Tag Archives: რიცხვი

ურთიერთობები

მე მგონია, სათაურით შემოგიტყუეთ.   🙂  🙂  🙂

გრამატიკულ  ურთიერთობებზე ვაგრძელებ საუბარს. წინა პოსტში  ზმნისა ( ვაკონკრეტებ ზოგიერთებისთვის,   🙂   ზმნა სინტაქსურად  შემასმენელია – ვწერ, ვბეჭდავ და ა.შ.)  და სახელის, კერძოდ, ქვემდებარის ( ისევ ვაკონკრეტებ, ბლოგერი (ქვემ.)  წერს) ურთიერთობაზე ვწერდი, დღეს კი შემასმენლისა და დამატება -ობიექტის(ბლოგერი წერს პოსტს(დამ.) ) ურთიერთობაზე მოგახსენებთ ორიოდე სიტყვას.

ქართულ ენაში ზმნაში გამოხატულია მოქმედი(სუბიექტი S ) და უმოქმედო(ობიექტი O) პირი : ბლოგერმა(S) დაგიწერა მკითხველს(O) პოსტი(O). ობიექტურ პირებს შორის განსხვავებაა: პოსტი – არის პირდაპირი ობიექტი, რადგან მოქმედების უშუალო საგანია, მას მოქმედება პირდაპირ ეხება, ხოლო მკითხველს – ირიბი ობიექტია, ის უშუალო მოქმედების საგანი არ არის.

1. პირველი პირის ფორმასთან  ობიექტის რიცხვი ყოველთვის გარჩეულია: გვხატავს ის ჩვენ; გვხატავენ ისინი ჩვენ (Oპირდაპირი); გვესალმება ის ჩვენ; გვესალმებიან ისინი ჩვენ(Oირიბი).

2. თუ ობიექტი მეორე პირია (შენ), მისი მრავლობითობა (თქვენ) – პირდაპირია ის თუ ირიბი, ერთნაირად აისახება ზმნაში, მას – დაბოლოება დაერთვის: ბლოგერმა დაგიწერათ მკითხველებს პოსტი (Oირიბი). სტუმარმა შეგაწუხათ თქვენ(Oპირდაპირი).  თუმცა, თუ  O-თან ერთად S-ც მრავლობითში დგას, მაშინ ზმნაში ასახულია  S-ის რიცხვი და არა – O-ისა:  დაგიწერეს ბლოგერებმა მკითხველებს პოსტი;  შეგაწუხეს სტუმრებმა  თქვენ.

3. ა) მრავლობითში დასმული მესამე პირის პირდაპირი ობიექტი თანამედროვე  ქართულში ვერ ითანხმებს ზმნას რიცხვში: სტუმარმა  შეაწუხა ისინი.

        ბ) ირიბი ობიექტის მრავლობითობა არ აღინიშნება გარდამავალი ზმნის ფორმასთან:  კოდალა აცლიდა ჭია-ღუებს ხეებს;  გ) გარდაუვალი ზმნის  ფორმასთან კი  მრავლობითობა  შეიძლება აღინიშნოს და შეიძლება არა. ამდენად ორივე ვარიანტი დასაშვებ სალიტერატურო ნორმად არის მიჩნეული: დამშეულ ძაღლებს სუნი ეცათ//  დამშეულ ძაღლებს სუნი ეცარა ამბავი ელოდა მათ?//რა ამბავი ელოდათ მათ?

თუ ობიექტთან ერთად სუბიექტიც მრავლობითში დგას, ზმნის ფორმაში S-ის რიცხვი აისახება: დამშეულ ძაღლებს მგლები ეცნენ და არა: დამშეულ ძაღლებს მგლები ეცათ.

 

  P.S. კომენტარებში შეგიძლიათ შეკითხვები დატოვოთ ( თუ რაიმე ვერ გაიგეთ).   🙂

6 Comments

Filed under მშობლიური ენა

რიცხვი

      დაძინებას ვაპირებდი, შეკითხვა რომ დამისვეს,რომელია სწორი ფორმა კარები თუ კარებებიო. ჰოდა, წინა პოსტში არ დავწერე, ყველამ ჩვენი საქმე გავაკეთოთ-მეთქი და ამიტომ 10 წუთით დავივიწყე ძილზე ფიქრი:  სწორია,  კარები.   კარი (შენობის შესასვლელი) არის მხოლობით რიცხვში, მრავლობით რიცხვში კი იქნება  კარ-ებ-ი(ებიანი) ან კარ-ნ-ი(ნარ-თანიანი) და ჩვეულებრივ ორ-ნაწილედ კარზე ითქმის.  ასე რომ,სწორია კარები და არა კარებები.

    შემდეგ პოსტში თუ დაგაინტერესებთ წაიკითხეთ,  სწორია თუ არა ბოდიშით, კარგით,გამარჯობათ და ა.შ.

     ახლა ზოგმა არ გაიფიქროს,  🙂 გამოვიდა ესეც ღვინჯილიაო, აქ მაინც დაგვანებეთ თავიო,როგორც მინდა ისე დავწერ და ვილაპარაკებო ( ვინ იცის კიდევ რა მოუვა თავში). კი, ბატონო, შენ რაც გინდა ის ქენი, მეც ჩემსას ვიზამ! 😀       

                 წავედი, ძილი ნებისა!!!  🙂

2 Comments

Filed under მშობლიური ენა