Category Archives: შთაბეჭდილება

”მარგალიტები” თუ ცრემლები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ქართულ ენას და ლიტერატურაში!

1.ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი. დაწერეთ მოკლე რეზიუმე.  ”გერონტი ქიქოძე, ტრაგიკული გრძნობა ნ. ბართშვილის ლირიკაში, გაზ. ”საქართველო”, 1916, №№260-261.

რამდენიმე პასუხი: ა. ” შოპენჰაუერი აღფრთოვანებული იყო ბარათშვილის შემოქმედებით, განსაკუთრებით მოსწონდა ”მერანი”.” ბ. ”ბევრი აქვთ საერთო ბარათაშვილსა და შოპენჰაუზსს.” გ. ”ბარათშვილი მოღვაწეობდა მე-9 საუკუნეში.”

2. მოკლედ ჩამოაყალიბეთ ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც საფუძვლად უდევს სალიტერატურო ენის ნორმების დადგენას.

ა. სასწავლო-ეროვნული გეგმა; ბ. სახელმწიფო კონსტიტუცია; გ. დიფთონგებისაგან ენის გათავისუფლება;  დ. უნდა ემყარებოდეს ენის ეკოლოგიის დაცვის პრინციპს!

3.რას უწოდებენ სიტყვათა წყვილს: აღქმა – აღთქმა? განმარტეთ ორივე სიტყვა.

ასეთ წყვილს ეწოდება: ტავტოლოგია; ტაფტალოგია; კალკი; პარანომია; აღქმა – არეკლვა; აღთქმა – ძველი აღთქმის გამოკვლევა; აღქმა -მცნების ცოდნა; აღთქმა- თვალით დანახული; აღქმა -გაიგო; აღთქმა – წარმოთქვა; აღთქმა -წყევლა; ” სიტყვათა წყვილს უწოდებთ ”აღქმა”, რათა აღთქმას არ უწოდებთ წყვილს!!!!!!!!” ”გამოკლევა ”აღქმა” არის სწორი მაგრამ თანხმოვნის შეცვლა ცვლის აზრს პარალომია ეწოდება აღთქმა”

4.მოსწავლემ დაწერა: არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა მოახდინა. აუხსენით მას, რა სტილისტური ხარვეზი აქვს ამ წინადადებას.

ა. სიტყვათა არაადეკვატური დარღვეულია: საზ. აზრის შესწავლა ხდება და არა მოხდა; ბ. უნდა დააკონკრეტოს რომელმა ორგანიზაციამ მოახდინა შესწავლა; გ. სტილისტური ხარვეზია მოახდინა უნდა იყოს დაიწყო; დ. აღნიშნული წინადადების ხარვეზია მოახდინა. შესწავლა აღნიშნავს, რომ უკვე მოხდა; ე. ფარული ტავტოლოგია.

5.მოსწავლემ დაწერა:” იმათმა, უფროსებით ფრთშესხმულებმა, კონკურსისათვის მზადება დაიწყეს”. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა. განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

”იმათმა ისედაც მრავლობითშია და რათ უნდა მრავლობითის ნიშანი მა?”

6.  მოსწავლემ დაწერა: ”დავით აღმაშენებელმა სამშვილდე თურქებისაგან გაანთავისუფლა”. მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა. განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

ა.უნდა იყოს: ”დავით აღმამშენებელი; ბ. დ. აღმაშენებელი; გ.მიუთითოს კონკრეტულად რა ადგილი; დ.როცა სახელი აღნიშნავს მასალას, მაშინ უნდა ნ ;  ე.ორთოგრაფიული შეცდომის გასწორებას, კერძოდ თ თნხმოვანის წინ ნ-ს ხმარება.”

7.. მოსწავლემ დაფაზე დაწერა შემდეგი ზმნები:” დაუწერია, ჩაუცვია, გაუწყვეტია”. გაასწორეთ შეცდომა  და  განუმარტეთ მოსწავლეს, რა უნდა იცოდეს, რომ არ დაუშვას ანალოგიური შეცდომა.

