ბანის მიცემა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე აბიტურიენტებმა ერთ-ერთ დავალებაში კონტექსტის მიხედვით შესაფერისი გამოთქმა(ფრაზეოლოგიზმი// იდიომი) უნდა შეარჩიონ. უმეტეს შემთხვევაში ეს დავალება აქილევსის ქუსლად ექცათ. შევეცდები ოდნავ მაინც დავეხმარო, ამიტომ გთავაზობთ ზოგიერთი გამოთქმის განმარტებას. შევაცადე შემერჩია მხოლოდ ქართული სიტყვა-თქმანი.

აბდაუბდა-გადასკუპდა – უაზროდ ლაპარკი
აბრამის ტაბლა-სტუმართმოყვარეობა
აბრუს არ იტეხს – თავს არ ირცხვენს; გულს არ იტეხს
აბუჩად აგდება– დამცირება
აგვიშენდება ოჯახი – გავნადგურდებით, დავიღუპებით(ირონიულად) ადამის ჟამი – ძველისძველი
ადამის შვილი – ადამიანი
ადიდაში გამოსული – დაუნდობელი, გაიძვერა
ავ თვალს არ ენახვება – ძალზე ლამაზია
ავი დღის წაღება – უბედურება, მძიმე ცხოვრება; სიკვდილი
ავი ქარი აქვს ნაცემი – ავადაა; გაგიჟება
ავისა და კარგის ცოდნა – გონიერება, შეგნება
ათადან-ბაბადან – უხსოვარი დროიდან
აირია მონასტერი -არეულობა აინუნშიც არ მოსდის – არაფრად აგდებს
აინუნში მოსვლა – მოწონება
ალაიაში გატარება – სახალხოდ შერცხვენა,სახელის გატეხა
ალალმა დაუქროლა – მოულოდნელი უბედურება; თავზარი დასცა
 ალილო და ხვალეო – ამასაც მალე ვნახავთ
ალიყურის ჭმევა – სილის გაწვნა
ალმაცერად ყურება – ეჭვი
ალმურის აკვრა -გაწითლება,ალეწვა
ალღოს აღება – მიხვედრა,თავისგართმევა,
ალჩუს დაჯდომა – გამარჯვება
ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა – არეულობით სარგებლობა ანგელოზების დაფრთხობა – შეშინება,დამარცხება
ანგელოზმა ჩამოიარა – სიჩუმე დამყარდა
ანდერძის აგება – მოკვლა ანკესის გადაგდება – მოტყუება
ანწუხზე აგება – წამება
ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო – მერყეობა
აფრის აშვება – ჩხუბი
აქლემი და გალია – შეუფერებელი
აღდგომა გაუთენდა – ბედნიერება
აღდგომის კვერცხი – სასიამოვნო
აშის კვრა – პირობის დარღვევა, უარის თქმა
ახალ მთვარესავით გამოჩენა – იშვიათად
ახალი ცოცხი კარგად გვის – ახალი საქმის ხალისიანად კეთება

გაგრძელება იქნება…

2 Comments

Filed under მშობლიური ენა

2 responses to “ბანის მიცემა

  1. დღეს ნახევარზე მეტი ხმარებიდან ქრება…

  2. გეთანხმები, ზოგიერთმა იდიომმა თავისი დრო მოჭამა(მაგ. ”ამაღამ თევზებს დაიჭერს”), მაგრამ დასანანია, როცა არ იციან რას ნიშნავს: ცაში აყვანა, ალიყურის ჭმევა, ფრთების შესხმა და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s