10 სექტემბერი

ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღეა, ჩემთვის უბედნიერესი. 29 წლის წინ დილის ათის ნახევარზე გაჩანდა საბა, დარწმუნებული ვიყავი, მთელი სამყარო გახარებული იყო 🙂
ხშირად ვხალისობ იმდღევანდელი შეგრძნებები რომ მახსენდება. სამშობიარო ბლოკში ლიფტით ავყავდი, ახლობლები დერეფნის ბოლოში იდგნენ და კარი რომ იკეტებეოდა, რატომღაც იური გაგარინი გამახსენდა, კოსმოსში გაფრენის წინ ხელს რომ იქნევს და ზუსტად ისე დავუქნიე ჩემებს ხელი 🙂 ბლოკში ასული გაოცებული ვუყურებდი “მყვირალა” ქალებს, ვფიქრობდი -შვილის გაჩენას ასე კივილით რატომ ხვდებიან, ნუთუ მოთმენა არ შეუძლიათ-მეთქი. ყველა შოკოლადს ითხოვდა, სულაც არ მინდოდა, მაგრამ მაინც დიდი რაოდენობით მოტანა ვთხოვე ჩემებს…:)
მაშინ ტოლმებივით შეხვეული ახალშობილები ცალკე ოთახში ჰყავდათ, დედებისაგან მოშორებით🙂 თითოეული ქალი ტირილით ცნობდა შვილს, დედობრივი ინსტიქტი გაასმაგებული გვქონდა🙂 პატარა 6-7 საათის შემდეგ მომიყვანეს და ყველაფერი დავუთვალიერე – თავი, ცხვირი, თვალი, ფეხუკები, ხელუკები… შეგრძნება მქონდა, ჩემისთანა ლამაზი და ჭკვიანი შვილი ქვეყნად არავის ჰყავდა.ყველას მის შესახებ ველაპარაკებოდი,მწყინდა თუ სხვა თემაზე გადაიტანდნენ საუბარს 🙂
საბა, ძალიან მიყვარხარ!

3 Comments

Filed under ზოგადი

3 responses to “10 სექტემბერი

  1. Im periodis dedebs yvelas msgavsi mogonebebi aqvt, chemsasac. Ezra rom gavachine, mkitxa, yvelaferi unaxe, titebi dautvaleo? Imdeni vicine, rom msgavsi ram me azradac ar momsvlia🙂 axla tqvenc rom es daweret, tbilad momxvda gulze da deda momenatra…

    Sabas janmrtelobas da warmatebebs vusurveb!!! Da aseve tqvenc!!!
    (Mec male vxdebi 29-is, woohoo, ra seriozuli asakisken mivdivart🙂 )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s