ინანებთ თუ არ შეიძენთ :)

IX- X-XI –XII კლასელებო, აბიტურიენტებო, მასწავლებლებო! „მოკრძალებით“ გაცნობებთ, რომ გამოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტური დავალებების კრებული (II ნაწილი), რომელშიც მოცემულია 697კითხვა სავარაუდო პასუხებით ზმნისა და „ ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. I ნაწილი დიდი ხანია უკვე იყიდება ( და არა გაყიდვაშია), მასში მოცემულია 478 კითხვა სახელებისა და აგიოგრაფიის შესახებ. დამიჯერეთ ძალიან გამოგადგებათ! თუ არ შეიძენთ, მერწმუნეთ, ძალიან ინანებთ      :)       მალე შემოგაშველებთ მესამე ნაწილს – აღორძინების ეპოქის ავტორებსა და რომანტიკოსებს, ასევე სინტაქსს.      :*

ა. ზინა გაბიჩვაძე  –  ტესტური დავალებები საატესტატო გამოცდისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დამხმარე კრებული) I ნაწილი  

    ბ. ზინა გაბიჩვაძე, ლელა გოგიჩაიშვილი  -    ტესტური დავალებები საატესტატო გამოცდისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დამხმარე კრებული) II  ნაწილი

არგუმენტირებული ესე

ატეხილია გნიასი – მისაღებ გამოცდებზე არგუმენტირებულ ესეს ითხოვენ! როგორ უნდა დაწერონ ბავშვებმა ის, რაც სკოლაში არ უსწავლიათ და არ იციან, რა უბედურებაა, რა საშინელებაა, რას  არ მოიგონებენ ბავშვების გასამწარებლად და დასატანჯად…მოკლედ,  ლამის ქვეყნისა და ერის მოღალატეებად, მომავალი თაობის გამანადგურებლად წრმოაჩინონ ქართული ენის ტესტების შემდგენელნი. არადა არაფერია რთული, ელემენტარულად „ტვინის გამოძრავება“ ეზარებათ. მეტ-ნაკლებად ასეთებზე ვრცელდება გურამიშვილისეული სენტენცია – „ ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“

რა იყო თემა არ დაგიწერია? ჰოდა, თუ ოდესმე დამოუკიდებლად დაგიწერია თემა, ეს ესე რაღა გახდა. მგონი უბრალოდ სიტყვა ესე გაშინებს და სხვა არაფერი. განა თემის წერისას არგუმენტები არ არის საჭირო?  ამ „ საშინელი“ არგუმენტირებული ესეს დაწერის  სტრუქტურას  შემოგთავაზებ, ეგებადა გამოგადგეს:

არგუმენტირებული ესე

ჯერ გავარკვიოთ რა არის თეზისი და არგუმენტი. თეზისი – ავტორის ძირითადი  პოზიცია, არგუმენტი – საბუთი, რომელიც მოჰყავს ამ პოზიციის დასასაბუთებლად.  ახლა გადავიდეთ მთავარზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვისთვის, რატომ და როგორ ვწერთ. არგუმენტირებული ესე  შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.( თემის აგებას ჰგავს? ჰგავს!)  მისი აუცილებელი კრიტერიუმები: განსაზღვრე მიზანი, იყავი კონკრეტული, წერე მკითხველისთვის და არა შენთვის, დასაწყისშივე წარმოადგინე ძირითადი აზრი  და მერე დაასაბუთე.

არგუმენტირებული ესეს წერისას  აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს  ავტორის ანუ შენი პოზიცია და ლოგიკური დასაბუთება. არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით მკითხველის გადაღლა. გაითვალისწინე ვინ არის შენი მკითხველი. აბიტურიენტის შემთხვევაში ეს არის მასწავლებელი, შემდეგ კი – გამსწორებელი. შენი მიზანი უნდა იყოს მკითხველს აჩვენო შენი ცოდნა.

