ინტერნეტმოსწავლე

     დიდი ხანია მოსწავლეები მყავს და ბავშვებთან ვმუშაობ, მაგრამ ინტერნეტით ჯერ ჩემთვის უცნობი მოსწავლე არ დამკავშირებია. გუშინ ბლოგის დათვალიერებისას დამხვდა კომენტარი:  ”ძალიან საინტერესო და საჭირო ბლოგი გაქვთ  🙂  თქვენი email-ის გაგება საიდან შეიძლება? ბლოგზე რატომ არ გაქვთ მითითებული   😦  ”  მერე   Facebook-ზე დავმეგობრდით(სხვათაშორის ბლოგერია), შევთანხმდით, მეწვია დღეს და შაბათიდან ვიწყებთ სწავლას. თუ მოგვეწონა ერთმანეთი, ჰო კარგი, თუ არა და დავრჩებით ინტერნეტმეგობრები.  🙂

   პირველი ინტერნეტმოსწავლეა და ამიტომ გადავწყვიტე ინტერნეტით ამის გავრცელება (ტავტოლოგიამ თუ გაგაღიზიანათ სოციალური ქსელები იგულისხმეთ და წაიკითხეთ 🙂  ).

 მაინც რა არის 21-ე საუკუნე   🙂 აბა, ბებიაჩემი ამას იფიქრებდა?   🙂

13 Comments

Filed under ზოგადი, შთაბეჭდილება

13 responses to “ინტერნეტმოსწავლე

  1. ნეტოჩკა

    ძალიან გამეხარდა ამის წაკითხვა,ნუთუ შესაძლებელია მქონდეს თქვენი იმედი? ვიქნები მეც თქვენი მოწაფე, თუ არ შეწუხდებით?

  2. მეც მინდა, მეც მინდა, მეც მინდა!!! 😦

  3. ნინისუხო

    ოოო ინტერნეტ მოსწავლე არ ვყოფილვარ მაგრამ ყველას გითხრათ, ძალიან გაგიმართლათ თუ ზინიკო მასწავლებლის მოსწავლეები გახდით 🙂 ამას თვითონ რამდენიმე გაკვეთილში თვითონ მიხვდებით 🙂

    ზინიკო მასსსსსს ძაააალიან ძალიან მიყვარხართ :* :* :*

    მენატრება თქვენი გაკვეთილები, თქვენი რჩევები და ასე შემდეგ…

  4. ნინისუხო

    სიტყვა ”შემიძლია” გამომრჩენია :)))

  5. ნინისუხო

    ვაიმე ახლა გადავიკითხე ჩემი ნაწერი და ბევრი ვიცინე :))

    ”ოოო ინტერნეტ მოსწავლე არ ვყოფილვარ მაგრამ ყველას შემიძლია გითხრათ, ძალიან გაგიმართლათ თუ ზინიკო მასწავლებლის მოსწავლეები გახდით ამას რამდენიმე გაკვეთილში თვითონ მიხვდებით

    ზინიკო მასსსსსს ძაააალიან ძალიან მიყვარხართ :* :* :*

    მენატრება თქვენი გაკვეთილები, თქვენი რჩევები და ასე შემდეგ…”

    ამის თქმა მინდოდა :))

  6. ინტერნეტმოსწავლე ძალიან მაგარია.

    ინტერნეტით მიცდია თორის სწავლა და რაღაც არ გამოვიდა, ტელეფონითაც მისწავლია რაღაცები, მაგრამ პირად შეხვედრას და ისე სწავლას მაინც არაფერი ჯობია, ჩემი აზრით.
    წარმატებებს გისურვებთ ორივეს! :love:

  7. ვეცდები კარგი მოსწავლე ვიყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტ მეგობრებად არ დავრჩებით 🙂 🙂

    მგონი ზინა მასწ–ით უნდა მოგმართოთ უკვე 😀

  8. ქეთი,მხოლოდ მეგობრებად რომ არ დავრჩეთ, ჩემზეცაა დამოკიდებული 🙂

  9. მომეწონა.. კარგი პოსტია. 🙂

  10. უკვე ვისწავლე:”გამიხარდა” და არა გამეხარდა.-გმადლობ.

Leave a reply to zina კომენტარის გაუქმება