Category Archives: იდეა

ჰა ბურთი და ჰა მოედანი


წამლად არ არის – ცოტაც  კი არ არის
წამლად დადება – ალერსი; თხოვნა
წარბის გახსნა – მხიარულ გუნებაზე ყოფნა
წარბის შეკვრა – შეწუხება; წყენა; შეშინება
წარბის შეუხრელად – დარდის//გაბრაზების//შეწუხების დაუმჩნევლობა
წარბშეკრული – დადარდიანებული; გაბრაზებული
წარბშეუხრელად – უშიშრად
წელებზე ფეხის დადგომა – დიდი გაჭირვება
წელის გამაგრება – გამდიდრება
წელის მოწყვეტა – დიდი შრომა
წელში გატეხილი – დაუძლურებული; ღარიბი
წელში ოთხად მოკაკვა – სიღარიბისგან//მუშაობისგან დაჩაგვრა
წერას აუტანია – უბედურება არ ასცდება
წვერცამეტა – თხელწვერიანი
წითელი კვერცხია//კოჭია – – მოსაფერებელი ადამიანია
წითელი კვერცხის ვინმესთვის გორება – მოფერება;პირფერობა
წიწილასავით დაცემა – ადვილად მორევა
წიხლის დაცემა – შეურაცხყოფა
წიხლის დაჭერა – დაჩგვრა
წიხლის კვრა – დაწუნება; უარის თქმა
წურბელასავით მოკიდება – მოუშერებლობა
წყალს ცრის – უსაქმურია
წყლის გადაწურვა (ვინმესთვის) -გაუბედურება; დაზარალება
წყლის ნაყვა – უსარგებლო შრომა

ჭადრაკულად – საეჭვო; სახიფათო
ჭაპნის წევა – მძიმე სამუშაო; გაჭირვებასთნ ბრძოლა
ჭარკანუნანა – ჭკუა აკლი
ჭერის ახსნა – მხიარულება
ჭერის თავზე დანგრევა – დიდი უბედურება
ჭიას ფეხს არ დაადგამს – უწყინარია
ჭირის მოჭმა – ვედრება, ხვეწნა; სხვის ნაცვლად სიკვდილი
ჭკუაზე თხლად ყოფნა – უჭკუობა
ჭკუას ძალას ატანს – ცდილობს ჭკვიანური რამ თქვას, მაგრამ სისულელე გამოსდის
ჭკუაში დაჯდომა// მოსვლა – მოწონება
ჭკუის გლახა – უჭკუო
ჭკუის კოლოფი//პატრონი  – (ირონ.)სულელი; ჭკვიანი ადამიანი

ხაბარდა – ნუ მიშლი
ხაბახუბაზე გადასვლა – ნარჩენებით შიმშილის დაკმაყოფილება,წახამსება
ხავსის პირზე მოკიდება – დადუმება
ხათრის გატეხა – უპატივცემლობა
ხახვივით შერჩენა – პასუხისმგებას იოლად გადარჩენა
ხელაღებული – უპატრონოდ მიტოვებული
ხელგამოუვალი – გამოუსადეგარი
ხელგაუძრავი – ზარმაცი
ხელგაშლილი
– ბარაქიანი, მოწყალე
ხელდაბანილი – უდანაშულო
ხელების ფშვნეტა – სიამოვნება
ხელზე დახვევა – მომიზეზება; მოტყუება
ხელიდან გაძრომა – შეუმჩნევლად თავის დაღწევა
ხელიდან წასვლა – დაკარგვა; გაბუჭება
ხელიდან წასული – გაბუჭებული; დაკარგული
ხელით ტარება – ფერება; ლოლიაობა
ხელი მოითბო – ისარგებლა
ხელის აპყრობა – დახმარება
ხელის აღება – გაჭირვებაში მიტოვება
ხელის გასვრა – ცუდ საქმეში გარევა და შერცხვენა
ხელისგულზე ტარება – ფერება, ალერსი; განებივრება
ხელისგულივით გადაშლა – ცხადად
ხელის მოჭერა – სიძუნწე
ხელმოკლე – ღარიბი
ხელმოჭერილი – ძუნწი
ხელმრუდი – ქურდი
ხელნაკლული – ღარიბი
ხელცომიანი – მოუცლელი
ხელწაყრით – უხვად
ხელჯოხიანი – მოძალადე
ხვითქის(ნიანგი) ცრემლი – თვალთმაქცობა
ხიდის ზღვაზე გადება – შეუძეელის გაკეთება
ხმალკისერდებული – დამნაშავის სასჯელისათვის მზადყოფნა

