ინტერნეტმოსწავლე

     დიდი ხანია მოსწავლეები მყავს და ბავშვებთან ვმუშაობ, მაგრამ ინტერნეტით ჯერ ჩემთვის უცნობი მოსწავლე არ დამკავშირებია. გუშინ ბლოგის დათვალიერებისას დამხვდა კომენტარი:  ”ძალიან საინტერესო და საჭირო ბლოგი გაქვთ  :)  თქვენი email-ის გაგება საიდან შეიძლება? ბლოგზე რატომ არ გაქვთ მითითებული   :(  ”  მერე   Facebook-ზე დავმეგობრდით(სხვათაშორის ბლოგერია), შევთანხმდით, მეწვია დღეს და შაბათიდან ვიწყებთ სწავლას. თუ მოგვეწონა ერთმანეთი, ჰო კარგი, თუ არა და დავრჩებით ინტერნეტმეგობრები. 🙂

   პირველი ინტერნეტმოსწავლეა და ამიტომ გადავწყვიტე ინტერნეტით ამის გავრცელება (ტავტოლოგიამ თუ გაგაღიზიანათ სოციალური ქსელები იგულისხმეთ და წაიკითხეთ :)  ).

 მაინც რა არის 21-ე საუკუნე  🙂 აბა, ბებიაჩემი ამას იფიქრებდა?  🙂

13 Comments

Filed under ზოგადი, შთაბეჭდილება

13 responses to “ინტერნეტმოსწავლე

  1. ნეტოჩკა

    ძალიან გამეხარდა ამის წაკითხვა,ნუთუ შესაძლებელია მქონდეს თქვენი იმედი? ვიქნები მეც თქვენი მოწაფე, თუ არ შეწუხდებით?

    • კი🙂 თუ სურვილი გაქვს დამიკავშირდი 🙂გამეხარდა არა – გამიხარდა, უკვე დავიწყე 🙂

  2. მეც მინდა, მეც მინდა, მეც მინდა!!!😦

  3. ნინისუხო

    ოოო ინტერნეტ მოსწავლე არ ვყოფილვარ მაგრამ ყველას გითხრათ, ძალიან გაგიმართლათ თუ ზინიკო მასწავლებლის მოსწავლეები გახდით🙂 ამას თვითონ რამდენიმე გაკვეთილში თვითონ მიხვდებით🙂

    ზინიკო მასსსსსს ძაააალიან ძალიან მიყვარხართ :* :* :*

    მენატრება თქვენი გაკვეთილები, თქვენი რჩევები და ასე შემდეგ…

  4. ნინისუხო

    სიტყვა ”შემიძლია” გამომრჩენია :)))

  5. ნინისუხო

    ვაიმე ახლა გადავიკითხე ჩემი ნაწერი და ბევრი ვიცინე :))

    ”ოოო ინტერნეტ მოსწავლე არ ვყოფილვარ მაგრამ ყველას შემიძლია გითხრათ, ძალიან გაგიმართლათ თუ ზინიკო მასწავლებლის მოსწავლეები გახდით ამას რამდენიმე გაკვეთილში თვითონ მიხვდებით

    ზინიკო მასსსსსს ძაააალიან ძალიან მიყვარხართ :* :* :*

    მენატრება თქვენი გაკვეთილები, თქვენი რჩევები და ასე შემდეგ…”

    ამის თქმა მინდოდა :))

    • ნინი, მეც ძალიან მენატრები და მიყვარხარ! მოდი და ვიჭორაოთ🙂 სუხო, პუნქტუაცია? 🙂

  6. ინტერნეტმოსწავლე ძალიან მაგარია.

    ინტერნეტით მიცდია თორის სწავლა და რაღაც არ გამოვიდა, ტელეფონითაც მისწავლია რაღაცები, მაგრამ პირად შეხვედრას და ისე სწავლას მაინც არაფერი ჯობია, ჩემი აზრით.
    წარმატებებს გისურვებთ ორივეს! :love:

  7. ვეცდები კარგი მოსწავლე ვიყო და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტ მეგობრებად არ დავრჩებით🙂🙂

    მგონი ზინა მასწ–ით უნდა მოგმართოთ უკვე😀

  8. ქეთი,მხოლოდ მეგობრებად რომ არ დავრჩეთ, ჩემზეცაა დამოკიდებული 🙂

  9. მომეწონა.. კარგი პოსტია.🙂

  10. უკვე ვისწავლე:”გამიხარდა” და არა გამეხარდა.-გმადლობ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s