შესავალი - ა) ესეს  დაწერის მიზეზის გამოკვეთა, განსახილველი საკითხის მკითხველისათვის გაცნობა;

ბ) სასურველია დასვა შეკითხვა, რომლის შესახებაც ისაუბრებ;

გ) უმჯობესია ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწერით დაიწყო წერა;

დ)შესავალი შეგიძლია დაასრულო მოცემული თეზისით ანუ ძირითადი აზრი დასაწყისშივე წარმოადგინე;

ძირითადი  ნაწილი – ეს არის მთვარი სათქმელი, რომელიც უნდა იყოს  განმარტებული და დასაბუთებული შენეული მოსაზრებებით; უნდა იყოს 3-4 აბზაცი, თითოეულში საკმარისია 4-5 წინადადებაც,  ოღონდ  მარტივ გაუვრცობელ  წინადადებას არ  ვგულისხმობ   :)   ამავე დროს, უნდა შეძლო კონტრარგუენტების უარყოფა ფაქტებით, ციტატებით  და ა.შ.

დასკვნა  -  შეაჯამე შენი მოსაზრებები, გაიმეორე თეზისი ოღონდ სხვა სიტყვებით.

ესეც შენი არგუმენტირებული ესე!

ახლა დაწერე  არგუმენტირებული ესე  – „ მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებს.“ 

დაგვიანებული სიახლე

დარწმუნებული ვარ, უმეტესობისათვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ რატომღაც საჭიროდ 
ჩავთვალე ჩემს ბლოგზეც დამედო, იქნებ ვინმეს გამოადგეს. დაგვიანება არ 
გაგიკვირდეთ, რაჭველი ვარ :)
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
სიახლე 2012 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის
(სავალდებულო გამოცდის) ტესტის ფორმატში 

2011 წელს მთელ საქართველოში წარმატებით ჩატარდა საატესტატო გამოცდები.
საატესტატო და მისაღები გამოცდები თავისი ფორმატითაც და შინაარსითაც უნდა
განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.
ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე მოწმდება სასწავლო
პროგრამით გათვალისწინებული (ენობრივი და ლიტერატურული) მასალის ცოდნა, ერთი-
ან ეროვნულ გამოცდაზე კი უნდა შემოწმდეს აბიტურიენტის ენობრივი კომპეტენცია, კით-
ხვის უნარი და წერის კულტურა.
2012  წლის საატესტატო გამოცდებზე შემოწმდება ქართული ენის გრამატიკული
სტრუქტურის, ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის საკითხების, ქართული სალიტერატუ-
რო ენის ნორმების, აგრეთვე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურული
ნაწარმოებების ცალკეული ეპიზოდების,  თემატიკისა და ისტორიულ-კულტურული კონ-
ტექსტის ცოდნა და შესწავლილი მასალის გააზრების უნარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი მიიჩნევს, რომ საატესტატო  (გამოსაშვები)
გამოცდის შემოღების შემდეგ იმავე ტიპის დავალებების შეთავაზება ერთიან ეროვნულ გა-
მოცდაზეც ყოველგვარ აზრს კარგავს და, ამასთან ერთად, ვერ ითვალისწინებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნებსაც.
საკამათო არ არის –  უმაღლესი სასწავლებლებისათვის პრიორიტეტული სწორედ ის
გახლავთ, რომ ბაკალავრობის კანდიდატებს შეეძლოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა
და აგრეთვე ჰქონდეთ სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული თუ სხვა სახის ტექსტის
სიღრმისეული გაგებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ამდენად, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატუ-
რის ტესტში აღარ იქნება შეტანილი დავალებები,  რომლებიც შესწავლილი  ლიტერა-
ტურული  ნაწარმოებების  გააზრების უნარსა და ქართული  ენის  პასიურ  ცოდ-
ნას ამოწმებდა.
ეროვნული გამოცდის ტესტში  (ქართული ენა და ლიტერატურა)  იქნება მხოლოდ 4
დავალება:
ა) ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა 20);
ბ) არგუმენტირებული ესე (20 ქ.);
გ) მხატვრული ტექსტის გააზრება (15 ქ.) და
დ) წერითი დავალება (25 ქ.).
წინა წლების მსგავსად ტესტის ამ უკანაკნელ ნაწილში შეთავაზებული იქნება 2 ტექს-
ტი: ერთი – პოეტური და მეორე – პროზაული. ამჯერადაც აბიტურიენტი თავად აირჩევს ამ
ორი ტექსტიდან ერთ-ერთს და მხოლოდ ამ ტექსტის მიხედვით შედგენილ დავალებებს შე-
ასრულებს.
ამრიგად, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა
იქნება 80.

