Tag Archives: მე

ჩემები

ჩემი მოსწავლეების ბლოგი შეაფასეთ – http://newtonvashli.tk/, სახელს ვუცვლით – “ფიქრები თავისუფალი სამყაროდან”.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ჩემ შესახებ თუ ჩემს შესახებ

     დღეს აღარ ვაპირებდი პოსტის დაწერას, მაგრამ რამდენჯერმე მკითხეს,  🙂  რომელია სწორი ფორმა ”შენს შესახებ თუ შენ შესახებო” და ამიტომ ისევ ვიწყებ ტვინის ბურღვას.

       ბრუნვის ფორმებს შეიძლება დაერთოს ცალკე მდგომი თანდებულები, ისინი დამოუკიდებელ სიტყვად იწერება და ძირითადად ნათესაობით ბრუნვასთან გვხვდება.ამ თანდებულთა უმეტესობა გვხვდება I და II პირის ნაცვალსახელებთან :

  1. სახ.          მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  2. მოთხ.      მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  3. მიც.          მე         ჩვენ       შენ        თქვენ
  4. ნათ.         ჩემ       ჩვენ       შენ        თქვენ

    აქედან გამომდინარე:  ჩემ შესახებ, შენ მიმართ, ჩემ გამო, შენ გარდა, ჩემ მერე, შენ მაგიერ, ჩემ შემდეგ, შენ უკან, ჩემ გამო, შენ წინაშე, ჩემ მიერ, შენ იქით, ჩემ პირდაპირ, შენ გარშემო, ჩემ ქვემოთ, შენ პირდაპირ და ა.შ.  ანალოგიურად იქნება ჩვენ და თქვენ ნაცვალსახელებთანაც.

        დღეისათვის მორჩა…..

7 Comments

Filed under მშობლიური ენა