მხოლოდ შიში?

          ლეო ქიჩელის  ”ჰაკი აძბას” ვაანალიზებდით და ერთ-ერთმა მოსწავლემ საზიზღარი უწოდა იმდროინდელი სოხუმის საზოგადოებას. შემდეგ კი  გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს ხაშურში მომხდარი ფაქტი, რომელსაც თავად შეესწრო(მისი ბებია იქ ცხოვრობს).

            ხაშურის ბაზარში რუსი ჯარისკაცები შემოვიდნენ, 1კოლოფი სიგარეტის ყიდვა უნდოდათ და 10 რუბლი გაუწოდეს გამყიდველს. მან ფული არ გამოართვა,1 კოლოფის ნაცვლად 1შეკვრა საჩუქრად მისცა, გარშემო მყოფებმა კი ყუთებით გაატანეს ხილიო. რუსები ეუბნებოდნენ არ გვინდა, არ გვჭირდებაო. ესენი კი”ტენიდნენ”, თვიანთი ხელით უწყობდნენ მანქანაშიო. მაშინ თითქოს ამას ყურადღება არ მივაქციე, ახლა კი, ”ჰაკი აძბას” წაკითხვის შემდეგ, ძალიან გავბრაზდი და მაინტერესებს, რითი განსხვავდება  ის საზოგადოება დღევანდლისაგან, ამათ რა ვუწოდოო?!

                       ვითომ მხოლოდ შიშია?!

4 Comments

Filed under ზოგადი

4 responses to “მხოლოდ შიში?

  1. ჩემს იმ ისტორიას ჰგავს, გერმანიის საელჩოში რომ შემემთხვა, შეიძლება ნახეთ კიდეც ის პოსტი http://www.norteri.com/2010/04/kiss-or-miss.html
    არ ვიცი, შიშია თუ რა, მე ჯერ ვერ გამირკვევია, სიმართლე გითხრათ.

    • სოფი, რა თქმა უნდა, წაკითხული მქონდა. შენს პოსტებს ყოველთვის დიდი სიამოვნებითა და ინტერესით ვკითხულობ. რაც შეეხება ამ შემთხვევას, გაგრძელება უფრო საშინელება ჰქონია, როგორც აღმოჩნდა, ყოველივე იმის შემდეგ, რაც ხაშურის ბაზარში მოხდა, რესტორნის მეპატრონეს მათთვის ცხვარი დაუკლავს, სუფრა გაუშლია და მეგობრობისა და სიყვარულის სადღეგრძელოები უსვამს.
      ამ თვისების აღმნიშვნელი ტერმინი მგონი, ქართულ ენაში არ გვაქვს!

    • ჰო, გილოცავ ახალ დომენს! 🙂

  2. KaeN

    SiSi ratom unda iyos? bazarshi dgas vinme ganaTlebuli pirovneba? : ) magaze 1000 azri SeiZleba gamoiTqvas : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s