Tag Archives: ბედნიერება

ბედნიერება უკვე ვიპოვეთ :)

ბედნიერებაა, როცა ასეთი სკოლა არსებობს…

ბედნიერებაა, როცა სკოლა ასე უყვართ…

ბედნიერებაა, როცა ასეთი მომავალი თაობა გვყავს…

ბედნიერებაა, როცა ამათ უყურებ და მომავლის აღარ გეშინია…

ბედნიერებაა, როცა კურსდამთავრებული  სკოლაში ვერ ამოდის, რადგან მონატრების ცრემლები ახრჩობს …

ბედნიერებაა, როცა მადლიერებით სავსე თვალებს ხედავ…

ბედნიერებაა, როცა ასე გენდობიან და სჯერათ შენი…

ბედნიერებაა, როცა ასე ენდობი და გჯერა მათი…

ბედნიერებაა, როცა ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ იკამთოთ…

ბედმიერებაა, როცა ასეთი თავისუფალი თაობა მოდის…

კაცობრიობა რომ არ დაბერდეს,
ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან?!

ჩვენ, ნიუტონელები, ყველასგან გამორჩეულები!

 

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი, ფიქრები

საჩუქრები

ყველას გილოცავთ ახლ წელს! მრავალს დაესწარით!
ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, ბარაქა!

1-ლ იანვარს მიღებული საჩუქრებისგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო:
“ნათესავების არჩევა რომ შეიძლებოდეს, აუცილებლად, დედად აგირჩევდით. მიყვარხართ ძალიან და მინდა, რომ ამ ახალი  წლის გარდა კიდევ ბევრ ბედნიერ ახალ წელს დაესწროთ.  🙂 საახალწლო მესიჯებს, როგორც წესი, არ ვგზავნი ხოლმე, მაგრამ გავიღვიძე თუ არა თქვენთან მოწერა და ” მუხლის მოდრეკა მომინდა.” 🙂 ❤

ეს კი დღეს, ბედობას:
" გამარჯობათ ქალბატონო …, როგორ ბრძანდებით?? გილოცავთ ახალ წელს, უფლის მადლი და ძალა არ მოგკლებოდეთ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, რაც ამქვეყნად არსებობს და ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს,იღბალს და კიდევ იმას, რასაც თქვენ ისურვებთ. ძალიან შემიყვარდით, დიდი მადლობა ყველაფრისათვის. აი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხართ… არ ვიცი, იქით სემესტრში ვსწავლობთ თუ არა თქვენს საგანს,მაგრამ მინდა ,აი,ძალიან მინდა, რომ გვასწავლოთ. გკოცნით დიდი სიყვარულით." 🙂 ❤

მადლობა, მიყვარხართ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ!

3 Comments

Filed under ზოგადი

10 სექტემბერი

ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა, ჩემთვის უბედნიერესი. 29 წლის წინ დილის ათის ნახევარზე გაჩანდა საბა, დარწმუნებული ვიყავი, მთელი სამყარო გახარებული იყო 🙂
ხშირად ვხალისობ იმდღევანდელი შეგრძნებები რომ მახსენდება. სამშობიარო ბლოკში ლიფტით ავყავდი, ახლობლები დერეფნის ბოლოში იდგნენ და კარი რომ იკეტებეოდა, რატომღაც იური გაგარინი გამახსენდა, კოსმოსში გაფრენის წინ ხელს რომ იქნევს და ზუსტად ისე დავუქნიე ჩემებს ხელი 🙂 ბლოკში ასული გაოცებული ვუყურებდი “მყვირალა” ქალებს, ვფიქრობდი -შვილის გაჩენას ასე კივილით რატომ ხვდებიან, ნუთუ მოთმენა არ შეუძლიათ-მეთქი. ყველა შოკოლადს ითხოვდა, სულაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით მოტანა ვთხოვე ჩემებს…:)
მაშინ ტოლმებივით შეხვეული ახალშობილები ცალკე ოთახში ჰყავდათ, დედებისაგან მოშორებით 🙂 თითოეული ქალი ტირილით ცნობდა შვილს, დედობრივი ინსტიქტი გაასმაგებული გვქონდა 🙂 პატარა 6-7 საათის შემდეგ მომიყვანეს და ყველაფერი დავუთვალიერე – თავი, ცხვირი, თვალი, ფეხუკები, ხელუკები… შეგრძნება მქონდა, ჩემისთანა ლამაზი და ჭკვიანი შვილი ქვეყნად არავის ჰყავდა.ყველას მის შესახებ ველაპარაკებოდი,მწყინდა თუ სხვა თემაზე გადაიტანდნენ საუბარს 🙂
საბა, ძალიან მიყვარხარ!

3 Comments

Filed under ზოგადი