ჯაგარაშლილი – გაჯავრებული
ჯავრის ამოყრა – სამაგიეროს გადახდა
ჯიბეგატენილი – მდიდარი
ჯიბეგახვრეტილი – ღარიბი
ჯიბეში თაგვები უთმაშებენ – არაფერი არა აქვს
ჯიბეში ჩასმა – მოტყუება
ჯიბიდან გავარდნილი – თავზე ხელაღებული
ჯორზე შეჯდომა – გაჯიუტება
ჯორიდან ჩამოსვლა – სიჯიუტეზე ხელის აღება
ჯორის ჯიშისაა – უშვილოა
ჯოჯოხეთის მაშხალა – უშნო

ჰა ბურთი და ჰა მოედანი – მდგომარეობის ბატონ-პატრონად დარჩენა
ჰაერში დაკიდება//ჩამოკიდება – გამოუვალ მდგომარეობაში დარჩენა

დატოვე კომენტარი

Filed under მშობლიური ენა, Uncategorized

იმედია, არ თვლით, რომ ღობე-ყორეს ვედები

ოთხში ამოღება – არასასიმოვნო//გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაყენება
ოტას დასხმა – მორჩილების გამოცხადება; თავის დამცირება
ოხტში ამოღება – ჯავრის ამოყრა
ოჯახის მუჭუჭი – მუყაითი მეოჯახე

პანტასავით ჩამოსვლა – მრავლად
პატარძალივით ჯდომა – უსაქმურობა
პირიდან დორბლების//ცეცხლის ყრა – გაბრაზება
პირიდან ლუკმის გამოცლა – წართმევა
პირი იბრუნა – ურთიერთობაზე უარი განაცხადა
პირის აღება – პირობის ჩამორთმევა
პირის გატეხა – პირობის დარღვევა
პირის გემო – ჭამის სიყვარული
პირის დაღება – გაკვირვება
პირის მოწმენდა – შველა
პირკატა ეცა – გაუკვირდა
პირშავი – დამნაშავე
პირში თითგამოვლებული – მოტყუებული; ცარიელზე დასმა
პირში ჩალის გამოვლება – წართმევა; მოტყუება
პურაძვირი – ძუნწი

ჟამთა სიავე – უბედობა
ჟამი – უშნო
ჟამნი//დრონი მეფობენ – ჩვენ უძლურნი ვართ დროსთან შედარებით

რა ასკილივით იქნევ თავს! – ორჭოფობ
რა ბუზმა გიკბინა! – რამ გაგამწარა
რა ნიორივით გაიპარაო! – ყველაფერი დაიკარგა
როდინობის კვირაში – არასოდეს
რწყილს ატყავებს – ძუნწია

საკმევლის კმევა – პირფერობა
სამანის ჩასმა – საქვეყნო დამნაშავედ გამოცხადება
სამარის მთხრელი – მოღალატე; მკვლელი
სარმის გამოკვრა – მოულოდნელად ღალატი
საღათას ძილით დაძინება – სიზარმაცე; უდარდელობა
სიპი ქვიდან ზეთს გამოადენს – მოხერხებულია
სოფელი ჭრელია – ცხოვრება სანდო არ არის
სულზე დამდგარი – სიკეთის მქნელი
სულზე დება – სიკვდილის მოახლოება
სულის მობჯენა ყელში – დიდი გაჭირვება; გაბრაზება; სიკვდილის მოახლოება
სხვის კალთაში თავის დადება – სხვისი იმედით ყოფნა

ტანზე ეკლის ასხმა – შეშინება
ტუჩზე კბენა – სინანული რისამე წამოცდენის გამო;წყენა;სიცილისაგან თავის შეკავება
ტუჩის აბზუება//აკვრა – დაცინვა; დაწუნება
ტყემალზე ზის – უვიცია
ტყუპ-ტყუპი ტლინკები -ხშირი

