საჩუქრები

ყველას გილოცავთ ახლ წელს! მრავალს დაესწარით!
ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიხარული, ბარაქა!

1-ლ იანვარს მიღებული საჩუქრებისგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო:
“ნათესავების არჩევა რომ შეიძლებოდეს, აუცილებლად, დედად აგირჩევდით. მიყვარხართ ძალიან და მინდა, რომ ამ ახალი  წლის გარდა კიდევ ბევრ ბედნიერ ახალ წელს დაესწროთ.  :) საახალწლო მესიჯებს, როგორც წესი, არ ვგზავნი ხოლმე, მაგრამ გავიღვიძე თუ არა თქვენთან მოწერა და ” მუხლის მოდრეკა მომინდა.” 🙂 ❤

ეს კი დღეს, ბედობას:
" გამარჯობათ ქალბატონო …, როგორ ბრძანდებით?? გილოცავთ ახალ წელს, უფლის მადლი და ძალა არ მოგკლებოდეთ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, რაც ამქვეყნად არსებობს და ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს,იღბალს და კიდევ იმას, რასაც თქვენ ისურვებთ. ძალიან შემიყვარდით, დიდი მადლობა ყველაფრისათვის. აი, ძალიან საყვარელი ადამიანი ხართ… არ ვიცი, იქით სემესტრში ვსწავლობთ თუ არა თქვენს საგანს,მაგრამ მინდა ,აი,ძალიან მინდა, რომ გვასწავლოთ. გკოცნით დიდი სიყვარულით." 🙂 ❤

მადლობა, მიყვარხართ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ!

3 Comments

Filed under ზოგადი

3 responses to “საჩუქრები

  1. ჯანმრთელობა, ბედნიერება და სიხარული მოეტანოს თქვენთვის ამ ახალ წელს!!!
    მიყვარს, ხანდახან რომ მაინც დაწერთ ხოლმე და სულ კეთილი აურა შემოგაქვთ ბლოგოსფეროში.
    ა, ჰო, კიდევ ვისურვებდი, წელს უფრო მეტი პოსტი დაგეწერათ, ვიდრე შარშან🙂

    რაც შეეხება თქვენი მოსწავლეების მესიჯებს, ამაზე დიდი ბედნიერება და სიხარული რა უნდა იყოს, როცა შრომა გიფასდება და ბავშვებს ასე უყვარდები. მეც მინდა მასწავლებლობა ამის გამო😀

    • სოფი, მომენატრე, ❤ აქ რომ იყავი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყოველ დღე გხედავდი. გისურვებ ყოველივე კარგს შენს ლამაზ ოჯახთან ერთად 🙂

      • მადლობა. მეც!
        რა უცნაურია ხო? რამდენიმე სხვა საყვარელმა ადამიანმაც მითხრა მსგავსი რამ.
        დიდი მადლობა!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s