გამოხმაურება: არამოდელირებული თაობა და “გადაპრანჭული” ბლოგერები

დატოვე კომენტარი