უბეში ჩასასმელი – კეთილი ადამიანი
უდანოდ ყელის გამოჭრა – წამება
ულვაშზე ხელის გადასმა – დაფიქრება; დამუქრება
ულვაშის აწევა – გაწბილება
ულვაშის მოპარსვა – საჯაროდ შერცხვენა; გაწბილება
უმზრახი წყალი – უმანკო
უსურვაზივით გადაბმა – ჩაგრეხა; მოხვევა
უტარო ცული – გამოუსადეგარი
უღლიდან გამოშვებული – განთავისუფლებული; თავის ნებაზე მიშვებული
უღლის გაწევა – შრომა; მოვალეობის ასრულება
უძაღლო სოფელი – უპატრონო
უძირო ქვევრი – გაუმაძღრი

ფარდის ახდა – გამოაშკარავება
ფარვანასავით თავს ევლება – ძალზე ზრუნავს
ფერის გადავლა//შეცვლევინება – შეშინება
ფეხების დაკოცნა – მორჩილება
ფეხიდან მოცვეთილი – ეშმაკი, გაიძვერა
ფეხის გადაბრუნება – მარცხი
ფეხის გამოდება – ღალატი
ფეხის დაჭერა -გაქელვა; შეურაცხყოფის მიყენება
ფიანდაზად დაგება – მორჩილების გამოცხადება
ფონს გასვლა – დაბრკოლების გადალახვა
ფრთების გამოსხმა – გახარება; გაძლიერება
ფრთების გაშლა – განვითარება; წინსვლა; გალაღება
ფრთების დაშვება//ჩამოყრა//ჩამოშვება – დასუსტება
ფრთების//შეკვეცა//შეჭრა – შეზღუდვა
ფრთების შესხმა – აღტაცება; გახარება
ფრჩხილი არ წამოსტკივებია – ავად არ გამხდარა
ფხის გამოჩენა – მოხერხებულად მოქცევა

ქადაგად დაცემა – ბოდვა; გაუგებრად საუბარი
ქანცის გაწყვეტა – დაღლა
ქერის ორმოში ჩავარდნა – გამდიდრება
ქეჩოს ფხანა – დაფიქრება
ქვა სდებია გულში – დაუნდობელია
ქვა ქვაზე არ დარჩება – განადგურდება
ქვად ქცევა – გაჯიუტება
ქვას აცივებს – ძალზე ბოროტია
ქვას ხეთქავს – დასაბუთებულია
ქვასაც გააღვიძებს – ენერგიულია
ქვასაც კი წყალს გამოადენს – ძალზე მოხერხებულია
ქვევრში//ჭურში ჯდომა – უვიცობა; კარჩაკეტილობა
ქვის კოდვა – უნაყოფო შრომა
ქვის შებმა ყელზე – დამორჩილება; დასჯა
ქოქის ამოგდება – მოსპობა
ქოშებს ყრის – ბრაზობს,განრისხებულია
ქრისტეს ვირი – მორჩილი
ქრისტეს პერანგი – სადავო
ქუდბედი აქვს დაყოლილი – იღბლიანი
ქუდის კვრა ჭერში – უზომო მხიარულება
ქუდი ყავარზე აქვს შესაგდები – ბედი უღიმის
ქუსლებიდან//ფეხიდან მოცვეთილი – ეშმაკი, გაიძვერა

ღარის დასმა – წარმატება
ღვთის ამარა//ანაბარა – უპატრონოდ დატოვებული
ღვთის გლახა – უპოვარი; ადვილად მოსატყუებელი
ღობე-ყორეს მოდება – უაზრო ლაპარაკი

2 Comments

Filed under მშობლიური ენა, Uncategorized

ნეტავ, ნახლდება რა არის?

      ” აუ დაწერე რა განახლდება და ნახლდება-ზე გთხოვ   🙂  ”

                          განახლდება თუ ნახლდება?

    განახლდება//გაახლდება  თუ მომავალში უნდა მოხდეს, ხოლო ახლდება  თუ ახლა ხდება რაიმეს განახლება და არა ნახლდება.    რატოოოოოომ?  იმიტომ,  🙂  თანამედროვე ქართულში ზმნას დაერთვის შემდეგი ზმნისწინები: ა, და, გა, შე, ჩა, გადა, წა, მი, ამო,გამო,შემო, ჩამო,გადმო, წამო,მიმო, თუმცა ახლი ზმნიწინების გვერდით მათი ძველი ვარიანტებიც ფუნქციონირებს: აღ, გან, შთა, გარდა, წარ.  გან-ახლ-დ-ებ-ა//გა-ახლ-დ-ება,  ამ  ზმნებში  გან  და გა  ზმნიწინებია,  ახლ – ძირი,  დ -ვნებითი გვარის ნიშანი,  ებ -თემის ნიშანი,  – მე-3 სუბიექტური პირის ნიშანი.