ბებიაჩემი ასი წლისაა

დღეს სოფო ასი წლის გახდა.  ძალიან მენატრება  ჩემი ფუმფულა, თბილი, ტკბილი …     17 წელი გავიდა რაც აღარ მათბობს, ძალიან მტკივა და ძალიან მენატრება… ვწერ და ცრემლები მახრჩობს, ყურებში მისი ხმა მესმის, ყველასაგან გამორჩეულად მოგვმართავდა შვილიშვილებს: ზიზიტა, მაკუსინა, მინდუშა, საბუშკა,თორნო,ლაზრუშკა …სასაცილო ფრაზები ჰქონდა: „ ცივილიზა ბოზები,“ „შავი ლიმონათი“, სულ  უნდა  ჰქონოდა  ციტრამონი და ნაფტიზინი…

იცით რა ტკბილი და თბილი იყო… მენატრება… ახლაც,  ძალიან რომ გამიჭირდება,  ვგრძნობ როგორ მამშვიდებს, მაწყნარებს და მეუბნება : – აბა, დაფიქრდი, ღირს კი სანერვიულოდ, იქნებ ცივი გონებით უფრო მალე მოაგვარო…

სოფო, ძალიან მაკლიხარ და მენატრები…

სასწაული ქალი იყო, სოფლის პატრონი. ვინ იცის დღეში რამდენჯერ დაიძახებდნენ  ხოლმე- სონა ნათლია:  ბავშვს ხელი მოსტყდა,  მთელი ღამე სიცხე ჰქონდა,  ძროხა  აღარ იწველება, ქათამი მოკრუხდა და რა ვიცი, ვისაც რა აწუხებდა ყველა მასთან მოდიოდა. ექიმიც იყო და ვეტექიმიც, მასწავლებელიც და ადვოკატიც, მოკლედ სოფლის გაჭირვების ტალკვესი იყო…სულ მიკვირდა, როდის მოასწრო მთელი სოფლის მონათვლა-თქო და ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ყველა თავისიანად მიიჩნევდა… ამიტომ ეძახდნენ ნათლიას, ამით გამოხატავდენენ  მისდამი პატივისცემას, ყველაზე ახლობელი ხარო…

ქათმებსაც კი ელაპარაკებოდა დ ისინიც პასუხს სცემდნენ, ნუ იცინით, მართლა. ის კი არა სახელებს არქმევდა და ისე ეძახდა ხოლმე.  ერთხელ მამალი დაკოდა, უნდა გენახათ, რამხელა გაიზარდა და როგორ  დაბაჯბაჯებდა ეს მამალი ეზოში…

საღამოს გიტარა და რომანსები აივანზე…  აუ, რა გემრიელ კატლეტებს და კლიოცკის აკეთებდა…

სოფო, ძალიან მენატრები….

დღეს ბებიჩემი 100 წლის გახდა, ჩემი დისშვილი კი -10-ის, ვულოცავ მას  და ვუსურვებ,  ქეთი  დიდი   ბებიასავით   ჭკვიანი, ტკბილი  და  თბილი ყოფილიყოს!

სოფო, მიყვარხარ და მენატრები…

ენა

ბევრისათვის ცნობილია ეს წერილი, მაგრამ, ალბათ, არსებობენ ისეთნიც, ვისაც არ წაუკითხავს. გავკადნიერდი და სულ რამდენიმე ფრაზა შევცვალე ამ კლასიკოსის წერილში, წითელი ფერით  გამოვყავი დღევანდელი მაგალითები, თორემ  ტკივილი  იგივეა. უბრალოდ მაინტერესებს,  ვინც არა იცნობდა  ამ წერილს, წაკითხვის შემდეგ რას ფიქრობს:  ვის ეკუთვნის  და როდისაა დაწერილი? და თუ შეიცვალა  რამე?

