Tag Archives: აბიტურიენტი

გამოცდა

გამოცდა

არაფერზე ინერვიულო, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება! ჩააბარებ – ბედნიერ იქნები, რომ სტუდენტი გახდი; ვერ ჩააბარებ, მაინც ბედნიერი იქნები, რადგან ამით არაფერი მთავრდება და სიცოცხლე გრძელდება 🙂
გქონდეს მხოლოდ შენი თავის იმედი, რადგან სამებაში დალოცვაზე შენ გარდა კიდევ 30000 აბიტურიენტი იყო, ჩასარიცხი კი მხოლოდ 24000-ია;
იცი ის, რაც იცი, ამ ორ დღეში მაინც ვეღარაფერს ისწავლი 🙂
ახლა გვიანია თითზე კბენანი, ნეტავ მეტი გამეკეთებინა, წამეკითხა, თემები დამეწერა და ა. შ.
მშვიდად,წყნარად …
გახსოვს სულხან-საბას „ უგუნური მცურავი?“

4 Comments

Filed under სხვადასხვა

8+1

რა შემთხვევაში გაამართლებს ნაჩქარევად მიღებული 8+1?
თუ ამაღლდება სკოლაში განათლების დონე!
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სკოლაში ბავშვი დააბრუნა არა სწავლის დონემ, არამედ შიშმა, რომ დაბალ კლასებში გაცდენების გამო გამოცდების ჩაბარება მოუწევს, ხოლო მე-12 კლასელს სატესტატო გამოცდებზე არ დაუშვებენ – ეს რაც შეეხება ბავშვების სკოლაში დაბრუნებას.
ბევრ ქვეყანაში მხოლოდ საატესტატო გამოცდებია და მის საფუძველზე ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. ამ ქვეყნებში გამოცდების ასეთი სისტემა წლების განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა.
ნამდვილად ძალიან კარგი იქნება, ამდენი გამოცდის ნაცვლად თუ უფრო ცოტას ჩააბარებენ ჩვენი აბიტურიენტები, მაგრამ, ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმების გადახედვის შემდეგ. ალბათ სასურველია, სასურველი კი არა აუცილებელია:
1. საატესტატო გამოცდებზე ბარიერის გაზრდა;
2. ე. წ. დახურულბოლოიან კითხვებს დაემატოს ღია კითხვები;
3. უნდა იყოს ტესტების სხვადასხვა ვარიანტი (იმდენი რამდენი სესიაც იმართება), რათა არ განმეორდეს კითხვები და ბოლო სესიაზე შესული ბავშვი არ აღმოჩნდეს შედარებით მომგებიან სიტუაციაში და ა. შ. და ა. შ.
თუ ჩვენ დინებას მივანდობთ ქართულ ენას და ვერ შევძლებთ ახალგაზრდის წერის კულტურის დონის შემოწმებას, მივიღებთ სპეციალისტს, რომელიც ასეთი მარგალიტებით “გაგვამდიდრებს”:
ა) „ოთახში დაგვხვდა მწოლიარე გვამი, ხოლო ფეხზე იდგა გვამის შვილები.“ ( გენერალური პროკურატურის თანამშრომელი)
ბ)“ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული;
ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს;
ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 64 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადაგვიმზადოთ;“( სკოლის დირექტორთა მსურველები)
გ) „გრიგოლ ხანძთელის ჰობი იყო აბანოების და ტაძრების მშენებლობა; აღთქმა ეს არის წყევლა, ხოლო აღქმა – ყვირილი; პოეტს რად უნდა ტაში, ის ხომ ისედაც ტაშდაკრულია;“(მასწავლებელი)
დ) “მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ გარუსულდა და მერე თავიდან ისწავლა მშობლიური ქართველოლოგია;“(მოსწავლე)
საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ:“სხვადასხვა წყაროებით, პარლამენტის ახალი შენობის უკან მშენებარე დამხმარე ნაგებობაში ხარაჩო ჩამოიშალა, მეორე ვერსიით კი, პარლამენტის ერთ-ერთი ფლიგელი ჩამოინგრა.ქუთაისის პარლამენტში ნგრევის შედეგად ერთი მუშა დაიღუპა.”
განათლების სისტემაში სიჩქარემ შეიძლება ქვეყანა დაანგრიოს და დაღუპოს.
დავიჯერო, ეს გვინდა?
!

