ცის გაწითლება


ცად აყვანა//გასვლა – განდიდება; ქება
ცალგულად – უგულოდ
ცალი თვალით ყურება – უნდობლად, ალმაცერად ყურება
ცალი ფეხი სამარეში უდგას – მალე მოკვდება
ცალყურით ძილი – ფხიზელი ძილი
ცალ ყურში შეუშვა, მეორში გამოუშვა – გულისყურით არ უსმენდა
ცამდე მართლი – სრულიად მართლი
ცამდის აყვანა – უზომო ქება-დიდება
ცამოწმენდილზე – მოულოდნელად
ცამ პირი მოიხსნა – კოკისპირულად წვიმს
ცამ პირი შეიკრა – გვალვაა
ცარიელზე გასული – ღარიბი, ყველაფერწართმეული
ცარიელზე გაყვანა///დარჩენა//დასმა – ყველაფრის წართმევა
ცარიელ ქვაზე იცხოვრებს – მოხერხებულია
ცას ეპოტინება – ამპარტავნობს
ცას ეწია სიხარულით – მეტად ბედნიერია
ცას შებერება – დიდხანს სიცოცხლე
ცას შეჩერება – სხვისი იმედით ყოფნა
ცას შეჭიდება – გაამპარტავნება; მეტად გათამამება
ცა უწითლდება – ბედნიერია
ცერად წასვლა – საქმის გაფუჭება
ცეცხლზე ზის – მოუსვენრადაა; ძალიან ცდილობს
ცეცხლზე ცეცხლი ედება – დიდი უბედურება
ცეცხლზე წყლის დასხმა – დიდი ზიანის მიყენება
ცეცხლის კალოში დაყენება – საშინელ გაჭირვებაში ჩაგდება
ცეცხლის ფასად – ძალიან ძვირად
ცეცხლი უკიდია – ძალიან ძვირია; დიდ გაჭირვებაშია
ცეცხლში ჩაყენება – გამწარება; გაბოროტება
ცვილივით დადნა – ადვილად განადგურდა; მოისპო
ციბრუტივით ტრიალებს – მარჯვეა, დაუზარელია
ციდან ჩამოსული ანგელოზი – ლამაზი, სათნო
ცივი წყალი გადაასხა – გული გაუტეხა; გააწბილა
ცივმა ოფლმა დაასხა – გამწარდა; ძალზე შეეშინდა
ცივ ნიავს არ აკარებენ – ძალიან უვლიან, ანებივრებენ
ცივ ქვაზე ჯდომა – მძიმე პირობებში ყოფნა
ცის გახსნის შესწრება – უსაზღვრო ბედნიერება
ცის დანგრევა თავზე – დიდი უბედურება
ცის კარის გახსნა – ბედნიერება
ცის ჩამოქცევა – საშინელი ჭექა-ქუხილი
ცოდო და მადლი იცის – მადლიანი კაცია
ცოცხით გაგვა – კარგისა და ავის ერთმანეთზე მიყოლება
ცუდად დება – ადვილად მისათვისებელი
ცუდ თვალზე დანახვა – შეძულება, ათვალწუნება
ცხვარი ჰყავს ფეხზე გამობმული – მალე მოკვდება
ცხვირის აწევა – ამპარტავნება
ცხვირის გახვრეტა – ყვედრება, დამუნათება
ცხვირის მოჭრა – საჯაროდ შერცხვენა; სახელის გატეხა
ცხვირის ჩამოშვება – დაღონება; უიმედოდ დარჩენა
ცხვირში ამოკვრა – დაყვედრება
ცხვრის ტყავში გახვეული – მატყუარა
ცხოვრების სიმძიმე//უღელი – გაჭირვება
ცხრად მოკეცილი – მოკუზული; საცოდავი
ცხრა დღის სავალი – ძალიან შორი მანძილი
ცხრა პირი ტყავის გაძრობა – მატერიალურად განადგურება
ცხრარჯულა – ვერაგი, გაიძვერა, ეშმაკი
ცხრილით წყლის ზიდვა – შეუძლებელის გაკეთება
ცხრილის წვნა – ტანჯვა, წვალება
ცხრილში გატარებული კაცი – წესიერი ადამიანი

