Tag Archives: პოსტი

დაბრუნება (სავარაუდო)

ძალიან დიდი ხანია, პოსტი არ გამომიქვეყნებია. ამის რამდენიმე მიზეზი მაქვს – უდროობა, ფბ-ით ჩანაცვლება, სიზარმაცე … ყველა ერთად და ცალ-ცალკეც   🙂  მოკლედ, გადავწყვიტე, ისევ აქტიურად ვწერო პოსტები, რამდენად მოვახერხებ, დრო მიჩვენებს  🙂

შეხვედრამდე!

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

მაქვს თუ მყავს?

დიდი ხანია პოსტი არ დამიწერია,ვერ ვახერხებ. 😦 თუმცა რამდენიმე შეკითხვამ ისევ ბლოგზე შემომიყვანა,ერთ-ერთი ესაა – “ქალბატონო, ზინა, გამარჯობა.. მანქანა მყავს და მანქანა მაქვს, რომელია სწორი ფორმა?”
აი, ესეც პასუხი: მანქანა უსულო საგანია (ვისთვის როგორ)და გრამატიკულად მას(მანქანას)შეესაბამება მაქვს(სკამი მაქვს, სახლი მაქვს, ტახტი მაქვს და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ მაქვს 🙂 ), თუმცა დამკვიდრებულია მყავს, რადგან ადრე, ჯერ კიდევ ბნელი რომ იყო ხალხი, მანქანა ოჯახის წევრად ითვლებოდა. 🙂
სკამი და წიგნი აქვს,მანქანა და ცოლი კი ჰყავს, ყვავილები და ტორტი მიაქვს, მაგრამ მანქანა მიჰყავს. 🙂
ასე რომ, მანქანა მყავს! . 🙂

13 Comments

Filed under ზოგადი

„ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედას“ გავლენით ორიოდე სიტყვა ბლოგერების მიერ პოსტების შექმნაზე

„ ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან?“

რამ გამახსენა ილიას ეს წერილი? ბოლო პერიოდში ბლოგერების  „ გადაპრანჭულმა“ წერის მანერამ. ადრე ( თუნდაც ერთი წლის წინ) მათი უმეტესობა მთელი სულითა და გულით წერდა, გსიამოვნებდა, რასაც კითხულობდი (თუნდაც არაფრის მომცემი ყოფილიყოს (სულიერების თვალსაზრისით), რადგან მეტ-ნაკლებად იგრძნობოდა  ვინ და როგორი პიროვნება იდგა პოსტის უკან, ახალა მგონი ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება ვცდები?

აშკარად იგრძნობა ბლოგერთაგან უმეტესობა მხოლოდ პიარისთვის წერს, თითქოს მხოლოდ ის აინტერესებს რამდენი მკითხველი ჰყავს და რამდენი კომენტარი დაიდება მის ბლოგზე. თითქოს შეკვეთილი პოსტებია, თავისუფლება აღარ იგრძნობა;  დაქირავებულ ჟურნალისტსა და  შეკვეთილ  სტატიაზე გაცილებით ძნელი „ გადასახარში“ შეკვეთილი პოსტებია.   😦

რამდენიმე ძველ ბლოგერსღა  შემორჩა ის ხალასი და სხარტი ენა, სტილი, წერის მანერა, სიგიჟე, მოწონებას და სიყვარულს რომ იმსახურებდა.

და ისევ ილია:

„დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა ვუყოთ? როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართული ანდაზა.  როგორიც ” პოსტები” იყო , იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩეენის  “ბლოგების”დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა? “

4 Comments

Filed under მოსაზრება

სიყვარული

      ”ძილი ნებისა”,  ასე დამიმთავრებია ჩემი წინა პოსტი და გამოქვეყნების  თარიღს  რომ შევხედე, ”რამდენი მძინებია-მეთქი”…  ამდენი ძილის მიზეზიც მქონდა: აქეთ ოჯახი, იქით მოსწავლეები, სამსახურიც ემატება და ჩემთვის, მარტოობისთვის, დრო აღარ მრჩება;  ვითომ ვწუწუნებ?! 

             ფიქრები – აქ ხომ მაინც შეიძლება ადამიანი მარტო იყოს,მაგრამ არც აქ მტოვებენ მარტო  🙂  არა აქვს მნიშვნელობა რაზე, როგორ, სად, რატომ ვფიქრობ – სათითაოდ (თან რამდენი არიან  🙂 ) ყველამ უნდა დამისვას კითხვა : დე, (ან ცუცა, ესე ზურა მომმართავს)  რა იყო? რაზე ფიქრობ?  რატომ ხარ მოწყენილი?  ვინ გაგაბრაზა? 

 -არავინ!  

– აბა, ცუდ ხასიათზე რატომ ხარ?  

 -არა ვარ, ვფიქრობ. 

 -რაზე?  

-არაფერზე!

-მაინც?

-სიყვარულზე!

          ამის შემდეგ მანებებენ თავს, რადგან მათაც იციან, რომ რაზეც არ უნდა იფიქრო, ყველაფერს სიყვარული უდევს საფუძვლად. თუ ქმარი  არ გიყვარს, რატომ იფიქრებ მასზე, მაშინაც კი როცა შენს გვერდით არის; შვილი თუ არ გიყვარს, რატომ ფიქრობ და წუხარ მასზე?  მოსწავლე (ჩემ შემთხვევაში) თუ არ გიყვარს, რატომ ნერვიულობ მასზე?  ქვეყანა თუ არ გიყვარს, რატომ გტკივა ასე? და… უსასრულოდ შეიძლება გაგრძელება…  (ჩვენი ოჯახის  შემთხვევაში მხოლოდ მოვალეობებზე დამყარებული ურთიერთობები და გრძნობები გამოირიცხება!  ნუ შემეკამათებით  🙂 , თუმცა მოვალეობებიც  არ გვავიწყდება.) 

      გუშინ საბაც გავაბრაზე, გინდა თუ არა მითხარი, რამდენი ქულა მიიღე-მეთქი.  😦 დილით მისი პოსტი რომ წავიკითხე, ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ მოვუშალე ნერვები-მეთქი, მაგრამ რა ვქნა, დედა ვარ და მითხარი რა, რამდენი ქულა მიიღე?   😀  😀  😀   

                 რახან პოსტს ვწერ ე.ი. თქვენც ძალიან მიყვარხართ!  🙂 

7 Comments

Filed under ფიქრები