დატოვე კომენტარი

Filed under სხვადასხვა

ინანებთ თუ არ შეიძენთ :)

IX- X-XI –XII კლასელებო, აბიტურიენტებო, მასწავლებლებო! „მოკრძალებით“ გაცნობებთ, რომ გამოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტური დავალებების კრებული (II ნაწილი), რომელშიც მოცემულია 697კითხვა სავარაუდო პასუხებით ზმნისა და „ ვეფხისტყაოსნის“ შესახებ. I ნაწილი დიდი ხანია უკვე იყიდება ( და არა გაყიდვაშია), მასში მოცემულია 478 კითხვა სახელებისა და აგიოგრაფიის შესახებ. დამიჯერეთ ძალიან გამოგადგებათ! თუ არ შეიძენთ, მერწმუნეთ, ძალიან ინანებთ      🙂       მალე შემოგაშველებთ მესამე ნაწილს – აღორძინების ეპოქის ავტორებსა და რომანტიკოსებს, ასევე სინტაქსს.      :*

ა. ზინა გაბიჩვაძე  –  ტესტური დავალებები საატესტატო გამოცდისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დამხმარე კრებული) I ნაწილი  

    ბ. ზინა გაბიჩვაძე, ლელა გოგიჩაიშვილი  –    ტესტური დავალებები საატესტატო გამოცდისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დამხმარე კრებული) II  ნაწილი

3 Comments

Filed under ზოგადი

არგუმენტირებული ესე

ატეხილია გნიასი – მისაღებ გამოცდებზე არგუმენტირებულ ესეს ითხოვენ! როგორ უნდა დაწერონ ბავშვებმა ის, რაც სკოლაში არ უსწავლიათ და არ იციან, რა უბედურებაა, რა საშინელებაა, რას  არ მოიგონებენ ბავშვების გასამწარებლად და დასატანჯად…მოკლედ,  ლამის ქვეყნისა და ერის მოღალატეებად, მომავალი თაობის გამანადგურებლად წრმოაჩინონ ქართული ენის ტესტების შემდგენელნი. არადა არაფერია რთული, ელემენტარულად „ტვინის გამოძრავება“ ეზარებათ. მეტ-ნაკლებად ასეთებზე ვრცელდება გურამიშვილისეული სენტენცია – „ ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“

რა იყო თემა არ დაგიწერია? ჰოდა, თუ ოდესმე დამოუკიდებლად დაგიწერია თემა, ეს ესე რაღა გახდა. მგონი უბრალოდ სიტყვა ესე გაშინებს და სხვა არაფერი. განა თემის წერისას არგუმენტები არ არის საჭირო?  ამ „ საშინელი“ არგუმენტირებული ესეს დაწერის  სტრუქტურას  შემოგთავაზებ, ეგებადა გამოგადგეს:

არგუმენტირებული ესე

ჯერ გავარკვიოთ რა არის თეზისი და არგუმენტი. თეზისი – ავტორის ძირითადი  პოზიცია, არგუმენტი – საბუთი, რომელიც მოჰყავს ამ პოზიციის დასასაბუთებლად.  ახლა გადავიდეთ მთავარზე, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ვისთვის, რატომ და როგორ ვწერთ. არგუმენტირებული ესე  შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.( თემის აგებას ჰგავს? ჰგავს!)  მისი აუცილებელი კრიტერიუმები: განსაზღვრე მიზანი, იყავი კონკრეტული, წერე მკითხველისთვის და არა შენთვის, დასაწყისშივე წარმოადგინე ძირითადი აზრი  და მერე დაასაბუთე.

არგუმენტირებული ესეს წერისას  აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს  ავტორის ანუ შენი პოზიცია და ლოგიკური დასაბუთება. არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით მკითხველის გადაღლა. გაითვალისწინე ვინ არის შენი მკითხველი. აბიტურიენტის შემთხვევაში ეს არის მასწავლებელი, შემდეგ კი – გამსწორებელი. შენი მიზანი უნდა იყოს მკითხველს აჩვენო შენი ცოდნა.

შესავალი – ა) ესეს  დაწერის მიზეზის გამოკვეთა, განსახილველი საკითხის მკითხველისათვის გაცნობა;

ბ) სასურველია დასვა შეკითხვა, რომლის შესახებაც ისაუბრებ;

გ) უმჯობესია ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწერით დაიწყო წერა;

დ)შესავალი შეგიძლია დაასრულო მოცემული თეზისით ანუ ძირითადი აზრი დასაწყისშივე წარმოადგინე;

ძირითადი  ნაწილი – ეს არის მთვარი სათქმელი, რომელიც უნდა იყოს  განმარტებული და დასაბუთებული შენეული მოსაზრებებით; უნდა იყოს 3-4 აბზაცი, თითოეულში საკმარისია 4-5 წინადადებაც,  ოღონდ  მარტივ გაუვრცობელ  წინადადებას არ  ვგულისხმობ   🙂   ამავე დროს, უნდა შეძლო კონტრარგუენტების უარყოფა ფაქტებით, ციტატებით  და ა.შ.