„ჭირი დაუმალავი სჯობიაო. ეს ჭირიც ჩვენი ძველი ნაცნობია, თითქმის ნაჩვევი და გაშინაურებული.ქართული ენის ამღვრევისა დადამახინჯების შესახებ მოგახსენებთ. ეს საგანი გაცვეთილი და თავმოსაბეზრებელია, მაგრამ ჩვენი დანარჩენი ჭირ-ვარამნი და სატკივარნიც დაძველდნენ.ყველას ბავშვობიდანვე გვახსოვს ამ საგანზე ჩივილი და ზრუნვა, მაგრამ ჩვენი დასნეულებული ქართული ენა ფეხზე წამოდგომისა და დაწმენდის მაგიერ უარესად დაავადდა და ატალახდა. ისიც გვახსოვს, რომ ერთ დროს გადაგვარებულებს თითებზე ჩამოთვლიდით  ხოლმე. ეხლა კი ანგარიში აგვერია და სათვალავი დაგვეკარგა. გვახსოვს  ,,ცისკრის“, ,,მნათობის”, ,,ლიტერატურული საქართველოსა” და ,,განთიადის” ქართული, ეხლა კი – ,,ქართული სიტყვის” ერთი წერილის ავტორისა არ იყოს – ნაწერზე ადვილად გამოიცნობთ დამწერის დაბადების კუთხეს. ამ მხრივ ჩვენში უსაზღვრო თავისუფლება დამყარდა. აღარაფერს ერიდებიან და ჟუნრალ-გაზეთებში თამამად სწერენ: ,,ივენთი” ,,პართი”, პრეზენტაცია”,   „ კუხნა” , “შემწვარი კარტოშკა”, “პადვალი,” “სეილი”, “შოპინგი”, “დამესიჯება”, “დაკლიკება”, “დასეივება”  და სხვ.  არ ვაჭარბებ, ეს სიტყვები მე თვითონ წამიკითხია და იმავე დროს გამხსენებია, რომ თითო ასეთ სიტყვას ჩვენ შეგვიძლიან ორი და სამი ქართული დავახვედროთ.  უკან  აღარავინ იხედება.  ცოტაოდენი ცოდნა ენის კანონებისა სავალდებულოდ აღარავის მიაჩნია.
წიგნის ფურცელი სუსტი ანარეკლია იმ უბადრუკ სურათისა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით დღევანდელ ოჯახში, ქუჩაში და დაწესებულებებში. ამ დღეებში პარლამენტის სხდომას ვუსმენდი, დარბაზში  ნამდვილი სეტყვა მოდიოდა ასეთის სიტყვებისა: “იმიჯმეიკერი”,   “არენდატორი”,  ,,ისტებლიშენტი,”  „პოზიცია და ოპოზიცია,  “პრეზენტაცია” და ათასი ამისთანა ნარევი, გაუგებარი და გონჯი.
ასე ლაპარაკობდნენ ქართველები. ასეთივე ამბები ხდება დაწესებულებებში, სადაც ისევ ქართველები ოფლში იწურებიან ქართულის წერით. გეგონებათ, წინანდელ გიმნაზიელებს ლათინურს ან ბერძნულს აწერინებენო.
ან კი რა საკვირველია! დაიარეთ რომელიმე დაწესებულება და დაელაპარაკეთ თანამშრომლებს ქართულად. იშვიათად მიიღებთ პასუხს ქართულადვე. დაუგდეთ ყური ამ ხალხის ენას: ნამდვილი ვოლაპიუკი, ჟარგონი, უშნოდ ნარევი და ნამყნობი, უმგვანო. ამ ჯურის ხალხმა ხეირიანად არც ქართული იცის, არც რუსული და არც ინგლისური, თვითონვე რომ შეიგნონ თავიანთი უენობა და მოისმინონ თავიანთი ინგლისურ-რუსულ-ქართული ან სულ დამუნჯდებოდნენ, ან თავიდანვე დაიწყებდნენ ენის შესწავლას. უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.
აი, ასეთი ჰიბრიდები არიან, რომ ქართულ ენას და კულტურას უმზადებენ ლათინურ და ირლანდიურ ენების ბედს, ე.ი. ნელ-ნელა მარხავენ ჩვენი ხალხის ცოცხალ ენას – მეტად მდიდარს, მოქნილს, ფერადსა და ხმოვანს.
რას გვიშველის მარტო საქმის წარმოება ქართულად?! კათოლიკური ეკლესია დღესაც ლათინურ ენაზე აწარმოებს წირვას და მიწერ-მოწერას, მაგრამ ეს ენა მაინც მკვდარია. ნუთუ შეიძლება მოკვდეს ენა შოთასი, ილიასი, აკაკის და ვაჟასი? დაუჯერებელია! მაგრამ გონება და რეალობა მაინც თავისას გაიძახიან და მრისხანე მუქარას გვითვლიან.
თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ჩვენს ინტელეგენციაზეა ნათქვამი. იგი ჩემულობს ხალხის მეთაურობას და ხელმძღვანელობას. მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც, გახრწნა და გადაგვარებაშიც მასვე ეკუთვნის პირველობა და სხვებზე ადრე იმან უნდა დაიწყოს ზრუნვა საკუთარი თავის განკურნებაზე.
ზოგნი ამ სნეულებას უიმედოთ შესცქერიან, მე კი მაგონდება ერთი მაგალითი: 1905-1906 წლებში, სულ ორიოდე წელიწადში ყველა სომხები თავიანთ დედაენაზე ალაპარაკდნენ (ბარაქალა იმათ!)
როგორ მოხდა ეს ამბავი? სულ უბრალოდ: მოინდომეს და შეასრულეს, ხალხის ნებაყოფლობამ, უკვდავების ალღომ და სიცოცხლის წყურვილმა ასი წლის ნაშენი ზღუდენი გადალახა და თავისი ენით ამეტყველდა.
არც ჩვენა გვაქვს სხვა გზა, გარდა ასეთივე ნებისყოფის, დაჟინების, შეგნებისა და სიცოცხლის წყურვილისა.
ყველამ თვითონვე უნდა იზრუნოს თავის თავსა და ოჯახზე. „

