ეკალ-ბარდში გახლართვა

        ეკალ-ბარდში ვარ გახლართული დროის უქონლობის გამო,მაგრამ უნდა დავასრულო…                                                     

                                                                  ე

ეგ არის და გორის ციხე – მტკიცე, უძლეველი;მკვიდრი              
ევას თესლი – ბოროტი, გაუტანელი, ავი 
ეზო ბ(მ)რუდეაო – ჩემი ბრალი არ არი
ეკალ-ბარდში გახლართვა – გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნა
ეკლებზე ჯდომა – დიდი ტანჯვა; მოუთმენლობა    
ეკლიანი გზა – რთული, მძიმე გზა              
ეკლის გაყრა თვალებში – დაჩაგვრა, განადგურება
ეკლის გვირგვინი – მწუხარება, წამება; გაჭირვება       

ელეთ-მელეთი მოსდის – ძლიერი სურვილისაგან გული უღონდება 
ენა  არ მომიტრიალდება – ტყუილს ვერ ვიტყვი; მძიმე სათქმელია 
ენაგადმოგდებული დარბის – ცუდ დღეშია             

ენა უჭრის – ენამახვილია; კარგი საუბარი იცის
ენა წინ უსწრებს – დაუფიქრებელი ლაპარაკი იცის                                      
ენაზე არ დაადგება – საიდუმლოს ვერ შეინახავს, წამოსცდება 
ენაზე კბენა – უცბად გაჩუმება; სიფრთხილე   
ენაზე კბილის დადგმა –
   უცბად გაჩუმება; სიფრთხილე     

ენაზე ჭალა არ მოედება – კარგი მოლაპარაკეა                            
ენამ უყივლა – წინასწარ თქვა ის, რაც შემდეგ მოხდა                                         
ენით  არ ითქმის –  მეტად მშვენიერია; მეტად ბოროტია                                   
ენისა და პირის დაშაქვრა – პირფერობა                                   
ენის აყოლა – სხვისი ნათქვამის დაჯერება 
ენის წვერზე დგომა – კარგად ვერ გახსენება რამის                          
ერთ ბერაში გავლა – გათანასწორება      
ერთ უღელში შებმა – დაქორწინება   
ერთი კევრი არ მობრუნებულა ჩემს თავს – მრავალნაირი უბედურება გადამხდენია თავს                  
 ერთი სიტყვაც  არ  ჩავარდება – ყველაფერი სწორია, მართლია; ზედმეტი არაფერია                           
ერთხელ ჩვენკენაც მოვა წვიმა – ჩვენც გაგვიღიმებს ბედი  
 ერთ ჯამში ვჭამთ – მეგობრები ვართ           

  ეშმაკის მაშხალა – უშნო
ეშმაკის ფეხი – ბოროტი                   
ეშმაკის ფეხის მომჭმელი – გაიძვერა; პირფერი
ეშმაკის ცხენზე შეჯდომა – გაჯიუტება  
ეშმაკმა ჩამოგვიარა – ცუდად წაგვივიდა საქმე       
ეშმაკს არ სძინავს – სიფრთხილეა საჭირო                                         

 

დატოვე კომენტარი

Filed under მშობლიური ენა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s