დასკვნა  –  შეაჯამე შენი მოსაზრებები, გაიმეორე თეზისი ოღონდ სხვა სიტყვებით.

ესეც შენი არგუმენტირებული ესე!

ახლა დაწერე  არგუმენტირებული ესე  – „ მაწანწალა ცხოველები საფრთხეს უქმნიან გარშემომყოფებს.“ 

43 Comments

Filed under ზოგადი

დაგვიანებული სიახლე

დარწმუნებული ვარ, უმეტესობისათვის ეს სიახლეს არ წარმოადგენს, მაგრამ რატომღაც საჭიროდ 
ჩავთვალე ჩემს ბლოგზეც დამედო, იქნებ ვინმეს გამოადგეს. დაგვიანება არ 
გაგიკვირდეთ, რაჭველი ვარ :)
გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება
სიახლე 2012 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის
(სავალდებულო გამოცდის) ტესტის ფორმატში 

2011 წელს მთელ საქართველოში წარმატებით ჩატარდა საატესტატო გამოცდები.
საატესტატო და მისაღები გამოცდები თავისი ფორმატითაც და შინაარსითაც უნდა
განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან.
ქართული ენისა და ლიტერატურის საატესტატო გამოცდაზე მოწმდება სასწავლო
პროგრამით გათვალისწინებული (ენობრივი და ლიტერატურული) მასალის ცოდნა, ერთი-
ან ეროვნულ გამოცდაზე კი უნდა შემოწმდეს აბიტურიენტის ენობრივი კომპეტენცია, კით-
ხვის უნარი და წერის კულტურა.
2012  წლის საატესტატო გამოცდებზე შემოწმდება ქართული ენის გრამატიკული
სტრუქტურის, ლექსიკოლოგიისა და სტილისტიკის საკითხების, ქართული სალიტერატუ-
რო ენის ნორმების, აგრეთვე სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ლიტერატურული
ნაწარმოებების ცალკეული ეპიზოდების,  თემატიკისა და ისტორიულ-კულტურული კონ-
ტექსტის ცოდნა და შესწავლილი მასალის გააზრების უნარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფი მიიჩნევს, რომ საატესტატო  (გამოსაშვები)
გამოცდის შემოღების შემდეგ იმავე ტიპის დავალებების შეთავაზება ერთიან ეროვნულ გა-
მოცდაზეც ყოველგვარ აზრს კარგავს და, ამასთან ერთად, ვერ ითვალისწინებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მოთხოვნებსაც.
საკამათო არ არის –  უმაღლესი სასწავლებლებისათვის პრიორიტეტული სწორედ ის
გახლავთ, რომ ბაკალავრობის კანდიდატებს შეეძლოთ სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა
და აგრეთვე ჰქონდეთ სამეცნიერო, პუბლიცისტური, მხატვრული თუ სხვა სახის ტექსტის
სიღრმისეული გაგებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი.
ამდენად, 2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის ქართული ენისა და ლიტერატუ-
რის ტესტში აღარ იქნება შეტანილი დავალებები,  რომლებიც შესწავლილი  ლიტერა-
ტურული  ნაწარმოებების  გააზრების უნარსა და ქართული  ენის  პასიურ  ცოდ-
ნას ამოწმებდა.
ეროვნული გამოცდის ტესტში  (ქართული ენა და ლიტერატურა)  იქნება მხოლოდ 4
დავალება:
ა) ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური ქულა 20);
ბ) არგუმენტირებული ესე (20 ქ.);
გ) მხატვრული ტექსტის გააზრება (15 ქ.) და
დ) წერითი დავალება (25 ქ.).
წინა წლების მსგავსად ტესტის ამ უკანაკნელ ნაწილში შეთავაზებული იქნება 2 ტექს-
ტი: ერთი – პოეტური და მეორე – პროზაული. ამჯერადაც აბიტურიენტი თავად აირჩევს ამ
ორი ტექსტიდან ერთ-ერთს და მხოლოდ ამ ტექსტის მიხედვით შედგენილ დავალებებს შე-
ასრულებს.
ამრიგად, ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა
იქნება 80.

დატოვე კომენტარი

Filed under ზოგადი

გამოცდები

      ბანალური ფრაზა: გამოცდების ციებ-ცხელება მაქვს.  10 დღეა დაიწყო ქართულის ტესტების გასწორება.  1-ლი ვარიანტის შემოწმება  ”გასრულდა”, მე-2 ვარიანტს ვრჩებით. შარშანდელთნ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა.

