Tag Archives: ომი

მხოლოდ შიში?

          ლეო ქიჩელის  ”ჰაკი აძბას” ვაანალიზებდით და ერთ-ერთმა მოსწავლემ საზიზღარი უწოდა იმდროინდელი სოხუმის საზოგადოებას. შემდეგ კი  გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს ხაშურში მომხდარი ფაქტი, რომელსაც თავად შეესწრო(მისი ბებია იქ ცხოვრობს).

            ხაშურის ბაზარში რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ, 1კოლოფი სიგარეტის ყიდვა უნდოდათ და 10 რუბლი გაუწოდეს გამყიდველს. მან ფული არ გამოართვა,1 კოლოფის ნაცვლად 1შეკვრა საჩუქრად მისცა, გარშემო მყოფებმა კი ყუთებით გაატანეს ხილიო. რუსები ეუბნებოდნენ არ გვინდა, არ გვჭირდებაო. ესენი კი”ტენიდნენ”, თვიანთი ხელით უწყობდნენ მანქანაშიო. მაშინ თითქოს ამას ყურადღება არ მივაქციე, ახლა კი, ”ჰაკი აძბას” წაკითხვის შემდეგ, ძალიან გავბრაზდი და მაინტერესებს, რითი განსხვავდება  ის საზოგადოება დღევანდლისაგან, ამათ რა ვუწოდოო?!

                       ვითომ მხოლოდ შიშია?!

4 Comments

Filed under ზოგადი

ბაკულას ღორები გალაქტიონის ბოსტანში და რუსის ჯარი საქართველოში

შემთხვევით რომ არაფერი ხდება ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ბოლო დღეებია გონებაში დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან „ბაკულას ღორები“ ფრაზები ამომიტივტივდა: „ ერთი ოხერი, ყოვლად გაფუჭებული მეზობელი გამიჩნდა, ის უნდა შემიშინო შაშა!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩვენთვის კი დიდი რამეა!… თქვენ დაგინახავსთ და სული კოჭებში ჩოუვა?!… შეშინდება!“

რა დროს „ბაკულას ღორებია“– მეთქი ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე ხელახლა გადამეკითხა ეს მოთხრობა. მართლაც რომ, კლასიკოსია ჩვენი დიდი მწერალი! თუ რატომ თვლის ქართველი დავით კლდიაშვილს კლასიკოსად, ამისთვის შეგახსენებთ ამ ტერმინის განმარტებას: კლასიკოსი – დიდი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საყოველთაოდ აღიარებულია და ყოველთვის, ყოველ დროს სანიმუშოდ არის მიჩნეული. რამდენად სანიმუშოდ მიგვაჩნდა „ბაკულას ღორები“ ამას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, დღეიდან სამაგიდო წიგნად რომ უნდა გაიხადოს ზოგიერთმა. შეიძლება კითხვა გაუჩნდეს მკითხველს, სად „ბაკულას ღორები“ და სად ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაო, ამიტომ სულ რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ მოთხრობიდან და დასკვნა თავად გამოიტანეთ: „– უიმე, უიმე!… ღმერთო მომკალი!… ასე კაცის ამოგდება გაგონილა ქვეყანაზე?!… თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი ძირფესვიანად, რავარც თქვენ ეს ჩემი ბოსტანი ამომიგდეთ!… თქვენი პატრონი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა… დასწყევლა და მოსპო მამა ზეციერმა!“ ასე კლდიაშვილის ზენათი ბოსტანში „მოვარდნილ“ ღორებსა და ცხვრებს წყევლის, რომლებიც „ერთ თვალის დახამხამებაში, სულ ერთიანად გადაჭამენ, გადასისნიან, აღარაფერს  დატოვებენ“ ხოლმე…


ძალიან ჰგავს საქართველოში შემოსული რუსის ჯარი ბოსტნის ამომგდებ ღორებსა და ცხვრებს!

Continue reading

4 Comments

Filed under პოლიტიკა, შთაბეჭდილება