ძალად ცხონება – ჩვენდაუნებურად თავზე მოხვეული
ძაფის გაბმა – კავშირის შექმნა
ძაღლადაც არ ჩაგდება – არაფრად ჩაგდება
ძაღლი არ გაიგდება გარეთ – ცუდი ამინდია
ძაღლი არ შევა იმის სახლში – ღარიბია
ძაღლიკუდა – ეშმაკი, მლიქვნელი
ძაღლის ბედი აქვს – ბედნიერია
ძაღლის გუნებაზეა – ძალიან ცუდ ხასიათზეა
ძაღლის ნათრევი – მაწანწალა
ძაღლის ფეხი გამოიბა – დაწანწალებს
ძაღლის ფეხის მომჭმელი – გაიძვერა, ავაზაკი
ძაღლის ყბა აქვს გამობმული – ყბედი
ძაღლუმადურება – ტანჯვა-წვალებით ცხოვრება
ძვალისა და რბილის გაერთიანება – ცემა
ძვალსა და რბილში გამჯდარი – რაიმეს სავსებით შეთვისება
ძვირი სანახავი – დიდი ხნის უნახავი
ძვირი სტუმარი – სასურველი ადამიანი
ძვლის მტეხელი – ბოროტი, შემრცხვენელი
ძილი აჰყოლია – გამოძინება ვერ მოახერხა
ძილის გაკრთობა – უძილობა
ძილმა თავი წაართვა – თვისდა უნებურად დაეძინა
ძილში გაპარვა -მშვიდად სიკვდილი
ძირიანად ამოღება – ძალზე გალანძღვა
ძირს დაშვება – საქმისათვის თავის დანებება
ძირს დაცემა – განადგურება; დამარცხება
ძუძუდალოცვილი – მეტადკარგი, მადლიანი ქალი
ძუძუდამწვარი – შვილმკვდარი; უნუგეშოდ დარჩენილი
ძღომა არ ეკიდება – გაუმაძღარია

წამლად არ არის – ცოტაც არ არის
წამლად დადება – ალერსი; თხოვნა
წარბის გახსნა – მხიარულ გუნებაზე ყოფნა
წარბის შეკვრა – შეწუხება; წყენა; შეშინება
წარბის შეუხრელად – დარდის//გაბრაზების//შეწუხების დაუმჩნევლობა
წარბშეკრული – დადარდიანებული; გაბრაზებული
წარბშეუხრელად – უშიშრად
წელებზე ფეხის დადგომა – დიდი გაჭირვება
წელის გამაგრება – გამდიდრება
წელის მოწყვეტა – დიდი შრომა
წელში გატეხილი – დაუძლურებული; ღარიბი
წელში ოთხად მოკაკვა – სიღარიბისგან//მუშაობისგან დაჩაგვრა
წერას აუტანია – უბედურება არ ასცდება
წვერცამეტა – თხელწვერიანი
წითელი კვერცხია//კოჭია – გამორჩეული
წითელი კვერცხის ვინმესთვის გორება – გულის მოგება;მოფერება
წიწილასავით დაცემა – ადვილად მორევა
წიხლის დაცემა – შეურაცხყოფა
წიხლის დაჭერა – დაჩგვრა
წიხლის კვრა – დაწუნება; უარის თქმა
წურბელასავით მოკიდება – მოუშერებლობა
წყალს ცრის – უსაქმურია
წყლის გადაწურვა (ვინმესთვის) -გაუბედურება; დაზარალება
წყლის ნაყვა – უსარგებლო შრომა

4 Comments

Filed under მშობლიური ენა

4 responses to “ცის გაწითლება

  1. LeO

    მადლობა, საშინაო დავალებისთვის ძალიან გამომადგა ფრაზეოლოგიის ჩამონათვალი🙂

  2. LeO

    Add to Bookmark :))

  3. mari

    mec dzaan gamomadga :d

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s