        სწორი ფორმაა განახლდება  – ახლდება!

11 Comments

Filed under Uncategorized

რიცხვი

გამოცდები მოახლოვდა, დრო თითქმის აღარ მაქვს. სამუშაო,სამუშაო და კიდევ ერთხელ სამუშაო…….. სოფომ კი თავისი შეკითხვით ”იძულებული” გამხადა პოსტი დამეწერა,რისთვისაც მადლობას ვუხდი,  🙂  წინადადებაში ქვემდებარის, დამატებისა და  შემასმენლის სინტაქსური ურთიერთობებით დაინტერესდა.

ზმნა-შემასმენელი წინადადების ხერხემალია (როგორც ვანო ქვეყნის 🙂  );  ილია მას  ”ჩვენი მეტყველების დედა-ძარღვსა” და ”სულს და გულს ” უწოდებდა. (ვანოს არა, ზმნას,კაცო   😀  )

სუბიექტ-ობიექტის ბრუნებისა და ზმნის უღლების ფორმები წინადადებაში ერთმანეთს უწევენ ანგარიშს; ასეთივე ურთიერთობაა მათ შორის რიცხვის გამოხატვაშიც.

თანამედროვე ქართულ ენაში თუ ქვემდებარე გადმოცემულია  ვინ ჯგუფის ან სულიერი რა ჯგუფის სახელით შემასმენელს რიცხვში ითანხმებს (-ებ-იან მრ.). თუ სუბიექტი ნართანიან მრავლობითში დგას, ყოველთვის შეითანხმებს ზმნას რიცხვში: ბავშვები ეზოში თამაშობდნენ;  პეპლები აფრთხიალდნენ ყვავილებზე; კლდენი, ზამთრისაგან გაყვითლებულნი, ამწვანდნენ.

მნიშვნელობა აქვს იმასაც, სუბიექტური პირი რეალური ვითარების მიხედვით აქტიურ სუბიექტს გულისხმობს თუ პასიურს, უსულო საგნები გაპიროვნებულია თუ არა:   ციდან ღრუბლები ქურდებივით მიიპარებოდნენ(გაპიროვნება);  ბანკები პენსიებს არ იძლევიან (აქტიური სუბიექტი).

ზმნას რიცხვში ვერ ითანხმებს სუბიექტი,რომელიც გამოხატულია: უსულო საგნით, კრებითი ან რიცხვითი სახელით, ორცნებიანი კომპოზიტითა და მრავლის გამომხატველი სიტყვით: წვიმის წვეთები დაცურავენ ფანჯრის მინებზე; ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა; ორივე თვალს მოეფარა (თუმცა, ორივენი თვალს მოეფარნენ); მამა-შვილი სტადიონზე წავიდა; ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა.

ასე რომ მრავლობითში დასმულ ქვემდებარესთან შეწყობა რთულია და მრავალფეროვანი; რიცხვში შეთანხმებას სტილისტიკური მიზნითაც მიმართავენ;

(ასე რომ, სოფო, სტილის საკითხია, რომელ ფორმას გამოიყენებ: ბავშვები მიყვარს// ბავშვნი მიყვარან> ბავშვები მიყვარან).

რომ არ მოგაბეზროთ თავი, ობიექტისა და ზმნის ურთიერობაზე ხვალ… 🙂   აბა, უმეტესობა ადამიანთა ურთიერთობებზე  წერთ და რა დააშავა ზმნამ   😀

3 Comments

Filed under მშობლიური ენა, Uncategorized

ძირს პოლიტიკა

გაზაფხულია და მგონი, ისე გადის,ვერც შევამჩნიეთ. 😦 მთელი ქვეყანა პოლიტიკაშია ჩართული, ოპოზიცია- ხელისუფლებაზე  საუბრობს ყველა და ყველგან: სახლში,სამსახურში, სკოლაში, ქუჩაში ხომ თავისთავად, ტრანსპორტში და მგონი საზოგადოებრივ ტუალეტებშიც კი.

