Tag Archives: უცხო სიტყვები

“თარგმანში დაკარგულები-2”

ახლა გთავაზობთ წინა პოსტის გაგრძელებას.

  1. რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსულ სიტყვებში Ю უნდა გადმოიცეს იუ– ჯგუფით: მანიკიური,რეზიუმე,კოსტიუმი,სიურპრიზი(და არა: მანიკური,რეზუმე, კოსტუმი.სურპრიზი). გამონაკლისია:კაფსული,პარაშუტი,ბროშურა…
  2. უმახვილო  О-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით ქართულში შემოსული სიტყვები,საკუთარი სახელები,გვარები და გეოგრაფიული სახელები ო-თი უნდა გადმოიცეს: კომპოტი, ოდიკოლონი, ვორონცოვი, ოდესა, ტოლსტოი(და არა: კამპოტი, ადეკალონი, ვარანცოვი, ადესა, ტალსტოი). გამონაკლისია: კატლეტი, კანტორა, კაპიკი, ლატარია, კამოდი.
  3. უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც რუსულში  ЕЯ-ზე ბოლოვდება, ქართულში ეა დაბოლოებით უნდა გადმოიცეს: ასამბლეა, გალანტერეა, გალერეა, ეპოპეა, იდეა(და არა: ასამბლეია, გალანტერეია, გალერეია, ეპოპეია,იდეია).
  4. ევროპული ენებიდან მომდინარე ლა და ლუ ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულში ЛЮ და  ЛЯ  კომპლექსებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფით: აკუმულაცია, აკუმულატორი,პლაჟი,ალუმინი, ასიმილაცია, ტრანსლაცია,ილუზია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, პლიაჟი, ტრანსლიაცია,ალიუმინი,ილიუზია).
  5. უცხო ენიდან შემოსულ სიტყვათა ერთ რიგს დედანში H აქვს, მაგრამ ზოგჯერ შეცდომით(რუსულის გავლენით) მის ნაცვლად  გ-ს ხმარობენ: ბეჰემოტი, ჰოპნოზი, ჰერკულესი, , ჰიბრიდი(და არა: – ბეგემოტი,გოპნოზი, გერკულესი,  გიბრიდი).
Advertisements

14 Comments

Filed under მშობლიური ენა

“თარგმანში დაკარგულები”

Blogroll.ge-ზე ”თარგმანში დაკარგულების” თვალიერებისას წავაწყდი Rocko-ს ამ კომენტარს: ” არავის დაუდგენია ეგ 🙂 ინგლისურად რომ ამ სიტყვაში ეგ ლათინური “k” გამოითქმის, როგორც “ქ”, არაფერს ნიშნავს. მაგალითად, “Tom Soyer”-ში “T” ინგლისურად გამოითქმის, როგორც “თ”, მაგრამ ქართულში იხმარება, როგორც “ტომ სოიერი” – “ტ”-თი. ქართული ტრანსლიტერაციის რამე კონკრეტული წესი მე არსად შემხვედრია. თუ იცით ასეთი – არ დამიმალოთ. 🙂 ”

                            არ გიმალავთ!

             უცხოური სიტყვების მართლწერა

ქართულ ენაში უცხო ენებიდან მრავალი სიტყვაა შემოსული, ბერძნულ-ლათინური ძირისაგან ნაწარმოები ე.წ. საერთაშორისო სიტყვებია დამკვიდრებული. ჩვენს ენაში ევროპული ენებიდან ბევრი სიტყვა შემოსულია რუსულის გზით, ამიტომ ხშირ შემთხვევაში ბგერები არასწორადაა გადმოსული ქართულში.

1. ბერძნულ-ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში ბგერა ქართული-თი უნდა გადმოიცეს(და არა ტ-თი), ხოლო – ქართული -თი: აპათია, ესთეტიკა, ქრესტომათია , მიზანთროპი,მეტაფიზიკა( და არა – აპატია, ესტეტიკა, ქრესტომატია, მიზანტროფი).

2. ბერძნულ-ლათინური წარმომავლობის სიტყვების X ქართულში -თი იცვლება: ქრიზანთემა, არაქისი,ბრონქები, ქოლერა,კონტაქტი(და არა – ხრიზანტემა,არახისი, ბრონხები,კონტაკტი). მეორე მხრივ, ლათინური Q-ს შესატყვისად ქართულში გვაქვს : კვორუმი, კვოტა, კოლოკვიუმი, ადეკვატური( და არა: ქვორუმი, ქვოტა, კოლოქვიუმი, ადექვატური).

3. გერმანული EI დიფთონგი აი-თი უნდა გადმოიცეს: ლაიფციგი, აინშტაინი, ცვაიგი, ვაიმარი(და არა: ლეიფციგი, ეინშტეინი, ცვეიგი, ვეიმარი). გამონაკლისია რუსულის გზით შემოსული სიტყვები: ეიხენვალდი, ეიზენშტეინი, ბრონშტეინი (და არა აიხენვალდი, აიზენშტეინი, ბრონშტაინი).

4. ქართულში ევ-ით და ავ-ით (და არა: ეუ-თი,ეი-თი ან აუ-თი) უნდა დაიწეროს eu და au დიფთონგების შემცველი სიტყვები: ლევკოციტები, ლევკემია, ავტონომია, ტავტოლოგია (და არა: ლეიკოციტები, ლეიკემია, აუტონომია). გამონაკლისია სიტყვები: ნეიტრალური, აუდიტორია.

 5. ინგლისური th-ს გადმოსაცემად უნდა ვიხმაროთ : Agatha, Katharine, Jonathan – აგათა, კათრინი, ჯონათანი.

18 Comments

Filed under მშობლიური ენა