მიხეილ   ჯავახიშვილი „ისევ ქართული ენის შესახებ“    1924წ., 25 მაისი

„ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედას“ გავლენით ორიოდე სიტყვა ბლოგერების მიერ პოსტების შექმნაზე

„ ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან?“

რამ გამახსენა ილიას ეს წერილი? ბოლო პერიოდში ბლოგერების  „ გადაპრანჭულმა“ წერის მანერამ. ადრე ( თუნდაც ერთი წლის წინ) მათი უმეტესობა მთელი სულითა და გულით წერდა, გსიამოვნებდა, რასაც კითხულობდი (თუნდაც არაფრის მომცემი ყოფილიყოს (სულიერების თვალსაზრისით), რადგან მეტ-ნაკლებად იგრძნობოდა  ვინ და როგორი პიროვნება იდგა პოსტის უკან, ახალა მგონი ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება ვცდები?

აშკარად იგრძნობა ბლოგერთაგან უმეტესობა მხოლოდ პიარისთვის წერს, თითქოს მხოლოდ ის აინტერესებს რამდენი მკითხველი ჰყავს და რამდენი კომენტარი დაიდება მის ბლოგზე. თითქოს შეკვეთილი პოსტებია, თავისუფლება აღარ იგრძნობა;  დაქირავებულ ჟურნალისტსა და  შეკვეთილ  სტატიაზე გაცილებით ძნელი „ გადასახარში“ შეკვეთილი პოსტებია.   :(

რამდენიმე ძველ ბლოგერსღა  შემორჩა ის ხალასი და სხარტი ენა, სტილი, წერის მანერა, სიგიჟე, მოწონებას და სიყვარულს რომ იმსახურებდა.

და ისევ ილია:

„დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა ვუყოთ? როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართული ანდაზა.  როგორიც ” პოსტები” იყო , იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩეენის  ”ბლოგების”დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა? “

გამოსაშვები გამოცდისათვის მზადება დავიწყოთ?

                                                              II

                                       ქართული ლიტერატურა

                                       ” შუშანიკის წამება”

1.რამდენ პერიოდად იყოფა ძველი ქართული ლიტერატურა?

ა.3        ბ.7       გ.4       დ.5

2.რას ნიშნავს სიტყვა ”ჰიმნოგრაფია”?

ა.აღწერას        ბ.ქებას            გ.სიმღერას      დ.წამებას

3.სადაური სიტყვაა ”ჰაგიოგრაფია”?

ა. ლათინური  ბ.ქართული    გ. ბერძნული  დ. სპარსული

4.როდის დაიწერა ”შუშანიკის წამება”?

ა.476-484        ბ.475-484        გ.476-482        დ.467-482

5.ვინ არის ავტორი ”შუშანიკის წამების”?

ა.იოანე თბილელი     ბ.იაკობ ხუცესი          გ.ლეონტი მროველი      დ. უცნობი ავტორი

6.საქართველოს რომელ კუთხეში მიმდინარეობს მოქმედება ნაწარმოებში?

ა.მესხეთში      ბ.კლარჯეთში               გ.ქართლში  დ.აფხაზეთში

7.რომელი საუკუნის ძეგლია ”შუშანიკის წამება”?

ა. V      ბ.VII      გ.X     დ.IV

8.რა ერქვა დედოფლის მოძღვარს?