ა.” დაუწერავს, ჩაუცვამს, გადაუწყვეტავს.”  ბ. ” ვ სუბიექტური პირის ნიშანი დაერთვის: დავუწერია, ჩავუცვია, გავუწყვეტია.”

8. მოსწავლემ დაწერა: ”ხელოვნების მუზეუმში არაერთი ექსპონატია, რომლის რესტავრაციას დიდი თანხა სჭირდება.” მიუთითეთ მას, რა შეცდომა დაუშვა.

ა.”მოსწავლეს დაახლოებით უნდა ეთქვა თანხის რაოდენობა”; ” დიდი რათ უნდა თანხა ხომ ისედაც ბევრს აღნიშნავს?”  გ. ექსპონანტი.

9.თქვენი მიზანია, განვლილი მასალიდან გაახსენოთ მოსწავლეებს ის საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ქვემდებარული დამოკიდებული წინადადების არსის უკეთ გასააზრებლად...

” ქვემდებარული დამოკიდებული წინადადებაა – გაზაფხულის ნათელი, მზიანი დილა გათენდა.  ქვემდებარე ”დილა” დამოკიდებულია დროზე ”გაზაფხულის”.

10.წაიკითხეთ რეზო ინანიშვილის მინიატურა ”მარადიული პეიზაჟი”. გაანალიზეთ ტექსტი.

” მომხიბლელია ინანიშვილის პეიზაჟი, რა ჯობია იქ ყოფნას!”

11.წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მიზანია დაეხმაროთ მოსწავლეებს ამოიცნონ და გაიაზრონ შესასწავლი ტექსტების მხატვრული თავისებურებები. შეარჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ტექსტთაგან ერთ-ერთი…

ა. (მოკლი ვარიანტი) ” დავდგამ სპექტაკლს…… დარბაზიდან შეძახილები ვარქსენისადმი : მოღალატე, მოღალატე!… აფერუმ შენ ქალობას შუშანიკ!”

                            სტილი ყველგან დაცულია. აფერუმ თქვენ!!!

Advertisements

6 Comments

Filed under შთაბეჭდილება

ინტერნეტმოსწავლე

     დიდი ხანია მოსწავლეები მყავს და ბავშვებთან ვმუშაობ, მაგრამ ინტერნეტით ჯერ ჩემთვის უცნობი მოსწავლე არ დამკავშირებია. გუშინ ბლოგის დათვალიერებისას დამხვდა კომენტარი:  ”ძალიან საინტერესო და საჭირო ბლოგი გაქვთ  🙂  თქვენი email-ის გაგება საიდან შეიძლება? ბლოგზე რატომ არ გაქვთ მითითებული   😦  ”  მერე   Facebook-ზე დავმეგობრდით(სხვათაშორის ბლოგერია), შევთანხმდით, მეწვია დღეს და შაბათიდან ვიწყებთ სწავლას. თუ მოგვეწონა ერთმანეთი, ჰო კარგი, თუ არა და დავრჩებით ინტერნეტმეგობრები.  🙂

   პირველი ინტერნეტმოსწავლეა და ამიტომ გადავწყვიტე ინტერნეტით ამის გავრცელება (ტავტოლოგიამ თუ გაგაღიზიანათ სოციალური ქსელები იგულისხმეთ და წაიკითხეთ 🙂  ).

 მაინც რა არის 21-ე საუკუნე   🙂 აბა, ბებიაჩემი ამას იფიქრებდა?   🙂

13 Comments

Filed under ზოგადი, შთაბეჭდილება

ვაი!

მოსწავლისაგან შევიტყვე,რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში ე.წ. ”სკინხედების ” ჯგუფი აუყვანიათ (18-20 წლისანი), რომელიც არბევდა, ძარცვავდა, სცემდა ჩინელებსა და ზანგებს. ფაქტზე, მშრალი ხიდის მიდამოებში დაუჭერიათ. ყველამ აღიარა ,რომ ეთნიკური ნიშნით ირჩევდნენ მსხვერპლსო. 