სწორი პასუხები გაინტერესებთ?    😀

მარგალიტებიც მალე იქნება, ისე ავთანდილი  ჩაქუჩი რომ ყოფილა და ვაჭრები ლურსმნები,  იცოდით?! (ერთ-ერთი მარგალიტი)

27 Comments

Filed under ზოგადი

ჩხირი გადააბრუნეთ რა?


ყაბულს არის – თანახმაა
ყავლის გასვლა – ვადის გასვლა; მოძველება
ყავარზე კუდის გადება – ქედმაღლობა, ამპარტავნობა
ყალყზე დადგომა – განრისხება
ყალყზე თმის შედგომა – შეშინება, თავზარის დაცემა
ყბა ყბაში გასდის – ძალიან გამხადარია
ყბად აღება – ჭორაობა
ყელზე დადგომა – დაყვედრება; ხელის შეშლა
ყელზე თოკი აბია – ძალზე გაჭირვებულია
ყელის გამოჭრა – გაუბედურება, მოსპობა
ყელის მოღერება – თავის მოწონება; ქედმაღლობა
ყელის ჩასველება – ცოტა ღვინის დალევა
ყელში წაჭერა – გაჭირვებაში ჩაგდება
ყვავი ჩხიკვის მამიდააო – ძალზე შორეული ნათესავი; უნათესაობა
ყურად იღო – დაიჯერა, ანგარიში გაუწია
ყურებზე ხახვი არ დამაჭრა – ვერ მომერევი, ვერ დამიმორჩილებ
ყურების დაცქვეტა – მონდომებით მოსმენა
ყურების დაჭრა – დამორჩილება
ყურების ჩამოყრა//ჩამოშვება – დასუსტება; დაღონება; დარცხვენა
ყურების წაღება – გულის გაწყალება; ნერვების აშლა
ყურებს არ უჯერებდა – ძალზე სასიამოვნო ამბავს ისმენდა
ყურებში ბამბის დაცობა – წაყრუება;სიფხიზლის მოდუნება
ყურით მოთრეული – მოგონილი,უსაფუძვლო
ყურის თხოვება – მოსმენა
ყურის მოკვრა – უცაბედად გაგონება
ყურის მოყრუება – წაყრუება
ყურის შებერტყვა – გამოფხიზლება, თადარიგის დაჭერა

შაბათის გლახა – მათხოვარი, გაჭირვებული
შაბზე წასვლა – სიკვდილი
შავი დედალივით გაკეთდა – ძალზე გასუქდა; კარგი გახდა
შეაგდო ქვა და თავი შეუშვირა – გაჯიუტდა
შეხიდება – გამოყენება
შეხტა და შემოტრიალდა – ეწყინა; თავი შეურაცხყოფილად იგრძნო
შვიდი პარასკევი აქვს დღეში– ცვალებადი ხასიათი აქვს
შვიდმაისის წვიმა – გამხარებელი; მხსნელი
შიოს მარანი – ულევი სიმდიდრე
შორიდან ყურება – უდარდელობა; გულგრილობა
შორით მოვლა – არა პირდაპირ თქმა
შორს დაჭერა – უარის თქმა; შურიგებლობა
შუბლზე ხელის გადასმა – მოფერება
შუბლის გახსნა – გამხიარულება
შუბლის შეკვრა – განრისხება; დაფიქრება

ჩაბარდა პატრონს – მოკვდა
ჩაილურის წყლის დალევა – უკვალოდ დაკარგვა
ჩამდინარი წყალი – მოუსვენარი
ჩემი კბილის კაცი – ჩემი ტოლი
ჩემი ცოდვით სავსე – პასუხისმგებელი
ჩემი წირვა გამოსულია – დაღუპული ვარ
ჩემი წყალი დაგესხას – ჩემნაირი ბედნიერი იყავი
ჩემს კისერზე იყოს – პასუხისმგებელი ვარ
ჩემს ფეხებს – რა მენაღვლება, დარდი არა მაქვს
ჩეფიჩი – გამოუცდელი; ცუდი
ჩვენი დროის რაინდი – (დაც.) გაიძვერა, ეშმაკი
ჩვენი წყლისაა – ჩვენებურია
ჩინეთის ქვაზე წერია – კანონია
ჩინური ანბანი – გაუგებარია
ჩიტივითაა – მარდია
ჩიტირეკია – ბრიყვი, უჭკუო
ჩიტის გული აქვს – სუსტი გული აქვს, გულჩვილია
ჩონგურივით ჩამოკიდება – მოუშორებლობა
ჩრდილში მიყენებული – პატივაყრილი; უყურადღებოდ დატოვება
ჩხირი კედელს! – როგორც იქნა!
ჩხირს არ გადააბრუნებს – ზარმაცია

დატოვე კომენტარი

Filed under მშობლიური ენა