ბაბუა შეშას ჩეხს

           შეიძლება, (ეჭვი მაქვს) ბევრს არ მოსწონს ჩემი პოსტები, მაგრამ  მაინც  ”ვუცილობლობ, ვითარ ჯორი” და ვაგრძელებ ”გრამატიკულად ტვინების ბურღვას”.    :)     

           მაშ ასე, თემისნიშნიანი ზმნების მართლწერის საკითხები

       თუ ზმნა ავ ან ამ დაბოლოებიანია, კითხვაზე რა უქნია? ინარჩუნებს ამ დაბოლოებას და იქნება: დაუსახავს და არა დაუსახია, დაუხატავს და არა დაუხატია, დაუმალავს და არა დაუმალია, შეუკერავს და არა შეუკერია, დაუსხამს და არა დაუსხია, დაუბამს და არა დაუბია, დაურტყამს და არა  დაურტყია

     არ შეიძლება ავ თემის ნიშნის დართვა შემდეგი  ზმნებისთვის:         იხვეჭს, იღეღს, კვეთს, კვეცს, ტეხს, ყეფს, ჩეჩს, ჩეხს, ჭექს, წერს, ხეთქს, ხვეწს  და არა: იხვეჭავს, იღეღავს, კვეთავს, კვეცავს,ტეხავს, ყეფავს, ჩეჩავს,ჩეხავს,ჭექავს,წერავს, ხეთქავს,ხვეწავს.   

          წვიმა იწყება, ჭექს.ბიჭი ქუჩას კვეთს და ეზოში შედის. იქვე ძაღლი ყეფს, ბაბუა კი შეშას ჩეხს.  სახლში შედის, ოთახში პატარა ძმა კაკალს ტეხს, ბებია კი მატყლს ჩეჩს. ბიჭი მაგიდასთან  ჯდება, პერანგს იღეღს. წიგნებს ამუშავებს, მოძიებულ მასალას კვეცს, ხვეწს და რომანს წერს. ამით სახელს იხვეჭს. ვიღაცა კი კუპატს ხეთქს

              ვიღაცისთვის  ასე საუბარი ტეხავს.(ჟარგონია და მოსულა) 🙂

9 Comments

Filed under მშობლიური ენა

9 responses to “ბაბუა შეშას ჩეხს

  1. აუ დაწერე რა განახლდება და ნახლდება-ზე გთხოვ.
    როკოსთან მაქვს დისკუსია

  2. საცოდავი ბიჭი :ლოლ: რა დღეში ექნება ნერვები, როცა ბაბუა ჩეხს, ბებია ჩეჩს, ძმა ტეხს, ხვეწს, კვეცს, იღეღს… ააააააააა!

    მიყვარს თქვენი ბლოგი და საერთოდ არ ტეხს სწორად საუბარი, ძალიანაც “ჩეჩს” (rocks -ის ჩემებური თარგმანი😀😀 უბრალოდ, ეს ზმნა მომეწონა და ჩასმა მომინდა)!!!

  3. sandro

    tuCebSi unda Semoartya visac ase laparaki “utydeba”.

  4. ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემატიკაა! მრავალ კითხვაზე ვიპოვე პასუხი!
    ერთი შეკითხვა მაქვს, რომელია მართებული ფორმა: გაუყიდია თუ გაუყიდავს? და რატომ?
    წინასწარ გიხდით მადლობას.

    თამუნა

    • სწორი ფორმაა გაუყიდია, რადგან ეს ზმნა -ავ- თემის ნიშანს არ დაირთავს. Iსერია: ყიდის – ყიდდა – ყიდდეს – გაყიდის – გაყიდდა – გაყიდდეს; IIსერია: გაყიდა – გაყიდოს; IIIსერია: გაუყიდია – გაეყიდა – გაეყიდოს;

  5. კარგი ბლოგია, ძალიან ძალიან კარგი:)

    კი, მაგ ზმნებში აუცილებელია –ავ თემის ნიშნის მოკვეცა. მაგრამ არსებობენ გამონაკლისი ფორმებიც, რომლებშიც აუცილებელია ავ თემის ნიშანი.
    მაგალითად: ბერტყავს, ლეწავს,რეცხავს,რეკავს,ჭედავს, ხეხავს, წვეთავს და არა (ბერტყს, ლეწს, რეცხს,რეკს,ჭედს, ხეხს, წვეთს).

    მაინც არ მესმის, რატომ უნდა იყოს სწორი ფორმა ჩეჩს და არასწორი– ხეხს. გაუგებარია ჩემთვის..:/

    • -ავ თემის ნიშანს კი არ იკვეცენ, არამედ საერთოდ არ დაირთავენ.ზოგი ზმნა გადასულია -ავ თემისნიშნიან ფუძეზე, სავარაუდოდ, ჩეჩს და ხეხს(ჯერ არ გადასულა 🙂 ) ზმნებიც დროთა განმავლობაში გადავლენ. ენა ხომ ცოცხალია!

  6. ninikela_1996

    magrad miyvars ena da dzalian magari “postia”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s