Tag Archives: მედია

ყოველი ჩვენგანი

    ყური ისე შევაჩვიეთ, რომ აღარც კი გვეხამუშება გამოთქმები: ყოველი ჩვენთაგანი, თითოეული თქვენთაგანი. ყოველ ფეხის ნაბიჯზე – სახლში, ქუჩაში, მედიაში, ოფიციალურ გამოსვლებში, გვხვდება  არასწორი ფორმები. საიდან მივიღეთ ფორმები:  ჩვენთაგანი, თქვენთაგანი და მათთაგანი?  პირის ნაცვალსახელებზე  – გან თანდებულის დართვით წარმოიქმნება ზედსართავი სახელები:

ჩვენგან  ————  ჩვენგანი >    ჩვენთაგანი

თქვენგან———– თქვენგანი >    თქვენთაგანი

მათგან————– მათგანი  >     მათთაგანი

   არასწორ ფორმებში მრავლობითის  – თა ნიშნის გაჩენა სრულიად უმართებულო და ზედმეტია, რადგან თვით ნაცვალსახელები (ჩვენ, თქვენ, მათ)  გამოხატავს მრავლობითს.

2 Comments

Filed under მშობლიური ენა

” ფრანკენშტეინი” მოდის

აპრილის პირველი დღეა, ნაცვლად იმისა რომ გაზაფხულის სურნელებით დავტკბეთ, ”გუგულის ბუდესავით” ჩაკეტილ საქართველოში ყველანი, ან თითქმის ყველანი, ილიკო და ილარიონივით პოლიტიკით ვართ დაკავებულნი და ოლღა ბებიას აზრებსაც ვისმენთ. რაც უფრო დიდხანს ვფიქრობ (ვფიქრობ კი) მგონია, რომ საშიშროება გველის. ასე მგონია ”ფრანკენშტეინი” მოდის ! ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური მონსტრი, კომუნისტურ-ზვიადისტურ-შევარდნაძე-მიშისტური ბლოკი.

შვეცდები აგიხსნათ, ყველას სურვილი აქვს შეიქმნას კოალიციური მთავრობა. კარგი, ბატონო, სასურველია, მაგრამ ვინ უნდა შევიდეს ამ კოალიციურ მთავრობაში. როგორ წარმოგიდგენიათ მოქმედი პოლიტიკო სებიდან  ( ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იგულისხმება) ვის ექნება პრეტენზია მინისტრის პორტფელზე? მე ჩემს აზრს მოგახსენებთ:

პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ გვინდაო, კარგი, ბატონო.  

პრემიერ-მინისტრი — დახოცავენ ერთმანეთს, ბოლოს ბურჯანაძეს  ან ალასანიას აირჩევენ!    

ეკონომიკის    მინისტრი —   ზვიად ძიძიგური, კაცი, რომელმაც სამტრედია გადაკეტა – რუსეთს გაუჭირდებაო!

ფინანსთა მინისტრი — ზურაბ ნოღაიდელი, დარჩა ნეტავ რამე შესაჭმელი!

ენერგეტიკის მინისტრი — გიორგი გუგავა, სასამართლოებ ით ყველაზე  უკეთ იცნობს ამ სფეროს.

იუსტიციის მინისტრი — თინათინ ხიდაშელი, ჭკვიანი ქალბატონია, გვარამიაც ჭკვიანია! შეიძლება ბესელიამაც გამოთქვას პრეტენზია!

განათლების მინისტრი — ლევან  ბერძენიშვილი, რა მეთქმის!

თავდაცვის მინისტრი — ლოთი ქობალია (გმირად შერაცხეს ამ ბოლო დროს) ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის მკვლელი.

მედია-სივრცის ”უფროსი” — კანტორა ”კავკასიის” ბრიგადირი დავით აქუბარდია!

საგარეო საქმეთა მინისტრი  –— სალომე ზურაბიშვილი, თუ დაჯერდა ამას. 

თსუ-ს რექტორი — გუგული მგელაძე…

ეროვნული ბანკის მმართველი — ნოდარ ჯავახიშვილი, ხშირად იწვევს თავის კანტორაში აქუბარდია.

კულტურის მინისტრი — გოგა ხაინდრავა, რეჟისორია კაცი, რურუასავით.

შინაგან საქმეთა მინისტრი — ირაკლი ოქრუაშვილი, გამოცდილი კაცია. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე — შალვა ნათელაშვილი, სასამართლოებში”ნავალი” კაცია,ხელთათმანები აქვს და პარიკსაც შეიძენს.

იდეოლოგია — ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის”.

დაახლოებით ესე მესახება ჩვენი კოალიციური მთავრობა, დანარჩენი კანდიდატების დასაქმება თქვენთვის მომინდვია!

სანათასავით გულანთებული დედა.

5 Comments

Filed under ფიქრები