იხტიბარს არ ვიტეხ

იხტიბარს არ ვიტეხ და ვაგრძელებ, ვინმეს გამოადგება:

იალქნების აშვება – უხამსად მოქცევა; თავის აშვება
ილაჯის გაწყვეტა//წაღება – მოთმინებიდან გამოსვლა, გაბრაზება; დასუსტება
ინჭის მოგება – ღალატი; გაუბედურება
იოტის ოდენა – სულ ცოტა
იქით იყოს – ანგარიშს ნუ გავუწევთ
იქ მკვდრებს აკლიათ, აქ – ცოცხლებს – უვარგისი, გამოუსადეგარი ადამიანი
იხტიბარს არ იტეხს – იმედს არ კარგავს

კალაპოტში ჩადგომა – დალაგება, ნორმალური გზით წასვლა
კალთის გადაფარება//დაფარება – დახმარება, დაცვა
კალთის დაგლეჯა//დაჭერა – შველის თხოვნა
კანში აღარ ეტევა – ძალიან მსუქანია
კარების ატალახიანება -ხშირი სტუმრობით თავის მობეზრება
კარს უკან ჯდომა -მგლოვიარობა
კაჭკაჭს დააჩხავლებს – ძალიან მჟავე ღვინო
კბილებში ოფლი ადინა – ცუდი დღე დააყენა; სცემა
კბილის გაკვრა – ზიანის//ვნების მიყენება
კბილის გასინჯვა – შემოწმება
კბილის მატლი – მტანჯველი
კბილის ჩაკიდება – გადაკიდება
კბილს კბილზე აცემინებს – დიდი სიცივეა
კედელს ცერცვი შეაყარე – არაფერი გამოვა
კევიღეჭია – გაურკვევლად მოლაპარაკე
კერაზე წყლის დასხმა//კერის გაციება – დაღუპვა
კიდეც ჭრის და კიდეც კერავს – ყველაფერს თავის ნებაზე აკეთებს
კისერზე დაწოლა – სარჩენი
კისერზე დაჯდომა
– დაბრიყვება
კისერი მოსწყდა – ძალიან დაიღალა
კისრად აღება – აღთქმა რაიმე მოვალეობის შესრულებისა
კისრად დადება – დაკისრება, დავალება
კისრის გასქელება – უკანონო გზით ქონების შოვნა
კისრის მოტეხა– ხელის მოცარვა, მარცხი
კიტრის ფასი – უფასური
კრუხის პალო – დაბალი ადამიანი
კუდამდე გატყავებული – ძალზე გაჭირვებული
კუდზე ფეხის დადგმა – ტყუილში დაჭერა
კუდის აწევა – დახმარება
კუდის გამობმა – შეთხზვა, მოგონება იმის,რაც არ არსებობს
კუდის მოქნევა – ბოროტება, არასასიამოვნო რამის ჩადენა
კუდის ქნევა//ქიცინი – თვალთმაქცობა; ალერსი

ლაგამის ამოდება – დამორჩილება
ლაფში ამოსვრა – შეურაცხყოფა
ლაფში ჩფლობა – დამარცხება; ხელის მოცარვა
ლელოს გატანა – გამარჯვება
ლეღვია – დონდლო, გაუბედავი
ლოგინის ალაგება – ავადმყოფის მორჩენა
ლოგინის გაახლება – ქვრივის მეორედ დაქორწინება

3 Comments

Filed under მშობლიური ენა

3 responses to “იხტიბარს არ ვიტეხ

  1. ეს მომეწონა : )

  2. თეო

    მაგარია, კიდევ თუ დაუმატებთ უფრო მაგარი იქნება

  3. გამომადგა, მადლობა:)

    უკვე მერამდენედ მოვხვდი შენს ბლოგზე იდიომების გამო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s