Tag Archives: სკოლა

წიგნის საახალწლო ფესტივალი

2 წლის წინ  https://www.facebook.com/SiestaBooks?fref=ts  გადაწყვიტა დაებეჭდა “ქართული ენა ზარმაცებისათვის”, მაგრამ სათაურმა ისეთი “მაგიური ძალით იმოქმედა”, ამდენი ხანი ვფიქრობდი,რატომ ხელი არ მომტყდა, წიგნის სათაურში ზარმაცები რომ ჩავწერე-მეთქი 🙂
მაგრამ, ხომ იცით,ყველაფერი კარგად მთავრდება, ჰოდა, გეპატიჟებით იქ, სადაც მე,როგორც ავტორი, დამპატიჟეს 🙂

https://www.facebook.com/events/325528534302482/?notif_t=plan_user_joined

სანამ იქ მოხვალთ, მოლის ბლოგს ესტუმრეთ http://mollybloomsday.com/2014/04/13/qartuli-ena-zarmacebisatvis/ null

5 Comments

Filed under მშობლიური ენა

ჩემები

ჩემი მოსწავლეების ბლოგი შეაფასეთ – http://newtonvashli.tk/, სახელს ვუცვლით – “ფიქრები თავისუფალი სამყაროდან”.

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

სკოლა

16 სექტემბრიდან ახლ სკოლაში მივდივარ, ასე ჰქვია “ნიუტონის თავისუფალი სკოლა”.
ყველაფერი ახალი: ბავშვები, გარემო,სწავლება, ბავშვებისათვის თავისუფალად აზროვნების უფლება, კრეატიულობა.
თითქმის ყველა მოსწავლე( უფროსკლასელი აუცილებლად) გახდება ბლოგერი. ქართულის დავალებები პოსტების სახითაც ექნება დასაწერი 🙂
მოვლენების განვითარებას შეგატყობინებთ 🙂

2 Comments

Filed under ზოგადი

გამოსაშვები გამოცდისათვის მზადება დავიწყოთ?

                                                              II

                                       ქართული ლიტერატურა

                                       ” შუშანიკის წამება”

1.რამდენ პერიოდად იყოფა ძველი ქართული ლიტერატურა?

ა.3        ბ.7       გ.4       დ.5

2.რას ნიშნავს სიტყვა ”ჰიმნოგრაფია”?

ა.აღწერას        ბ.ქებას            გ.სიმღერას      დ.წამებას

3.სადაური სიტყვაა ”ჰაგიოგრაფია”?

ა. ლათინური  ბ.ქართული    გ. ბერძნული  დ. სპარსული

4.როდის დაიწერა ”შუშანიკის წამება”?

ა.476-484        ბ.475-484        გ.476-482        დ.467-482

5.ვინ არის ავტორი ”შუშანიკის წამების”?

ა.იოანე თბილელი     ბ.იაკობ ხუცესი          გ.ლეონტი მროველი      დ. უცნობი ავტორი

6.საქართველოს რომელ კუთხეში მიმდინარეობს მოქმედება ნაწარმოებში?

ა.მესხეთში      ბ.კლარჯეთში               გ.ქართლში  დ.აფხაზეთში

7.რომელი საუკუნის ძეგლია ”შუშანიკის წამება”?

ა. V      ბ.VII      გ.X     დ.IV

8.რა ერქვა დედოფლის მოძღვარს?

ა.აფოცი           ბ.სახელი უცნობია     გ.იაკობი         დ.იოანე

9.ვინ იყო ვარსქენი?

ა.ამირა                        ბ.მეფე             გ.სპასალარი               დ,პიტიახში

10.ვისი ასული იყო შუშანიკი?

ა.არშუშასი      ბ.ვარდანის     გ.სამოელის    დ.ნაწარმოებში  არაფერია ნათქვამი

11.რამდენი ხანი იყო ვარსქენი სპარსეთში?

ა.სამი წელი    ბ.ნაწარმოებში  არაფერია ნათქვამი  გ. საერთოდ არ ყოფილა        დ.ერთი წელი

დატოვე კომენტარი

Filed under მშობლიური ენა

გამოსაშვები გამოცდისათვის მზადება დავიწყოთ?

                                                  I      

                                    ქართული ენა

1. რამდენი მეტყველების ნაწილი გვაქვს ქართულ ენაში?

ა.11      ბ.10     გ.12    

2. ენაში არსებულ  ბგერებს შეისწავლის :

ა. მორფოლოგია         ბ.ფონეტიკა    დ.სინტაქსი

3.სიტყვის ფორმებს და მათ მნიშვნელობას  შეისწავლის:

ა. მორფოლოგია         ბ.ფონეტიკა    დ.სინტაქსი

4.წინადადებას შეისწავლის:

ა. მორფოლოგია         ბ.ფონეტიკა    დ.სინტაქსი

5. ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.5       გ.10

6.ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.5       გ.10

7. დამოუკიდებელი   მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.4       გ.10

8.დამოკიდებული  მეტყველების ნაწილი ქართულ ენაში  გვაქვს:

ა.6        ბ.4       გ.10

9.რამდენ მარცვლიანია სიტყვა ”მაკრატელი”?

