თანი

თათარიახნად მომზადებული იდიომები:
თაგვი კუდს ვერ მოიბრუნებს – ვიწროობაა
თავზე გადახტომა – უგულებელყოფა
თავზე ბალბის დადება – დამშვიდება
თავზე ბრის დაყრა – შერცხვენა, შეურაცხყოფის მიყენება
თავზე გრიგალის გადავლება – საშინელი უბედურება
თავზე დასმა -ვისიმე გაბატონება
თავზე დახურვა ცისა – განადგურება; გაბოროტება
თავზე კაკლის მტვრევა – დაცინვა, დაჩაგვრა
თავზე მამალ ბუზს არ იცვამს – ქედმაღალია, არავის ერიდება; უკადრისია
თავზე ნაცრის დაყრა – თვის შერცხვენა; გლოვა
თავზე შემოვლება – ზრუნვა; მუდარა
თავზე ცათა დატყდომა – მოსპობა, განადგურება
თავზე ცივი წყლის გადმოსხმა – იმედის გაცრუება, გულის გატეხა
თავზე ხელის აღება – უხამსი საქციელი, მოურიდებლობა
თავზე ხელის გადასმა – მოფერება, გათამამება
თავზე ხელის მოსმა – თავის იმედზე ყოფნა, მხნეობის გამოჩენა
თავით მარილის დანაყვა – უზომო პატივისცემა
თავი მოიკლა – გაჯიუტდა
თავი უკრა – იძულებით გაისტუმრა
თავის ამოყოფა – უცებ მისვლა
თავის შექცევა – გართობა
თათარიახნად – სახელდახელოდ
თვალზე ლიბრი აქვს გადაკრული – მიუხვედრელი; უმეცარი
თვალების ამოღამება – ლოდინით დაღლა
თვალების ამხელელი – დარდის გამქარვებელი
თვალების დაბრმავება – წინდაუხედავობა, ალალბედზე მოქმედება
თვალით შეჭმა – ძლიერი სურვილით ყურება
თვალის ახელა – სინამდვილის ჩვენება; მიხვედრა
თვალის გაბნევა – დაწვრილებით გასინჯვა
თვალის გადავლება – გადათვალიერება, ზერელედ გასინჯვა
თვალის გამოთხრა – მტრობა, სამაგიეროს გადახდა
თვალის დადგმა – მოწონება
თვალის მოტყუება – წაძინება
თვალს წყალი დაალევინა – გაერთო
თვალში ნაცრის მიყრა – მოტყუება; გამასხარავება; ტრაბახი
თითივით დარჩენა – გაღარიბება- შორს
შეიძლება ვინმემ თქვას, ”თავში ქვა იხალოსო!” მე კი მაინც ჩემს ჭიას გავახარებ… 🙂

დატოვე კომენტარი

Filed under მშობლიური ენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s