Tag Archives: ჟარგონი

ბაბუა შეშას ჩეხს

           შეიძლება, (ეჭვი მაქვს) ბევრს არ მოსწონს ჩემი პოსტები, მაგრამ  მაინც  ”ვუცილობლობ, ვითარ ჯორი” და ვაგრძელებ ”გრამატიკულად ტვინების ბურღვას”.    🙂     

           მაშ ასე, თემისნიშნიანი ზმნების მართლწერის საკითხები

       თუ ზმნა ავ ან ამ დაბოლოებიანია, კითხვაზე რა უქნია? ინარჩუნებს ამ დაბოლოებას და იქნება: დაუსახავს და არა დაუსახია, დაუხატავს და არა დაუხატია, დაუმალავს და არა დაუმალია, შეუკერავს და არა შეუკერია, დაუსხამს და არა დაუსხია, დაუბამს და არა დაუბია, დაურტყამს და არა  დაურტყია

     არ შეიძლება ავ თემის ნიშნის დართვა შემდეგი  ზმნებისთვის:         იხვეჭს, იღეღს, კვეთს, კვეცს, ტეხს, ყეფს, ჩეჩს, ჩეხს, ჭექს, წერს, ხეთქს, ხვეწს  და არა: იხვეჭავს, იღეღავს, კვეთავს, კვეცავს,ტეხავს, ყეფავს, ჩეჩავს,ჩეხავს,ჭექავს,წერავს, ხეთქავს,ხვეწავს.   

          წვიმა იწყება, ჭექს.ბიჭი ქუჩას კვეთს და ეზოში შედის. იქვე ძაღლი ყეფს, ბაბუა კი შეშას ჩეხს.  სახლში შედის, ოთახში პატარა ძმა კაკალს ტეხს, ბებია კი მატყლს ჩეჩს. ბიჭი მაგიდასთან  ჯდება, პერანგს იღეღს. წიგნებს ამუშავებს, მოძიებულ მასალას კვეცს, ხვეწს და რომანს წერს. ამით სახელს იხვეჭს. ვიღაცა კი კუპატს ხეთქს

              ვიღაცისთვის  ასე საუბარი ტეხავს.(ჟარგონია და მოსულა)  🙂

9 Comments

Filed under მშობლიური ენა