რისი ბრალია, ბატონებო, ეს? პოლიტიკური უმეცრებისა და, უფრო მეტად კი, იმის რომ პოლიტიკოსები არ გვყავს. ”ვაი პოლიტიკოსების” პოლიტიკურ ბრძოლაში  მთელი ერი ჩაერთო და გავხდით ”პოლიტქვეყანა,” ნეტავ, ქვეცნობიერად  პოლიტბიუროს მონატრება ხომ არ არის?!  😦

მოკლედ თავი რომ არ შეგაწყინოთ, ძალაში ვტოვებ ჩემს წინადადებას  ”ტელემთავრობის” შესახებ ( იხ.ძველი პოსტი,რა თქმა უნდა,თუ სურვილი გაქვთ). აღარ დავწერ პოსტებს  პოლიტიკაზე, არ გვაკლია  პოლიტჟურნალისტები  და მათი პოლიტიკური ”ანალიზები.”  ისე,  რამდენი სიტყვა გვქონია პოლიტიკასთან დაკავშირებული: პოლიტინფორმაცია, პოლიტტიპაჟი :), პოლიტმეცადინეობა, პოლიტორგანო (ეს შეეფერება დღევანდელ მდგომარეობას), პოლიტსემინარია და ვინ იცის კიდევ რამდენი…)  ძირს პოლიტიკა, გაუმარჯოს ფიქრს, განსჯას და თავისუფლებას. ყველამ ჩვენ-ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ და ასე მოვიხადოთ ვალი ქვეყნის წინაშე: ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავზარდოთ შვილები…

გაზაფხულია და მგონი, ისე გადის, ვერ შევამჩნიეთ…

გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი…

3 Comments

Filed under პოლიტიკა, Uncategorized

” დეიდა ნატო”

    ლევანმა თქვა: ”ეს ცუდად იქცევი( დაავიწყდა ეთქვა ვიქცევითო) და დეიდა ნატო რომ არ მოვიდესო?’

      მიშამ უთხრა: ”რაკი დეიდა ნატომ თქვა, აუცილებლად მოვაო!”

    ზვიადმა თქვა: ” სტაფილო  გადმოვყარეთ და დეიდა ნატო  რომ არ მოვიდესო?”

      მიშამ უთხრა : ”რაკი დეიდა ნატომ თქვა,აუცილებლად მოვაო!”

     გიამა  თქვა: ”ჩემი ცხვირსახოცის ფერი არ მოსწონს, ბრაიზამ მითხრა და შეიძლება დეიდა ნატო არ მოვიდესო?”

     მიშამ უთხრა : ”რაკი დეიდა ნატომ თქვა,აუცილებლად მოვაო!” ( ესეც რა ნასტირნია)

     გუბაზმა თქვა : ” აღმაშენებლის გენი დავკარგეთ და დეიდა ნატო რომ არ მოვიდესო?” (დეიდა ნატოს როგორ ჰკიდია ჩვენი გენი!)

        მიშამ თქვა: ”რაკი დეიდა ნატომ თქვა,აუცილებლად მოვაო!”

       შალვამ კი თქვა: ” არ გვინდა დეიდა ნატო, პელმენების კეთება არ იცისო!” 

          ამ დროს დეიდა ნატო  ტუ…….

                          ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო  გადაცემა

%(count)s კომენტარი

Filed under Uncategorized

ტელემთავრობა

        უამრავი  ტელეპროექტით არის ”დახუნძლულუ” ჩვენი ტელევიზიები, იქნებ გვეფიქრა და  ე. წ. საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხზე ჩვენი, ხალხის, მოთხოვნით გავაკეთებინოთ რეალითი-შოუ  ”ტელემთავრობა”. ( ფულს ხომ ჩვენ ვიხდით, არ გვინდა ,ბატონო, ”დაკარგული,გაქცეული, ველური სიყვარულის” ყურება). ვისაც სურვილი და ამბიცია აქვს,რომ ქვეყნის მართვა და პატრონობა შეუძლია, მიიღებდა ამ პროექტში მონაწილეობას. (ფორმატსა და ხანგრძლივობაზე მსჯელობაა საჭირო, ალბათ, я так думаю!) დავაკვირდებოდით,  შევარჩევდით  და დავნიშნავდით!აბა, არჩევნებით არაფერი გამოგვდის და რა ვქნათ?! თან ტელევიზიას შეჩვეულები იქნებიან უკვე და იმედია, პიარისთვის აღარ ირბენენ აქეთ-იქით. ოთხი წელი ვუძლებთ მათ სისულელეებს და პროექტში ვერ გავუძლებთ!

        დე, მე მგონი ვფილოსოფოსობ არა? 🙂

2 Comments

Filed under ფიქრები, Uncategorized