ბებიაჩემი ასი წლისაა

დღეს სოფო ასი წლის გახდა.  ძალიან მენატრება  ჩემი ფუმფულა, თბილი, ტკბილი …     17 წელი გავიდა რაც აღარ მათბობს, ძალიან მტკივა და ძალიან მენატრება… ვწერ და ცრემლები მახრჩობს, ყურებში მისი ხმა მესმის, ყველასაგან გამორჩეულად მოგვმართავდა შვილიშვილებს: ზიზიტა, მაკუსინა, მინდუშა, საბუშკა,თორნო,ლაზრუშკა …სასაცილო ფრაზები ჰქონდა: „ ცივილიზა ბოზები,“ „შავი ლიმონათი“, სულ  უნდა  ჰქონოდა  ციტრამონი და ნაფტიზინი…

იცით რა ტკბილი და თბილი იყო… მენატრება… ახლაც,  ძალიან რომ გამიჭირდება,  ვგრძნობ როგორ მამშვიდებს, მაწყნარებს და მეუბნება : – აბა, დაფიქრდი, ღირს კი სანერვიულოდ, იქნებ ცივი გონებით უფრო მალე მოაგვარო…

სოფო, ძალიან მაკლიხარ და მენატრები…

სასწაული ქალი იყო, სოფლის პატრონი. ვინ იცის დღეში რამდენჯერ დაიძახებდნენ  ხოლმე- სონა ნათლია:  ბავშვს ხელი მოსტყდა,  მთელი ღამე სიცხე ჰქონდა,  ძროხა  აღარ იწველება, ქათამი მოკრუხდა და რა ვიცი, ვისაც რა აწუხებდა ყველა მასთან მოდიოდა. ექიმიც იყო და ვეტექიმიც, მასწავლებელიც და ადვოკატიც, მოკლედ სოფლის გაჭირვების ტალკვესი იყო…სულ მიკვირდა, როდის მოასწრო მთელი სოფლის მონათვლა-თქო და ცოტა რომ წამოვიზარდე, მივხვდი, რომ ყველა თავისიანად მიიჩნევდა… ამიტომ ეძახდნენ ნათლიას, ამით გამოხატავდენენ  მისდამი პატივისცემას, ყველაზე ახლობელი ხარო…

ქათმებსაც კი ელაპარაკებოდა დ ისინიც პასუხს სცემდნენ, ნუ იცინით, მართლა. ის კი არა სახელებს არქმევდა და ისე ეძახდა ხოლმე.  ერთხელ მამალი დაკოდა, უნდა გენახათ, რამხელა გაიზარდა და როგორ  დაბაჯბაჯებდა ეს მამალი ეზოში…

საღამოს გიტარა და რომანსები აივანზე…  აუ, რა გემრიელ კატლეტებს და კლიოცკის აკეთებდა…

სოფო, ძალიან მენატრები….

დღეს ბებიჩემი 100 წლის გახდა, ჩემი დისშვილი კი -10-ის, ვულოცავ მას  და ვუსურვებ,  ქეთი  დიდი   ბებიასავით   ჭკვიანი, ტკბილი  და  თბილი ყოფილიყოს!

სოფო, მიყვარხარ და მენატრები…

9 Comments

Filed under ზოგადი

9 responses to “ბებიაჩემი ასი წლისაა

  1. ბედნიერებაა,როცა შვილიშვილი ასეთი თბილი სიტყვებით იხსენებ ბებიას…ეს კმარა იმისთვის ,რათა გარკვეული შთაბეჭდილება დატოვო მკითხველზე,კარგი ახალგაზრდა ხარ ღირსეული შთამომავალი “სოფო ბებიის”!

    • მადლობა, ისე ამ შეფასებამაც -“კარგი ახალგაზრდა ხარ”-, ძალიან გამახარა 🙂

  2. ჭადრაკის თამაში ბებიამ მასწავლა და წიგნებსაც ბებია მიკითხავდა. ერთხელ, მახსოვს, ზედიზედ ექვსჯერ წავაკითხე “გამზრდელი”.

    საოცრად თბილი პოსტია🙂

  3. რაც რამე ვიცი ალბათ მეტი წილი ბაბო-ბებიის ნასწავლია, წერა–კითხვის ჩათვლით ^_^🙂 მადლობა პოსტისთვის

  4. Mindia

    Thanks for expresing kvela chvenganis emotsiebs.

  5. -“მადლობა, ისე ამ შეფასებამაც -”კარგი ახალგაზრდა ხარ”-, ძალიან გამახარა ”

    radganac bebiaze werdiT vifiqre,rom “axalgazrda” iyaviT…ukan mimaqvs chemi sityvebi,mapatieT….(ise,cnobistvis chemze axalgazrda xar)

    • “ukan mimaqvs chemi sityvebi,mapatieT…” უკან რატომ მიგაქვთ? ძალიან სასიამოვნო იყო 🙂 ახლა კი გული დამწყდა😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s