ა.აფოცი           ბ.სახელი უცნობია     გ.იაკობი         დ.იოანე

9.ვინ იყო ვარსქენი?

ა.ამირა                        ბ.მეფე             გ.სპასალარი               დ,პიტიახში

10.ვისი ასული იყო შუშანიკი?

ა.არშუშასი      ბ.ვარდანის     გ.სამოელის    დ.ნაწარმოებში  არაფერია ნათქვამი

11.რამდენი ხანი იყო ვარსქენი სპარსეთში?

ა.სამი წელი    ბ.ნაწარმოებში  არაფერია ნათქვამი  გ. საერთოდ არ ყოფილა        დ.ერთი წელი

გამოსაშვები გამოცდისათვის მზადება დავიწყოთ?

                                                  I      

                                    ქართული ენა

1. რამდენი მეტყველების ნაწილი გვაქვს ქართულ ენაში?

ა.11      ბ.10     გ.12    

2. ენაში არსებულ  ბგერებს შეისწავლის :

ა. მორფოლოგია         ბ.ფონეტიკა    დ.სინტაქსი

3.სიტყვის ფორმებს და მათ მნიშვნელობას  შეისწავლის:

ა. მორფოლოგია         ბ.ფონეტიკა    დ.სინტაქსი

4.წინადადებას შეისწავლის:

ა. მორფოლოგია         ბ.ფონეტიკა    დ.სინტაქსი

5. ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.5       გ.10

6.ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.5       გ.10

7. დამოუკიდებელი   მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.4       გ.10

8.დამოკიდებული  მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.4       გ.10

9.რამდენ მარცვლიანია სიტყვა ”მაკრატელი”?

ა.3        ბ.2       გ.4

10. .რამდენ მარცვლიანია სიტყვა  ”ცეცხლს”?

ა.2        ბ.3       გ.1

11.ამათგან რომელი სიტყვა არ დაიმარცვლება?

ა.ყეფს     ბ.დადის      გ.ღმუის

12.ამათგან რომელი სიტყვაა არასწორად დამარცვლილი?

ა. სი-თხე         ბ.სიტყ-ვა        გ. ზაფ-ხული

”მარგალიტები” თუ ცრემლები

                         

 მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენას და ლიტერატურაში!

 1.ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. დაწერეთ მოკლე რეზიუმე.  ”გერონტი ქიქოძე, ტრაგიკული გრძნობა ნ. ბართშვილის ლირიკაში, გაზ. ”საქართველო”, 1916, №№260-261.

 რამოდენიმე პასუხი: ა. ” შოპენჰაუერი აღფრთოვანებული იყო ბარათშვილის შემოქმედებით, განსაკუთრებით მოსწონდა ”მერანი”.” ბ. ”ბევრი აქვთ საერთო ბარათაშვილსა და შოპენჰაუზსს.” გ. ”ბარათშვილი მოღვაწეობდა მე-9 საუკუნეში.”

2. მოკლედ ჩამოაყალიბეთ ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სალიტერატურო ენის ნორმების დადგენას.

 ა. სასწავლო-ეროვნული გეგმა; ბ. სახელმწიფო კონსტიტუცია; გ. დიფთონგებისაგან ენის გათავისუფლება;  დ. უნდა ემყარებოდეს ენის ეკოლოგიის დაცვის პრინციპს!

3.რას უწოდებენ სიტყვათა წყვილს: აღქმა – აღთქმა? განმარტეთ ორივე სიტყვა.

 ასეთ წყვილს ეწოდება: ტავტოლოგია; ტაფტალოგია; კალკი; პარანომია; აღქმა – არეკლვა; აღთქმა – ძველი აღთქმის გამოკვლევა; აღქმა -მცნების ცოდნა; აღთქმა- თვალით დანახული; აღქმა -გაიგო; აღთქმა – წარმოთქვა; აღთქმა -წყევლა; ” სიტყვათა წყვილს უწოდებთ ”აღქმა”, რათა აღთქმას არ უწოდებთ წყვილს!!!!!!!!” ”გამოკლევა ”აღქმა” არის სწორი მაგრამ თანხმოვნის შეცვლა ცვლის აზრს პარალომია ეწოდება აღთქმა”

4.მოსწავლემ დაწერა: არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მოახდინა. აუხსენით მას, რა სტილისტური ხარვეზი აქვს ამ წინადადებას

 ა. სიტყვათა არაადეკვატური დარღვეულია: საზ. აზრის შესწავლა ხდება და არა მოხდა; ბ. უნდა დააკონკრეტოს რომელმა ორგანიზაციამ მოახდინა შესწავლა; გ. სტილისტური ხარვეზია მოახდინა უნდა იყოს დაიწყო; დ. აღნიშნული წინადადების ხარვეზია მოახდინა. შესწავლა აღნიშნავს, რომ უკვე მოხდა; ე. ფარული ტავტოლოგია.