   ახლა დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, რატომ ხდება ასე, ვინ არის დამნაშავე, რამ მიიყვანა ახალგაზრდობა აქამდე და ა.შ.  ამით რამე გამოსწორდება?!

                                           ესეც ჩვენი ტოლერანტობა!   😦

25 Comments

Filed under შთაბეჭდილება

მასტერ კლასები ფარულავასთვის

         რასაც წაიკითხავთ N2-ის  ახალი ამბავი არ გეგონოთ!  😦

გუშინ, 8საათიან  ” ქრონიკაში”, ქეთევან (ქეთი) დოლიძემ განაცხადა,რომ რუსთაველის თეატრში სპექტაკლ  ”ჰენრი Y-ის” სანახავად გვიწვევდა კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური დასი: ” სცენაზე ჩვენ ვიხილავთ  არაპროფესიონალ, მოყვარულ მსახიობებს, უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც თეატრის სიყვარულმა გააერთანათ და ჩემმა მეგობარმა (  ქეთი დოლიძისაა მთელი თეატრალური სამყარო, როგორც ზურიკელა ვაშალომიძისა და მერისი იყო მთელი გურია) ჩამოიყვანა ეს დასი ჩვენთან”.

 შემდეგ იყო ჩვენი ” ვარსკვლავის”, ია ფარულავას, განცხადება : ” ასეთი დონის თეატრალური დასის ჩამოსვლა თბილისში ყველასათვის ზეიმია, რადგან ეს არის ”მასტერ კლასები”  ქართველი მსახიობებისათვის ”. ვერაფერს იტყვი, ”პროფესიონალს” ოცნება აუხდა!

  სულ ეს იყო რაც მინდოდა  მეთქვა!   😦

6 Comments

Filed under შთაბეჭდილება

ბლოგი

        დღეს ორი თვე შესრულებულა,რაც საბას (bas) რჩევით პოსტების წერა დავიწყე. არ ვიცი რამდენად საინტერესოა ჩემი პოსტები, მაგრამ ბლოგებში ხეტიალით მე  ვისვენებ, ბევრი რამ ახლიდან აღმოვაჩინე და ,რაც მთავარია, უამრავი საინტერესო ადამიანი გავიცანი, რომელთაც პირადად მე (თქვენი არ ვიცი) ახლობლებლად გთვლით.  🙂 

             მგონია, დიდი ხანია მათ ვიცნობ (თუმცა მხოლოდ ვირტუალური ნაცნობობა მაქვს),ყოველ დღე ველოდები სოფოს ”მზისფერ” პოსტს, მაინტერესებს თინიმ რა ქნა ქართული სახვითი ხელოვნების კოლოქვიუმზე, ვიხალისე piccolina-ს აღმოჩენაზე,გამიხარდა თაზოს წარმატება, ძალიან მაინტერესებს როგორები იქნებიან დოდკასა და თაას ბაჩაჩოეები, კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბლოგის გზაზე ხომ, ერთი კი არა, უამრავი კაცი მიდი-მოდის საინტერესო და ლამაზი ისტორიებით…

                                          მიყვარხართ და გელოდებით  🙂 

                                                    საბა,გმადლობ!

P.S. კომპიუტერთან მუშაობას ჯერ ახლა ვსწავლობ, ბევრი რამ არ ვიცი და თუ რამე შემეშლება აქ  ან  facebook-ზე  არ დამცინოთ  😛 😀

12 Comments

Filed under შთაბეჭდილება

” ქართლის ჭირსა ვერვინ მოსთვლის…”

      ტელევიზორი ჩავრთე და დავიზაფრე!  რა გვჭირს,რა გვემართება? ნუთუ განსჯის უნარი დავკარგეთ? რომ ამოგვიჩემებია 2000 წლიანი ისტორია გვაქვსო, მეხსიერება 20 წლიანიც აღარ გვაქვს?! დაგვავიწყდა სადამდე მიგვიყვანა 90-იანმა წლებმა, ურთიერთდაპირისპირებამ?განა აქედან არ დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს  დაკარგვა?იქნებ გვინდა აგვისტოში დაკარგულ 143 სოფელის ჩამონათვალს მთელი საქართველო დავამატოთ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ამბიციის, უპასუხისმგებლობისა,უნიათობის და კიდევ რა ვიცი რის გამო?

