ნემსის ყუნწში გაძრომა

ნემსის ყუნწში გავძვერი და იმედი მაქვს, ნიშანში არ ამოიღებთ ამ პოსტს!🙂

მამლის ბოლო – მოღალატე; ორპირი
მარაქაში გარევა//მოტანა – ლაპარაკში, საქმეში ჩაჩრა; ადამიანის ღირსად ცნობა
მარცხენა ფეხზე ამდგარი – მარცხიანი; უხასიათო
მგელი ცხვრის ტყავში – ფარისეველი
მეტი რა ჩარაა – სხვა გამოსავალი არაა
მეშვიდე ცამდე ასული – ძალზე გახარებული
მზეზე გამოფენა – სააშკარაოზე გამოტანა
მზეს აყოლა – ადრე ადგომა
მზის ამოსვლა – გაბედნიერება
მზის ჩასვლა – უბედურება; სიკვდილი
მიწას ამძიმებს – სიცოცხლის ღირსი არაა
მიწის ლოკვა – თავის დამცირება
მიხუთშაბათობა – მიფუჩეჩება
მკვდარსაც კი ფეხებს გააქნევინებს – ძალზე მხიარულია
მოუსვი ბაყაყური – სწრაფად მოშორდი აქაურობას, თავიდან მომწყდი
მტლად დადება – დახმარება
მუსრის გავლება – განადგურება
მუქთ კუბოში ჩაწოლა – უსაქმურობა; სიძუნწე
მუცელზე ხოხვა – პირფერობა
მუცლის ტკივილი – დარდი
მუჭში ცვარი არ გაუვა – ძუნწია
მუხლებში წყლის ჩადგომა – დაღლა
მშრალზე დარჩენა//დასმა – ყველაფრის დაკარგვა; მოტყუება
მწვანე კიტრივით მოაქავს თავი – ტრაბახი
მხარის გასწორება – გათანაბრება
მხარის დაჭერა// მიცემა// მობმა– დახმარმება
მხარის მოტეხა – ღალატი; დახმარებაზე უარის თქმა
მხარის მოქცევა – გზის აბნევა
მხარის მოწყვეტა – მშველელის დაკარგვა
მხიარული ჭკუის – მოსულელო
მხრების ჩამოყრა – დაღონება

ნავსი გატყდა – წინააღმდეგობა დაიძლია
ნაღვლის დაქცევა//გასივება – გაბრაზება
ნაღვლის გაწევა//გახეთქვა – დარდი
ნაცარტუტის ადენა – განადგურება
ნემსი არ ჩაიგდება – სივიწრივე
ნემსის ყუნწში გაძრომა – ძალიან მონდომება
ნირის შეცვლა – დაბრკოლება; ხელის შეშლა
ნიშანში ამოღება – ათვალისწუნება

დატოვე კომენტარი

Filed under მშობლიური ენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s