Tag Archives: სიმშვიდე

ოცნებაა?

დავიღლე, ალბათ, ყველას (უმეტესობას მაინც) ასეთი გრძნობა აქვს…
აღარ მინდა, დღე იწყებოდეს და მთვრდებოდეს ნეგატიური ინფორმაციით…
აღარ მინდა, პრეზიდენტი ჩარეცხილს მიწოდებდეს, პრემიერი – ანალიზის უუნაროს, განათლების მინისტრი “ანალოგიური აზროვნების” გამო – დაბალი ინტელექტის პატრონს…
აღარ მინდა, ამდენი სიბინძურის, სისატიკის, ზიზღის, აგრესის ყურება და მოსმენა…
აღარ მინდა, დამნაშავის მუდამ წარსულში ძებნა(22 წელია ამას ვაკეთებთ)…
აღარ მინდა, მინისტრი და დეპუტატი მენტორ-მასწავლებლებად…
ბევრი რამ აღარ მინდა…
მინდა, დღე მშვიდი და ლამაზი იყოს…
მინდა, პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს, დეპუტატს… ახსოვდეთ, რომ ისინი ჩვენ გვემსახურებიან,ჩვენ ავირჩიეთ და შეგვიძლია პასუხი მოვთხოვოთ…
მინდა, არ ვიცოდე ჩვენგან დაქირავებული საჯარო მოხელეების გვარები…
მინდა… ბევრი არაფერი, ჩემს ქვეყანაში მშვიდად მაცხოვრეთ რა …

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

გამოცდა

გამოცდა

არაფერზე ინერვიულო, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება! ჩააბარებ – ბედნიერ იქნები, რომ სტუდენტი გახდი; ვერ ჩააბარებ, მაინც ბედნიერი იქნები, რადგან ამით არაფერი მთავრდება და სიცოცხლე გრძელდება 🙂
გქონდეს მხოლოდ შენი თავის იმედი, რადგან სამებაში დალოცვაზე შენ გარდა კიდევ 30000 აბიტურიენტი იყო, ჩასარიცხი კი მხოლოდ 24000-ია;
იცი ის, რაც იცი, ამ ორ დღეში მაინც ვეღარაფერს ისწავლი 🙂
ახლა გვიანია თითზე კბენანი, ნეტავ მეტი გამეკეთებინა, წამეკითხა, თემები დამეწერა და ა. შ.
მშვიდად,წყნარად …
გახსოვს სულხან-საბას „ უგუნური მცურავი?“

4 Comments

Filed under სხვადასხვა