ა.3        ბ.2       გ.4

10. .რამდენ მარცვლიანია სიტყვა  ”ცეცხლს”?

ა.2        ბ.3       გ.1

11.ამათგან რომელი სიტყვა არ დაიმარცვლება?

ა.ყეფს     ბ.დადის      გ.ღმუის

12.ამათგან რომელი სიტყვაა არასწორად დამარცვლილი?

ა. სი-თხე         ბ.სიტყ-ვა        გ. ზაფ-ხული

3 Comments

Filed under ზოგადი, მშობლიური ენა

ბოლო ზარი

    ბავშვებო,  გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

    ხვალ დილით უკვე ბავშვები აღარ იქნებით, ერთ დღეში გაიზრდებით. ჩემი ნაბოლარაც ერთ-ერთი თქვენგანია. თეთრი პერანგითა და ”მარკერებით” შეიარაღბული წავიდა სკოლაში,ბავშვობასთან დასამშვიდობებლად. მინდა ვუსურვო (მასთან ერთად თქვენც), მუდამ ასეთი ბედნიერი იყოს  და ცხოვრება ისეთი მოხატული ჰქონდეს ცისარტყელას ფერებით, როგორიც დღევანდელი თეთრი პერანგი.

              გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!  🙂  🙂  🙂

     ლაზარემ სკოლა დაამთავრა!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ჩვენი ენა ქართული

”საქართველოს ენის ფასი მე ვიცი,რადგან ეგ ენას შამნახველი   ვარ! (ფერეიდნელი ქართველი)

       როგორ ვმეტყველებთ?  საშინელად!

      რისი ბრალია ან იქნებ ვისი?  ყველასი და ყველაფრის! 

      სახლში, სკოლაში, უნივერსიტეტში – თითქმის ყველგან დამახინჯებული, ”გატყლარჭულ-გაპრანჭული”ქართული გვესმის, მაგრამ რაც ტელევიზიაში ხდებაააააააა, ამის ასახსნელი  ტერმინი  ჩვენს ენაში არ არსებობს.  მინდოდა ამ თემაზე დამეწერა,მაგრამ …ჰოდა  Soipe Goldden-ის Turn on that box-მა მიბიძგა ახლა… ამოუწურავი თემაა თანამედროვე ”პროფესიონალ” ჟურნალისტთა მეტყველება, რომლებსაც თურმე ”ჯულიეტა ვაშაყმაძისგან რა უნდა ესწავლათ”,  რა და მეტყველება!!! 

     ამჟამად რამდენიმე საკითხს გამოვყოფ,რომლებიც აქტუალური მეჩვენება. ნაცვალსახელი  იგივე მხოლოდ სახელობით ბრუნვაშია ასეთი ფუძით,ყველა დანარჩენ ბრუნვაში მას ენაცვლება ფუძე – იმავე.

  მარგალიტები:  1.იგივე მინისტრის განცხადებით  2.იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით 3. ხდება ხოლმე, რომ ერთი და იგივე ხალხს ვხედავთ  და ა.შ.

        ნაცვალსახელი იგივე   -ვე-  ნაწილაკდართული იგია და ასე იბრუვის:

  1.  სახ.         იგივე                               იგივე   პოსტი
  2.  მოთხ.    იმანვე//მანვე            იმავე   პოსტმა
  3. მიც.         იმასვე//მასვე            იმავე   პოსტს
  4. ნათ.        იმისვე//მისვე            იმავე   პოსტის
  5. მოქ.        იმითვე//მითვე          იმავე   პოსტით
  6. ვით.       იმადვე//მადვე           იმავე   პოსტად

 

  1.  სახ.        ერთი   და   იგივე             ერთი    და იგივე   პოსტი 
  2.  მოთხ.   ერთმა და  იმავემ           ერთმა და იმავე   პოსტმა
  3. მიც.         ერთსა და იმავეს           ერთსა და იმავე   პოსტს
  4. ნათ.        ერთისა და იმავესი      ერთისა და იმავე   პოსტის
  5. მოქ.        ერთითა და იმავეთი    ერთითა და იმავე   პოსტით
  6. ვით.       ერთ(სა) და იმავედ       ერთ(სა) და იმავე პოსტად

      სახალისო მარგალიტი აბიტურიენტის შემოქმედებიდანაც:  ”გრიგოლ ხანძთელმა ააგო მრავალი ციხე-სიმაგრე,მათგან აღსანიშნავია ბეთანიის, ტაო-კლარჯეთისა და ანანურის,აგრეთვე ააშენა ბერებისათვის და ფეოდალებისათვის სასადილო ოთახები და აბანოები…”

                                       გაგრძელება იქნება

2 Comments

Filed under მშობლიური ენა