დრეკს თუ დრეკავს

 

ქართულში არსებობს ფუძედრეკადი ზმნები,რომელთაც აწმყოს ფუძე თემის ნიშნის გარეშე ეწარმოება: დღვბს – დღვბა, ზნქს – ზნქა, კრჭს – კრჭა…, თუმცა ცოცოხალ მეტყველებაში თემისნიშნიანი ზმნების გავლენით გაჩნდა არასწორი ფორმები:დღვებავს – დღვიბავს – აუდღვებავს, ზნექავს – ზნიქავს – ამოუზნექავს, კრეჭავს – კრიჭავს-დაუკრეჭავს.

 როგორ შევამოწმოთ? შევადაროთ ზმნის ორი ფორმა: საწყისის(დღვება, ზნექა, კრეჭა, ) და წყვეტილის/რა ქნა?/ (დღვიბა,ზნიქა,კრიჭა).თუ ფუძის ხმოვანი განსხვავებულია , ე – ი, თემის ნიშანი არ არის საჭირო.                   სწორი  ფორმებია: დღვებს – დღვიბა – აუდღვებია;  ზნექს – ზნიქა – ამოუზნექია;  კრეჭს – კრიჭა – დაუკრეჭია. 

       დედა ფანჯარას წმენდს.  მიხო  ბალახს გლეჯს.  სოფო ფეხსაცმელს მალე ცვეთს.  მართა ატამს ხლეჩს. ანანო ხალხს ყვლეფს.

  

8 Comments

Filed under მშობლიური ენა

8 responses to “დრეკს თუ დრეკავს

  1. ვინაიდან “დრეკა”, “ხეკა”, “ზელა”, “ბრეცა” და ა.შ. არიან ფუძედრეკადი ზმნები (ტერმინი მომდინარეობს “დრეკა” ზმნიდან), ისინი მე–2 სერიაში “ე”–ს “ი”–თი იცვლიან და გვაქვს:
    მოდრ–ი–კა, მოხ–ი–კა, მოზ–ი–ლა, მობრ–ი–ცა😉

  2. saintereso blogia da ratom xshirad ar anaxleb?

  3. Dear Zina, იქნებ მითხრათ, სწორი ფორმა: “გულშევმატკივრობ” თუ “ვგულშემატკივრობ”?
    მადლობა წინასწარ!

  4. მადლობა კარგია.

    მოდღვებაც შეიძლება ხომ?
    მოუდღვებია… რაღაც ცუდად არ ხვდება ყურს.

    ისე თმების შეკრეჭა და აქ ნახსენები კრეჭა ერთი ეტიმოლოგიისაა? ანუ ომონიმია თუ არა ეგ მაინტერესებს.

    და კიდევ თქვენ გეცოდნიებათ ამ ფენომენს რა ჰქვია სხვა ენებზე? აბლაუტი? თუ უფრო რამე ზუსტი? ))

    პ.ს. ჰაჰ ჩემი კომენტარია ზევით :დ

  5. MAriii

    სამი წინადადება მითხარის მოქმედებითზე და საშუალოითზეე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s