დონი

დაბალი ღობე – დაბრიყვება
დავკრათ ფეხი – დაუყოვნებლივ
დათვი მჭლე, შენ მსუქანიო – დალოცვა, გასუქდი (ბავშვს ეუბნებიან)
დათვის ანგალა – დილეგი, საკანი
დაიდუღა გულმა – დაწყნარდა
დალბანდს უკრავენ და ლეკურს თამაშობენ – ძალიან მშია
დალახვროს ღმერთმა – ნუღარ იცოცხლებს, მოკვდეს
დამპალი კომშია – ვისი იმედიც არ აქვთ და კარგი ადამიანი გამოვა
დამრჩა ნივრის ნაქურჩალა – ყველაფერი დავკარგე
დამში საქმის მოყვანა – საქმის წარმატებით დასრულება
დამწვარზე მდუღარე გადამესხა – უბედურებას უბედურება მოჰყვა
დანა პირს არ უხსნის – ძალზე დამწუხრებულია; გაბრაზებულია
დანა რომ დაარტყა სისხლი არ გამოუვა – დანაღვლიანებული; შეშინებული
დანის ყელთან მიბჯენა – უკიდურესად მძიმე მდგომარეობა     დატრიალდა ჯარა – დიდი ფაციფუცი
დაუკრეფავში გადასვლა – აკრძალული რამის გაკეთება ან თქმა
დაძინებული სახლი – მოწესრიგებული, სავსე ოჯახი
დაჭერა საქმის – გაკეთება
დედ-მამა საფლავში არ დაუყენა – აგინა
დედამიწამ პირი უყო – დაიკარგა
დედა უცხონეთ – გააბედნიერეთ
დედიმისის შვილია და იზამს – ვერ გაბედავს, რასაც იმუქრება
დვრიტა მოიკიდა – წარმატება (ქონებრივი,გონებრივი)
დათვური სამსახურის გაწევა – სარგებლობის ნაცვლად ზიანის მოტანა
დედაბუდიანად მოთხრა – მოსპობა
დღის დაბნელება – სიკვდილი; გამწარება
დღის დალევა – სიკვდილი

Advertisements

3 Comments

Filed under მშობლიური ენა

3 responses to “დონი

  1. nino

    ისე კარგი იქნებოდა,ბარემ განმარტების სახით რომ მოგეცათ,რა განსხვავებაა იდიომსა და ფრაზეოლოგიას შორის?:)

    • სინონიმებია 🙂 ფრაზეოლოგია//იდიომი//ხატოვანი სიტყვა-თქმა//ფიგურალური გამოთქმა – ამა თუ იმ ენის თავისებური,მტკიცედ ჩამოყალიბებული, დაუშლელი გამონათქვამი,რომელიც სხვა ენაზე სიტყვა-სიტყვით არ ითარგმნება. ვერ ეგუება ახალი სიტყვის ჩართვას და უმრავლესობას აქვს სიტყვათა მყარი თანმიმდევრობა. ძირითდად, ვხმარობთ გადატანითი მნიშვნელობით

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s