კოხორიზმი?!

                                                

 ჩატარდა რესპუბლიკური სასკოლო ოლიმპიადა ქართულ ენას და ლიტერატურაში. შთაბეჭდილება – ”დედა, რა იყო ეს?!              

XI-XII კლასები: წერითი დავალება – ტარიელი ავთანდილს უამბობს, რომ მეფე ფარსადანმა ინდოეთში ხვარაზმელი უფლისწული მოიწვია. ამას ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის თათბირი, შემდეგ კი – სასიძოს მკვლელობა მოჰყვა.( ტექსტიდან მიცემული ჰქონდათ შესაბამისი ნაწყვეტი).

იმსჯელეთ, პერსონაჟთა ქცევაში რა შეიძლება იყოს მიუღებელი თქვენი თანამედროვეებისათვის  და რატომ. თქვენი მსჯელობა დაასაბუთეთ!   

გთავაზობთ ერთ-ერთ ”შედევრს” კომენტარის გარეშე (სტილი დაცულია).

  ”ტარიელი ავთანდილს უამბობს რომ მეფე ფარსადანმა ინდოეთში ხვარაზმელი უფლის  წული მოიწვია ამას ნესტან-დარეჯნის და ტარიელის თათბირი. შემდეგ კი – სასიძოს მკვლელობა მოყვა. როდესაც. თათბირი ტარდებოდა ფარსადანმა და ამას პლუს ნესტან-დარეჯანმა წარმოთქვეს უდიდესი სიტყვები. ამ საუბარს მოყვა მხოლოდ საომარ ანუ ჩხუბი. ამ ჩხუბს მოყვა სასიძოს მკვლელობა. ტარიელმა ავთანდილს უამბო მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს.  ბრძანე! ავთანდილს რა პრობლემები გაქვს მე ის პრობლემები მაქვს რომ ნესტან-დარეჯანის ის მდებარეობა მინდა მოვისყიდო. ამაზეა ჩემი საუბარი. ამიტომ ცდილობს ტარიელი. მემინდა ვიცოდე თუ რა ხდება. ამ საუკუნეების მანძილზე ეს ფაქტია რომ საერთოდ ცხოვრება ადამიანისთვის არის დიდი წარმატება და სიხარული და დიდი ბედნიერება. მხოლოდ სამწუხაროდ სასიძო მოკლეს მხოლოდ. გარდაიცვალა საერთაშორისოდ.ასე ხვდება მინიმუმ ტარიელი ავთანდილი ბატონი მეფე ფარსადანი და ნესტან-დარეჯანი. აი ესენი არიან მონაწილები ამ კითხვის ასეთია ამ კითხვაზე ჩემი აზრი, ასე ვფიქრობ. ”

   ”გინდა იცინე, გინდა იტირე, როცა ამ ამბავს წაიკითხავ!” (ილია)

5 Comments

Filed under მშობლიური ენა

5 responses to “კოხორიზმი?!

  1. რა ცუდად ფიქრობს! რა აზრები აწუხებს!

    პს. რა კარგი დასაწერი თემა ყოფილა. ეჰ, რატომ არ წავედი?! :(((

  2. მე მგონი, მიზანი მიღწეულია – კოხორების მთელი არმია გვეყოლება, იუჰუ!!! სასტუმროებს და სლოტ-კლუბებს დაცვა ხომ სჭირდებათ.

    ვეცდები, ამაღამ აღარ ვიფიქრო ამ პოსტზე და ჩემი სოციალისტური თავი მშვიდად დავასვენო.
    რა “ნიჭიერ” სამყაროში მიწევს ცხოვრება, gosh!😐

  3. აააა
    ვაიმე, საშინელებაა :)))

  4. იმდენად დაუჯერებელი იყო,რომ სამჯერ გადავიკითხე..

  5. აუუუუ :))))
    ილიას შემოთავაზებული ალტერნატივიდან მე სიცილი ავირჩიე. სხვა გზა არ მქონდა, უბრალოდ. არა, ალბათ ყველა თაობაში ხდება ესეთებიც და ამის საპირისპირო – ანუ გენიალური ტვინებიც. ასე რომ, მაგაზე ნუ ვინერვიულებთ. თუმცა, შეძლებისდაგვარად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი რაღაცა აღარ დაგვიწერონ გამოცდებზე.:))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s