ნეტავ, ნახლდება რა არის?

      ” აუ დაწერე რა განახლდება და ნახლდება-ზე გთხოვ   :)  ”

                          განახლდება თუ ნახლდება?

    განახლდება//გაახლდება  თუ მომავალში უნდა მოხდეს, ხოლო ახლდება  თუ ახლა ხდება რაიმეს განახლება და არა ნახლდება.    რატოოოოოომ?  იმიტომ, 🙂  თანამედროვე ქართულში ზმნას დაერთვის შემდეგი ზმნისწინები: ა, და, გა, შე, ჩა, გადა, წა, მი, ამო,გამო,შემო, ჩამო,გადმო, წამო,მიმო, თუმცა ახლი ზმნიწინების გვერდით მათი ძველი ვარიანტებიც ფუნქციონირებს: აღ, გან, შთა, გარდა, წარ.  გან-ახლ-დ-ებ-ა//გა-ახლ-დ-ება,  ამ  ზმნებში  გან  და გა  ზმნიწინებია,  ახლ – ძირი,  დ -ვნებითი გვარის ნიშანი,  ებ -თემის ნიშანი,  – მე-3 სუბიექტური პირის ნიშანი.

        სწორი ფორმაა განახლდება  – ახლდება!

11 Comments

Filed under Uncategorized

11 responses to “ნეტავ, ნახლდება რა არის?

  1. დიდი მადლობააა🙂

    ანუ განახლება ხდება.
    განახლდება – მომავალში.
    ასევე განახლდება ან ახლდება – აწმყოში, როცა ამას სისტემატური ხასიათი აქვს

  2. იცით რა მაინტერესებს?
    კარგად რომ ამიხსნათ, “ორდინარულ-ორდინალურის” შესახებ და წყაროც მიუთითოთ.
    ვეღარ გავიგე, რომელია სწორი – სკოლაში სხვანაირად გვასწავლიდნენ, უნი-ში სხვანაირად და hell, დავიბენი.
    ანუ, თუ სწორია ელემენტარული, ასევე უნდა იყოს – ორდინარული, ჩემი აზრით და სწორი ფორმა რომელია???
    დიდი მადლობა წინასწარ!!!
    :sunny:

    • Bas

      სოფი დედაჩემმა გადმოგცა ”ორდინარული”-ო🙂
      წყარო ”ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი – 1998 წ. გამოცემა”🙂

      • Thanks, Bas & his Mom!!!🙂

        კიდევ ერთი კითხვა: რომელი ფორმაა სწორი – მომენტალურად თუ მომენტარულად???

        • სწორი ფორმაა: მომენტალური// მომენტური, აქედან გამომდინარე -> მომენტალურად. 🙂

  3. აუ მაგარი ხარტ რა მას :))

  4. მას კითხვა მაქვს თქვენთან: რა ფუძე გაჩნია სიტყვას “მაწყობს”
    მადლობა

  5. green

    ვააააააააააააააააააააა ეს რა ოქრო ბლოგი ვნახეეეეეეეეეეეეეე…ჩემი რესფექთს ავტორს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s