  გურამიშვილს შეგახსენებთ: 

         ”ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს,

          მას სცემოს და თვით იცემოს, დაქოჩროს და დაეკოდოს,

        რა ორნივე დაღალულნი ძაღლმან ნახოს, პირი ჰკიდოს , –

       ეგრეთ ქართლი და კახეთი დარჩა თურქთა,ლეკთა,დიდოს!”

 

            მშვიდობას და ერთიანობას გისურვებთ!

3 Comments

Filed under ზოგადი, შთაბეჭდილება

ბაკულას ღორები გალაქტიონის ბოსტანში და რუსის ჯარი საქართველოში

შემთხვევით რომ არაფერი ხდება ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ბოლო დღეებია გონებაში დავით კლდიაშვილის მოთხრობიდან „ბაკულას ღორები“ ფრაზები ამომიტივტივდა: „ ერთი ოხერი, ყოვლად გაფუჭებული მეზობელი გამიჩნდა, ის უნდა შემიშინო შაშა!.. შენთვის ეს არაფერი იქნება, ჩვენთვის კი დიდი რამეა!… თქვენ დაგინახავსთ და სული კოჭებში ჩოუვა?!… შეშინდება!“

რა დროს „ბაკულას ღორებია“– მეთქი ვფიქრობდი და ბოლოს გადავწყვიტე ხელახლა გადამეკითხა ეს მოთხრობა. მართლაც რომ, კლასიკოსია ჩვენი დიდი მწერალი! თუ რატომ თვლის ქართველი დავით კლდიაშვილს კლასიკოსად, ამისთვის შეგახსენებთ ამ ტერმინის განმარტებას: კლასიკოსი – დიდი მწერალი, რომლის შემოქმედებაც საყოველთაოდ აღიარებულია და ყოველთვის, ყოველ დროს სანიმუშოდ არის მიჩნეული. რამდენად სანიმუშოდ მიგვაჩნდა „ბაკულას ღორები“ ამას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ვარ, დღეიდან სამაგიდო წიგნად რომ უნდა გაიხადოს ზოგიერთმა. შეიძლება კითხვა გაუჩნდეს მკითხველს, სად „ბაკულას ღორები“ და სად ჩვენი დღევანდელი მდგომარეობაო, ამიტომ სულ რამდენიმე ეპიზოდს შეგახსენებთ მოთხრობიდან და დასკვნა თავად გამოიტანეთ: „– უიმე, უიმე!… ღმერთო მომკალი!… ასე კაცის ამოგდება გაგონილა ქვეყანაზე?!… თქვენ ამოგივარდათ თქვენი პატრონი ძირფესვიანად, რავარც თქვენ ეს ჩემი ბოსტანი ამომიგდეთ!… თქვენი პატრონი დასწყევლა ჩემმა გამჩენმა… დასწყევლა და მოსპო მამა ზეციერმა!“ ასე კლდიაშვილის ზენათი ბოსტანში „მოვარდნილ“ ღორებსა და ცხვრებს წყევლის, რომლებიც „ერთ თვალის დახამხამებაში, სულ ერთიანად გადაჭამენ, გადასისნიან, აღარაფერს  დატოვებენ“ ხოლმე…


ძალიან ჰგავს საქართველოში შემოსული რუსის ჯარი ბოსტნის ამომგდებ ღორებსა და ცხვრებს!

Continue reading

4 Comments

Filed under პოლიტიკა, შთაბეჭდილება