5.მოსწავლემ დაწერა:” იმათმა, უფროსებით ფრთშესხმულებმა, კონკურსისათვის მზადება დაიწყეს”. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა. განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

 ”იმათმა ისედაც მრავლობითშია და რათ უნდა მრავლობითის ნიშანი მა?”

6.  მოსწავლემ დაწერა: ”დავით აღმაშენებელმა სამშვილდე თურქებისაგან გაანთავისუფლა”. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა. განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

ა.უნდა იყოს: ”დავით აღმამშენებელი; ბ. დ. აღმაშენებელი; გ.მიუთითოს კონკრეტულად რა ადგილი; დ.როცა სახელი აღნიშნავს მასალას, მაშინ უნდა ნ ;  ე.ორთოგრაფიული შეცდომის გასწორებას, კერძოდ თ თნხმოვანის წინ ნ-ს ხმარება.”

7.. მოსწავლემ დაფაზე დაწერა შემდეგი ზმნები:” დაუწერია, ჩაუცვია, გაუწყვეტია”. გაასწორეთ შეცდომა  და  განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

ა.” დაუწერავს, ჩაუცვამს, გადაუწყვეტავს.”  ბ. ” ვ სუბიექტური პირის ნიშანი დაერთვის: დავუწერია, ჩავუცვია, გავუწყვეტია.”

8. მოსწავლემ დაწერა: ”ხელოვნების მუზეუმში არაერთი ექსპონატია, რომლის რესტავრაციას დიდი თანხა სჭირდება.” მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა.

ა.”მოსწავლეს დაახლოებით უნდა ეთქვა თანხის რაოდენობა”; ” დიდი რათ უნდა თანხა ხომ ისედაც ბევრს აღნიშნავს?”  გ. ექსპონანტი.

9.თქვენი მიზანია, განვლილი მასალიდან გაახსენოთ მოსწავლეებს ის საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ქვემდებარული დამოკიდებული წინადადების არსის უკეთ გასააზრებლად...

 ” ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა – გაზაფხულის ნათელი, მზიანი დილა გათენდა.  ქვემდებარე ”დილა” დამოკიდებულია დროზე ”გაზაფხულის”.

 10.წაიკითხეთ რეზო ინანიშვილის მინიატურა ”მარადიული პეიზაჟი”. გაანალიზეთ ტექსტი.

 ” მომხიბლელია ინანიშვილის პეიზაჟი, რა ჯობია იქ ყოფნას!”

11.წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია დაეხმაროთ მოსწავლეებს ამოიცნონ და გაიაზრონ შესასწავლი ტექსტების მხატვრული თავისებურებები. შეარჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ტექსტთაგან ერთ-ერთი…

ა. (მოკლი ვარიანტი) ” დავდგამ სპექტაკლს…… დარბაზიდან შეძახილები ვარქსენისადმი : მოღალატე, მოღალატე!… აფერუმ შენ ქალობას შუშანიკ!”              

                            სტილი ყველგან დაცულია. აფერუმ თქვენ!!!

გამოცდები

      ბანალური ფრაზა: გამოცდების ციებ-ცხელება მაქვს.  10 დღეა დაიწყო ქართულის ტესტების გასწორება.  1-ლი ვარიანტის შემოწმება  ”გასრულდა”, მე-2 ვარიანტს ვრჩებით. შარშანდელთნ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

სწორი პასუხები გაინტერესებთ?    :D

მარგალიტებიც მალე იქნება, ისე ავთანდილი  ჩაქუჩი რომ ყოფილა და ვაჭრები ლურსმნები,  იცოდით?! (ერთ-ერთი მარგალიტი)

Next Page »


Blog Stats

  • 41,077 hits

 

January 2012
F S S M T W T
« Nov    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

Online

Pages


Follow

Get every new post delivered to your Inbox.