Tag Archives: ბოლო ზარი

დიდობა

დღეს ბოლო ზარი ჰქონდათ, ბევრი  რამის თქმა მინდოდა მათთვის, მინდოდა  მესურვა წარმატება,მინდოდა დამელოცა,  მინდოდა მეთქვა, რომ ჩვენზე  უკეთესი მასწავლებელი მათი ცხოვრებაა, რომ … მაგრამ დარბაზს რომ გადავხედე  და ამდენი ანთებული თვალი და  ბედნიერ სახე დავინახე,  უცებ სულ დამავიწყდ, რის თქმას ვაპირებდი, ცრემლები მახრჩობდა, სიტყვებს ვეღარ მოვუყარე თავი… მიხაროდა მათი დანახვა და მწყინდა, რომ გვტოვებდნენ, უამრავი რამ გამახსენდა და ყველაფერი დამავიწყდა.  დღეს მათთვის ბავშვობის  ბოლო  და დიდობის  პირველი ზარი ერთდროულად დაირეკა, ახლა  მათთვის  ყველა კარი ღიაა! დარწმუნებული ვარ, ზუსტად იციან რომელ კარში უნდა შეადგან ფეხი, რადგან ჩვენ ერთმანეთს ბევრი რამ ვასწავლეთ!!!

მიყვარხართ, მე მჯერა თქვენი!

 

 

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ბოლო ზარი

11017669_934124643276555_7094102797000225535_n

გუშინ ჩვენმა სკოლამ პირველი კურსადამთავრებულნი გააცილა, იყო სიცილი, ბედნიერი სახეები, ცრემლი…

„ბოლო ზარი“ – უკვე წლებია, რაც სკოლის დამთავრების სინონიმად იქცა, თუმცა, მართალი გითხრათ, სულაც არ მომწონს ეს გამოთქმა…

წესით უნდა დაგმოძღვროთ – აბა, თქვენ იცით, თქვენ წინაშე იშლება ცხოვრების ფართო ჰორიზონტი და აბა, ჰე და აბა, ჰოო… მაგრამ, სწორედ ამ ბოლო ზარმა მოახდინა ჩემს ვირტუალში წარსულში კატაპულტირება და ზუსტად თქვენხელა გამხადა და ასე მგონია, აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ, იქით გორასა ძვრას ვუზამ!!!

ახდენილიყოს თქვენი ფიქრი, შეგექმნათ, გეპოვოთ, აგეშენებინოთ, დაგემშვენებინოთ- პირველ რიგში საკუთარი თავი, რადგან ყველაზე ძნელად საპოვნელიც და შესაქმნელიც სწორედ საკუთარი თავია!!!
ერთი რამ ნამდვილად ზუსტად ვიცი, რაც მე გასწავლეთ, იმაზე უკეთესი მასწავლებელი თქვენი ცხოვრებაა, თავისი აღმართით და დაღმართით. ჰოდა, მეც წარმატებულ ზეაღსვლა-ჩადაღმართებას გისურვებთ!
ახლა რომ გიყურებთ, იმ პატარა ნავებს ჰგავხართ, გაშლილ ზღვაში რომ უნდა შეცურონ, ზურგის ქარი მისურვებია თქვენთვის, ეცადეთ, არასდროს აღმოჩნდეთ “ბორტს” მიღმა,ხოლო თუ ასეთი შეგხვდათ, უბრალოდ, ხელი გაუწოდეთ!!!
ნათქვამია, როცა თქვენ წინ კარი იხურება, სადღაც სარკმელი იღებაო! ახლა თქვენთვის ბავშვობის კარი დაიხურა, მაგრამ დანარჩენი ყველა კარი ღიაა, უბრალოდ, დაფიქრდით, რომელ კარში შეადგათ ფეხი!!!
ჩემი ვირტუალური კატაპულტირება თქვენს ასაკში ჯერ არ დასრულებულა, იცით, როგორი შეგრძნება მაქვს? ერთი ქართული ფილმის გმირისა არ იყოს, „მე ამისგან გავაკეთებ!“ – ეს ჩემს წარმოსახვაში ხდება, თქვენ კი ვიცი, რომ “რეალში” გააკეთებთ და იმაზე უკეთ, ვიდრე მე მგონია!!!
ჩემს მეხსირებას კი იმაზე დიდხანს დარჩებით, ვიდრე ხსოვნას ჰგონია, თქვენი მოგონებები კი თუ მხოლოდ სამასწავლებლო კათედრასთან კი არა, თქვენი გულის კუნჭულში მიმიჩენენ ადგილს, ე.ი. ჩემი მისია პირნათლად შემისრულებია!!!
წინ მომავლისაკენ!
მიყვარხართ!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

ბოლო ზარი

    ბავშვებო,  გილოცავთ სკოლის დამთავრებას!

    ხვალ დილით უკვე ბავშვები აღარ იქნებით, ერთ დღეში გაიზრდებით. ჩემი ნაბოლარაც ერთ-ერთი თქვენგანია. თეთრი პერანგითა და ”მარკერებით” შეიარაღბული წავიდა სკოლაში,ბავშვობასთან დასამშვიდობებლად. მინდა ვუსურვო (მასთან ერთად თქვენც), მუდამ ასეთი ბედნიერი იყოს  და ცხოვრება ისეთი მოხატული ჰქონდეს ცისარტყელას ფერებით, როგორიც დღევანდელი თეთრი პერანგი.

              გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!  🙂  🙂  🙂

     ლაზარემ სკოლა დაამთავრა!

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი