Tag Archives: ილია

„ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის კაზლოვიდან „შეშლილის“ თარგმანზედას“ გავლენით ორიოდე სიტყვა ბლოგერების მიერ პოსტების შექმნაზე

„ ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან?“

რამ გამახსენა ილიას ეს წერილი? ბოლო პერიოდში ბლოგერების  „ გადაპრანჭულმა“ წერის მანერამ. ადრე ( თუნდაც ერთი წლის წინ) მათი უმეტესობა მთელი სულითა და გულით წერდა, გსიამოვნებდა, რასაც კითხულობდი (თუნდაც არაფრის მომცემი ყოფილიყოს (სულიერების თვალსაზრისით), რადგან მეტ-ნაკლებად იგრძნობოდა  ვინ და როგორი პიროვნება იდგა პოსტის უკან, ახალა მგონი ბევრი რამ შეიცვალა. შეიძლება ვცდები?

აშკარად იგრძნობა ბლოგერთაგან უმეტესობა მხოლოდ პიარისთვის წერს, თითქოს მხოლოდ ის აინტერესებს რამდენი მკითხველი ჰყავს და რამდენი კომენტარი დაიდება მის ბლოგზე. თითქოს შეკვეთილი პოსტებია, თავისუფლება აღარ იგრძნობა;  დაქირავებულ ჟურნალისტსა და  შეკვეთილ  სტატიაზე გაცილებით ძნელი „ გადასახარში“ შეკვეთილი პოსტებია.   😦

რამდენიმე ძველ ბლოგერსღა  შემორჩა ის ხალასი და სხარტი ენა, სტილი, წერის მანერა, სიგიჟე, მოწონებას და სიყვარულს რომ იმსახურებდა.

და ისევ ილია:

„დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვითხოვთ ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა ვუყოთ? როგორიც მღვდელია, ისეთიც ერიაო, ანბობს ქართული ანდაზა.  როგორიც ” პოსტები” იყო , იმისთანაც, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩეენის  “ბლოგების”დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია, თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა? “

Advertisements

4 Comments

Filed under მოსაზრება

კოხორიზმი?!

                                                

 ჩატარდა რესპუბლიკური სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენას და ლიტერატურაში. შთაბეჭდილება – ”დედა, რა იყო ეს?!              

XI-XII კლასები: წერითი დავალება – ტარიელი ავთანდილს უამბობს, რომ მეფე ფარსადანმა ინდოეთში ხვარაზმელი უფლისწული მოიწვია. ამას ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის თათბირი, შემდეგ კი – სასიძოს მკვლელობა მოჰყვა.( ტექსტიდან მიცემული ჰქონდათ შესაბამისი ნაწყვეტი).

იმსჯელეთ, პერსონაჟთა ქცევაში რა შეიძლება იყოს მიუღებელი თქვენი თანამედროვეებისათვის  და რატომ. თქვენი მსჯელობა დაასაბუთეთ!   

გთავაზობთ ერთ-ერთ ”შედევრს” კომენტარის გარეშე (სტილი დაცულია).

  ”ტარიელი ავთანდილს უამბობს რომ მეფე ფარსადანმა ინდოეთში ხვარაზმელი უფლის  წული მოიწვია ამას ნესტან-დარეჯნის და ტარიელის თათბირი. შემდეგ კი – სასიძოს მკვლელობა მოყვა. როდესაც. თათბირი ტარდებოდა ფარსადანმა და ამას პლუს ნესტან-დარეჯანმა წარმოთქვეს უდიდესი სიტყვები. ამ საუბარს მოყვა მხოლოდ საომარ ანუ ჩხუბი. ამ ჩხუბს მოყვა სასიძოს მკვლელობა. ტარიელმა ავთანდილს უამბო მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს.  ბრძანე! ავთანდილს რა პრობლემები გაქვს მე ის პრობლემები მაქვს რომ ნესტან-დარეჯანის ის მდებარეობა მინდა მოვისყიდო. ამაზეა ჩემი საუბარი. ამიტომ ცდილობს ტარიელი. მემინდა ვიცოდე თუ რა ხდება. ამ საუკუნეების მანძილზე ეს ფაქტია რომ საერთოდ ცხოვრება ადამიანისთვის არის დიდი წარმატება და სიხარული და დიდი ბედნიერება. მხოლოდ სამწუხაროდ სასიძო მოკლეს მხოლოდ. გარდაიცვალა საერთაშორისოდ.ასე ხვდება მინიმუმ ტარიელი ავთანდილი ბატონი მეფე ფარსადანი და ნესტან-დარეჯანი. აი ესენი არიან მონაწილები ამ კითხვის ასეთია ამ კითხვაზე ჩემი აზრი, ასე ვფიქრობ. ”

   ”გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ!” (ილია)

5 Comments

Filed under მშობლიური ენა

კარგი ახალგაზრდობა გვყოლია!!!

       ძალზე კმაყოფილი ვარ ბლოგების კითხვა რომ დავიწყე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ გადასაშენებელი ერი არ ვართ.  ყოჩაღ, კარგი ახალგაზრდები ხართ,ნამდვილად ღირს სიცოცხლე!!!   🙂 

            სულ მიკვირდა,როდესაც მესმოდა,საშინელი თაობა  მოდის, გაუნათლებლები არიან, არაფერი არ აინტერესებთ კომპიუტერისა  და გართობის მეტიო!  😦  ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე სულ ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და,გარკვეულწილად, არ ვეთანხმებოდი ამ მოსაზრებას. თან ვფიქრობდი, იქნებ  გამონაკლისი ხდება და  ყოველთვის კარგი ადამიანები და მეტ-ნაკლებად  განათლებული ბავშვები მოდიან ჩემთან-მეთქი.მაგრამ რაც ბლოგების კითხვა დავიწყე, მივხვდი,რომ არანაირ გამონაკლისთან არ გვაქვს საქმე. ძალზე მოაზროვნე, განსჯის უნარით დაჯილდოვებულნი, ფართო ინტერესისა და საკუთარი აზრის მქონენი ხართ. რამდენი რამ გაწუხებთ, განიცდით, გტკივათ. რაც მთავარია, ცდილობთ, იმაზე უკეთესნი იყოთ, ვიდრე გუშინ იყავით.

           გისურვებთ, ყოველთვის ასეთები დარჩეთ.  გახსოვდეთ, ილია ჭავჭავაძეც  ”მამათა” თაობამ თავხედად, უზრდელად და გაუნათლებლად მიიჩნია იმ დროს და ვინ იცის, რამდენი ილია დადის თქვენ შორის!!!

            ყველანი ძალიან მომწონხართ და მიყვარხართ!!!  🙂  🙂  🙂

8 Comments

Filed under ფიქრები