“იდეურიუმცირესობანი”

      ჩემთვის მიუღებელია:

ვინც ქართულ გალობას მიკრძალავს ტაძარში.

ვინც პატრიარქზე შარჟებს ავრცელებს.

ვინც რწმენას და პატრიარქს დედის გინებით ”იცავს”.

ვინც მასწავლის როგორ აღვზარდო შვილი და ამ დროს მისი შვილი მასწავლებლის გინებისთვის სკოლიდან არის გაგდებული.

 ვინც ასაკობრივ დისკრედიტაციას ეწევა.

 ვინც ქართულ ვაჟკაცობას და ღირსებაზე მელაპარაკება და ამ დროს უცხოეთში სამუშაოდ გაშვებული დედის გამოგზავნილი ფულებით ცხოვრობს.

 ვინც არ იცის, როგორ ცხოვრობენ მშობლები, რადგან მათთან ურთიერთობა არა აქვს.

 ვინც მონათმფლობელურ შრომის კანონებს ქადაგებს და ცდილობს, დაამკვიდროს. დამსაქმებელს ყველაფრის უფლება აქვს, დასაქმებულს კი – არაფრის.

 გეი-ლესბოსური ”პარადი” და მმკ-სმმ-ის ჯვაროსნობა.

 ვინც ყველაფერზე კმარას გაჰკივის და თავად ვერ მიმხვდარა, რომ, მართლაც, კმარა.

ვინც ვიღაც დეისაძის ”სირობას” აღშფოთებული კითხულობს და სერობზე სახარებაში  არ წაუკითხავს, მხოლოდ ფილმებში აქვს ნანახი.  

ვინც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე აღდგენაზე ფიქრობს და ამ დროს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს კარგავს.

 ვისაც თავი გამოსაყენებელ ხორცად წარმოუდგენია და ისიც, ვისაც ქორწინებამდე სექსი ბოზობა ჰგონია.

ვისაც თავი საზარბაზნე ხორცი ჰგონია თუ სამშობლოს შეეწირება. ………………………………………………………………….. ვეღარ ვაგრძელებ, , რა გვჭირს, ხალხნო!

 ჩემთვის  ესენი არიან ”იდეურიუმცირესობანი”,  მაგრამ  ”ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.”

14 Comments

Filed under ზოგადი

14 responses to ““იდეურიუმცირესობანი”

  1. ცემთვისაც მიუღებელია!
    ზოგადად ნებისმიერი ”დაცვა” ცემით, ყვირილით და გინებით.

  2. +1
    კარგი პოსტია😉

  3. Pingback: წერილი მასწავლებელს! « Blogscritics's Blog

  4. მე, საერთოდ, ვერც საქართველოში მიმდინარე მოვლენებში გავერკვიე და ვერც ამ პოსტით გავიგე ზუსტად რისი თქმა გინდოდათ.

    ფაქტი ისაა, რომ არცერთ მშობელს უნდა ჰომოსექსუალისტი შვილი, იმიტომ, რომ ეს არ არის ბუნებრივი. ისიც ვერ წარმომიდგენია, ადამიანებს თავისი რელიგია ასე სძულდეთ და საერთოდ არ ესმოდეთ, რა უნდათ😦 ძალიან ძალიან ცუდი ამბები ხდება და ფარულად იწამლება მომავალი თაობის სული/გონება/ყველაფერი.

  5. სოფი, ჩემთვის, ერთი ჩვეულებრივი ქართველი ქალისთვის, ორივე მხარე მიუღებელია. ვითომ დამცველები და ვითომ ლიბერალები ერთად ანადგურებენ მომავალი თაობის ცნობიერებას.😦 მგონია, არცერთ მათგანს არა აქვს გაცნობიერებული რას ემსახურება და რას ებრძვის.

  6. me ra momenti maqvs ici, yvelafer amashi fsevdo girebulebebs vxedav.. magizianebs is momenti,rom ragac aris popularuli-magalitad martmadidebloba,an biseqsualad yofna. saqartveloshi yvelaze didi dozit es FSEVDO girebulebebia..:(

  7. Pingback: წერილი მასწავლებელს! « Blogscritics's Blog

  8. გეთანხმებით აბსოლიტურად ყველაფერში, რაც ამ პოსტში წავიკითხე.

  9. respect!
    ზუსტად გამოხატეთ ბევრის, მათ შორის ჩემი პოზიცია🙂

  10. აბსოლუტურად ვეთანხმები ყველა პუნქტს, ყელშია უკვე ამდენი “დამცველი” და გამოდის, რომ “დასაცავი” არ დარჩა ან ხშირ შემთხვევაში არც არავის “დაცვა” არ ჭირდება😦

  11. mtsiri

    tavidan kargad daicyet…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s